"ჩემი კომენტარის დამახინჯების გამო - "რუსთავი2"-ის მენეჯმენტმა გადაცემის მთავარი პროდიუსერი მაია სტეფნაძე და რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა" - რას წერს მერსი სულხანიშვილი

ჟურნალისტი მერსი სულხანიშვილი სოციალურ ქსელში, "რუსთავი 2"-ის ეთერში 17 მაისს გასულ ერთ-ერთ გადაცემას ეხმაურება, რომელშიც მისი განცხადებით მოხდა, მის მიერ გაკეთებული კომენტარის გაყალბება.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მსურს გამოვეხმაურო 17 მაისს Rustavi 2 • რუსთავი 2 ეთერში გასულ გადაცემა Night Prime Time • ღამის პრაიმ-თაიმი, სადაც ჩემი გასული ეპიზოდი მაყურებელმა იხილა მონტაჟის შედეგად დამახინჯებული კონტექსტით, დაუსრულებელ ფორმატში ასევე ადგილი ჰქონდა კონტენტის მონაცვლეობას რამაც შექმნა სრულიად სხვა სურათი.
სრულიად ვიზიარებ მაყურებლის რეაქციას, ბოდიშს ვუხდი მაყურებელს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე.
აქვე, თავს ვალდებულად ვთვლი მოგიყვეთ რა იყო სინამდვილეში.
გადაცემის ერთ-ერთი სტუმრის გვანცას მისამართით ნათქვამი ფრაზა, “თქვენ მოგწონთ თქვენი თავი ამ ფორმაში?”
მაყურებელმა იხილა მხოლოდ ეს ფრაზა, რომელსაც ჰქონდა გაგრძელება სწორედ ეს გაგრძელება იყო მთავარი სათქმელი
“მთავარია თქვენ მოგწონდეთ, თქვენ გიყვარდეთ თქვენი თავი, არ აქვს მნიშვნელობა სხვები რას ფიქრობენ ან როგორ გხედავენ, არ მივესალმები არც ჭარბ წონიანების და არც გამხდრების ბულინგს მთავარია სარკეში ჩახედვისას ჩვენ მოგვწონდეს ჩვენი თავი არ აქვს მნიშვნელობა სხვები რას ფიქრობენ ან როგორ გვხედავენ".
დასრულებული ფრაზის ნაცვლად ვიხილეთ, სხვა რესპონდენტის მიერ ბულინგის შედეგად სტუდიიდან ატირებული გვანცას ადგომა და გასვლა, ასევე, ქალბატონი მაია ბარათაშვილის რეპლიკა, რომელიც ასევე მე არ მეკუთვნოდა.
დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ დღეების განმავლობაში ჩემთან ერთად იდგა სიმართლის მხარეს, დიდი მადლობა ტელეკომპანია რუსთავი2 - ს, რომელთანაც მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს, დიდი მადლობა არხის მენეჯმენტს ქალბატონ თამარ ფხაკაძეს და ტელეკომპანია რუსთავი2 -ის გენერალურ დირექტორს ბატონ ზაზა გველესიანს, რომლებმაც გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ მოახდინეს რეაგირება.
მოგეხსენებათ თითოეულ გადაცემას ჰყავს ცალკე პროდიუსერების გუნდი, მთავარი პროდიუსერის ხელმძღვანელობით.
ეთერში გასულ გადაცემის შინაარსზე და ხარისხზე პასუხისმგებელია სწორედ კონკრეტული გადაცემის მთავარი პროდიუსერი და არა არხის მენეჯმენტი გამომდინარე იქიდან, რომ დაირღვა ჩემი როგორც, სტუმრის უფლებები (დაუსრულებელი ფრაზა რის შედეგადაც დაირღვა კონტექსტი, მეტი დრამატიზებისთვის მოხდა ეპიზოდის მონაცვლეობა) ასევე, თქვენი მაყურებლის შეცდომაში შეყვანა.
ტელეკომპანიის გადაწყვეტილებით, მოხდა მთავარი პროდიუსერის მაია სტეფნაძის და ასევე გადაცემის რამდენიმე თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლება",- წერს მერსი სულხანიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
📍ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
📍რა უნდა იცოდეთ, იტალიური ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათზე, ე.წ. „Tessera sanitaria“-ს შესახებ
1754068105
მსოფლიოტრამპი: მედვედევის უაღრესად პროვოკაციული განცხადებების საფუძველზე, ორი ატომური წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განთავსების თაობაზე განკარგულება გავეცი
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის უაღრესად პროვოკაციული განცხადებების საფუძველზე, ორი ატომური წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განთავსების თაობაზე განკარგულება გავეცი, ყოველი შემთხვე...
1754067172
ახალი ამბებიჩანაცვლებითი მკურნალობის პაციენტებისთვის რეგისტრაცია იწყება - კერძო სერვისებიდან სახელმწიფო პროგრამაში გადასვლა 4 აგვისტოდან დაიწყება
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის პროცედურა განისაზღვრა. ცვლილება იმ პაციენტებს ეხება, ვინც, მანამდე, სერვისს კერძო სუბიექტებისგან იღებდა. ჯანდაცვის მინ...
1754065562
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩსა და „აბუ-დაბი პორტს გრუფის“ რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს აჰმედ ალნუაიმის და „აბუ-დაბი პორტს გრუფის“ რეგიონულ გენერალურ დირექტორს აბდულაზიზალშამსის შეხვდა....
1754063525
საზოგადოებასოსო მანჯავიძე: „ნეტგაზეთი“ არის სოროსისტული გამოცემა, მზია ამაღლობელი არის ვეტერანი სოროსელი, მათი ამოცანაა სახელმწიფო სისტემების მოშლა. ამაღლობელის მიერ სახელმწიფო დაუსჯელად უნდა დამცირდეს, ის ისე უნდა გათავისუფლდეს, რომ ბოდიში არ მოიხადოს
„მზია ამაღლობელის საქმე ნათლად აჩვენებს ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის სამართლებრივ სიბრმავეს. მთელმა საქართველომ ნახა, როგორ გაარტყა ხელი ამ ქალმა ბათუმის პოლიციის უფროსს. შემდეგ თქვა, რომ...
1754059100
საზოგადოებანინო წილოსანი ვიზალიბერალიზაციაზე: დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ნების გარდა ვერაფერი შეცვლის ხელისუფლებას. ახლა შანტაჟის გზით, ქართველი ხალხის ნებაზე ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვით უნდათ იმოქმედონ
რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციით მუქარას, დავამტკიცეთ, რომ ქართველი ხალხის ნების გარდა ვერაფერი ვერ შეცვლის ხელისუფლებას. ახლა შანტაჟის გზით, ქართველი ხალხის ნებაზე ევროპაში თავისუფალი გადაადგილების შეზ...