ჩემი მისია დასრულებულია უკრაინაში - რა პრობლემები შეექმნა დომენიკ მანგოს და რატომ ბრუნდება სამშობლოში?
სოციალურ ქსელში დომენიკ მანგო, იგივე კუკური ბარამიძე სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მისი მისია უკრაინაში დასრულებულია და სამშობლოში მალე დაბრუნდება.
„ჩემი მისია დასრულებულია უკრაინაში. მიზეზი იმისა, თუ რატომ გადამეკიდა რუსული მედია (და შესაბამისად გავხდი რუსეთის ინტერესის მიზანი), ის არის, რომ ასამდე დიდი გამოცდილების მქონე ქართველი ჩამოვიყვანე უკრაინაში.
ეს ქართველები ძალიან დიდ წარმატებას აღწევენ ქართულ ლეგიონთან ერთად. ძალიან ამაყი ვარ, რომ ომის დაწყების მესამე დღიდან უკვე გზაში ვიყავით და ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვართ საქართველოდან, ვინც უკრაინაში ჩამოვედით.
ასევე ათობით უკრაინელი დევნილი გავარიდე იმ დამქანცველ შეყოვნების პუნქტს და ამ აქტივობის გაგრძელებას კიდევ ვაპირებ.
ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ ამ საქმის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ახლა კიდევ ერთი პატარა მტერი ავიკიდე, რუსეთი.
მალე დავბრუნდები საქართველოში, მანამდე ფილტვები და ბრონქები უნდა ვიმკურნალო, ჯანმრთელობა შემერყა ცოტა.
ეს ბიჭები ჩემი ძმები და მამები არიან! მალე დამთავრდება ეს ომი და ისინი გამარჯვებულები დაბრუნდებიან.
მიყვარხართ“, - წერს დომენიკ მანგო.
ასევე საინტერესოა:
🔵 სათანადო პატივით დავხვდეთ ჩვენს გმირებს - უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებს სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ
🔵 ორ წელიწადში ალბათ, ათი თაობის სიცოცხლე გავიარეთ დედამიწელებმა - რას წერს უკრაინაში წასული ექიმი?
1793630392
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: დიპლომატიას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როდესაც ის ქვეყნისთვის რეალურ შედეგს ქმნის
„გილოცავთ დიპლომატის დღეს. ეს დღე კარგი შესაძლებლობაა, მადლობა გადავუხადოთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა და დღესაც ემსახუ...
1793630102
ახალი ამბებინინო წილოსანი: ევრობიუროკრატებმა სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს - მათ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტი ჰყავთ
„სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ამ...
1793628822
მსოფლიორეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს
„თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ კორეაში...
1793627463
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები
„ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც დეპუტატი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს...
1793626828
საზოგადოებაგია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ
პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...






























