დავით გადელია: დღეს რამდენიმე უკრაინულ ჯგუფში დამჭირდა ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულების ახსნა - უკრაინელები არასწორი ინფორმაციით იყვნენ აჭრილები
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომსა და საქართველოსთვის ამ ომის გავლენაზე წერს:
"მეგობრებო
არასწორი იქნება თუ ვიტყვი:
"ყურადღებით ვადევნებთ თვალს.."
ალბათ ყველანი მთელი სულით და გულით ვართ ჩართული უკრაინის ამბებში!
ინფორმაციის ყოველ ნაგლეჯს ათასგვარად ვატრიალებთ და ვაანალიზებთ.
ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 95% ჩემი ღრმა რწმენით, ცალსახად, უალტერნატივოდ არამხოლოდ უჭერს მხარს უკრაინას, არამედ მიიჩნევს, რომ უშუალოდ ჩვენც გვეხება ეს უბედურება!
ხვალ დიდი ალბათობით ჩვენი საკითხიც შეიძლება დადგეს.
ვუშვებ, რომ შეიძლება გვყავდეს 5% ტვინგაყინული, ან სულგაყიდული საქართველოში მაცხოვრებელი (მოქალაქე- ნამეტანია მათთვის!), ვინც რუსეთის გამარჯვება უნდოდეს.
აქედან გამომდინარე, ვინც გულწრფელად ობიექტურია მიმდინარე საკითხებისადმი და არა აქვს პარტიული ან სხვა ინტერესი, გამოთქვამენ მოსაზრებებს, რომელიც ძირითადად ორი მიმართულებისაა:
1. ღიად და ყველა მიმართულებით, ხალხიან- ხელისუფლებიანად გამოვხატოთ რუსეთისადმი ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე.
2. ხალხის დონეზე სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა გამოვუცხადოთ უკრაინას, მაგრამ ხელისუფლებამ გამოიჩინოს გარკვეული სიფრთხილე და ოფიციალურ დონეზე მუდამ დაუჭიროს მხარი უკრაინას, მაგრამ ეკონომიკური სანქციების, პოზიციების გამოხატვისას არ იყოს განსაკუთრებულად აგრესიული.
ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ნათესავებო, თანამშრომლებო, თანაქალაქელებო!
თუ დავაკვირდებით, ბოროტებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაში ძირითადად ერთნი ვართ (იმ 5 %-ს ნურც შევიმჩნევთ, თავისი ეყოფათ)!
განსხვავება ტაქტიკაშია!
ტაქტიკა კი, როგორც წესი, ყოველთვის ხელისუფლების ასარჩევია და შეცდომებიც მას მოეკითხება ურმის გადაბრუნების შემდეგ!
სხვათა შორის ისტორიულადაც, ყოველთვის ასე ყოფილა-ომის დროს ყველა რომ ერთ აზრზე იდგა და მხოლოდ გმირებებზე ჰყვებოდნენ, ომის შემდეგ გაჩენილა ბევრი კითხვა ხელისუფალთან...
ჰოდა, რადგანაც ბოროტების წინააღმდეგ ერთ მხარესა ვართ, ნუ დავიყოფით, ნუ დავხოცავთ ერთმანეთს ტაქტიკის გამო!
პ.ს. მნიშვნელოვანი კინაღამ გამომრჩა:
ტაქტიკის ირგვლივ ჩვენი ეს დავა, უნებლიეთ თუ გამიზნულად მიდის ჩვენ უკრაინელ ძმებამდე, დამახინჯებულად.
ასეთ უბედურებაში მყოფი ხალხი, როგორც წესი, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ დეტალებსაც.
დღეს რამდენიმე უკრაინულ ჯგუფში დამჭირდა ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულების ახსნა, უკრაინის ამბებზე.
არასწორი ინფორმაციით იყვნენ აჭრილები",- წერს გადელია.
სხვა სიახლეები:
1792857325
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა
საქართველოს პარლამენტის წევრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი სოსიაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის ა...
1792851878
სპორტიდიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია. ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი 193,93 ქულა მ...
1792848889
ახალი ამბებისამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...































