"დღევანდელი ჩემი განცხადება ნიშნავდა იმას კი არა, რომ ეტლში მყოფი ადამიანები არიან მცენარები, არამედ იმას, რომ მიშა იქნება მცენარე, იმიტომ, რომ მისი დიაგნოზი იძლევა ამის საშიშროებას"
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი განცხადებას ავრცელებს და წერს:
"დღეს, ჩემს მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, ჩასაფრებული ადამიანებისთვის სპეკულაციების სივრცე დატოვა.
ამიტომ უნდა განვმარტო.
ეტლში ადამიანი შეიძლება მოხვდეს ბევრი მიზეზის გამო.
ვიღაცისთვის ავარიის გამო დგება დღის წესრიგში ეტლის აუცილებლობა და ვიღაცისთვის თანდაყოლილი ტრავმა.
დედაჩემის შემთხვევაში სიმსივნე იყო მიზეზი, რის გამოც, სიცოცხლის ბოლო დღეები სრულად ეტლში გაატარა.
ძალიან ხშირად, ეტლში მყოფი ადამიანები, ახერხებენ არა თუ საკუთარ სივრცეში წარმატების მიღწევას, არამედ ჩვენი ქვეყნისთვის გამარჯვებების მოტანას.
მათი ცხოვრება სრულფასოვანია და ძალიან შორსაა იმისგან, რაც დღეს მიშას კონტექსტში ვთქვი.
დღევანდელი ჩემი განცხადება ნიშნავდა იმას კი არა, რომ ეტლში მყოფი ადამიანები არიან მცენარები, არამედ იმას, რომ მიშა იქნება მცენარე, იმიტომ რომ მისი დიაგნოზი იძლევა ამის საშიშროებას.
არ მეგონა ამის ახსნა თუ დამჭირდებოდა, მაგრამ მესმის რომ მიშას თემა დამატებითი მოტივაციაა განცხადებები არასწორად აღიქვათ.
რაც შეეხება ეტლში მყოფ ადამიანებს, გიგზავნით სიყვარულს და სითბოს და გიხდით ბოდიშს თუ ოდნავ მაინც ემოციებზე მოგხვდათ ჩემი განცხადება.
არ ჩამოვთვლი პროექტებს, რომელიც ამ კონტექსტში გამიკეთებია და გავაკეთებ მომავალში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები:
1791283678
სპორტიეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედმა ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ფინალის საგზური მოიპოვა. ტურნირის ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ სეია ბა...
1791282918
საზოგადოებაზვიად შალამბერიძე: ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბურჭულაძის და სხვათა აღიარებებსაც მოვისმენთ
„ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბურჭულაძის და სხვათა აღიარებებსაც მოვისმენთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ზვიად შალამბერიძემ მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ დანაშაულის აღიარებისა დ...
1791281888
საზოგადოებარატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიერ ზოდელავა-ბერიძის ბულინგზე: მათი ქცევით შიშვლდება ის ამაზრზენი სახე რაც განადგურებულ აგენტურულ ჯგუფებს აქვთ
„4 ოქტომბრის აქცია არ იყო მხოლოდ ძალადობრივი, ეს იყო აგენტურული ჯგუფების შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მ...
1791281702
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე, სადაც 180-მდე ქვეყანაა წარმოდგენილი, შესაძლებლობა მექნება, ვისაუბრო დემოკრატიული მმართველობის გამოწვევებზე
„საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად მონაწილეობას ვიღებთ საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეაზე, რომელიც ტანზანიაში იმართება. ეს ასამბლეა გამორჩეულია იმით, რომ ასამბლეის პრეზიდენტის არჩევა მოხდება...
1791281274
სპორტიეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედმა ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მეორე გამარჯვება მოიპოვა და ტურნირის მეოთხედფინალში იჭიდავებს. 27 წლის ქართველმა ბრაზი...


























