"დღეს, 2 მაისს, თბილისის დროით 20:11 საათზე ვენერა თევზების ნიშნიდან ვერძის ზოდიაქოში გადაინაცვლებს - ვისთვის იქნება მნიშვნელოვანი ?!" - რამაზ გიგაურის პროგნოზი

ქართველი ასტროლოგი რამაზ გიგაური 2 მაისის ვენერას ვერძის ზოდიაქოში გადასვლას ეხმაურება და წერს თუ რას მოუტანს იგი ზოდიაქოს თითოეულ თანამშრომელს:

"რას მოიტანს ვენერას ვერძის ზოდიაქოში გადასვლა?!

დღეს, 2 მაისს, თბილისის დროით 20:11 საათზე ვენერა თევზების ნიშნიდან ვერძის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და იქ 28 მაისამდე დარჩება.

ასტროლოგიურად, ვენერა თავს ბევრად კარგად გრძნობს თევზებში, სადაც ის ეგზალტირებულია.

ვერძში ვენერა გამოძევებულ პოზიციაშია, ამიტომ 2-28 მაისის შუალედში სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებული ურთიერთობები აქტიურად და ენერგიულად განვითარდება.

ამ კუთხით ბევრი ადამიანი გამოიჩენს ახალ ინიციატივას და შეეცდება პირად ცხოვრებაში ახალი იმპულსები შეიტანოს.

ეს მოიტანს ცვლილებებს და განახლების სურვილს, რაც შეიძლება გამოვლინდეს ახალი პარტნიორის მოძიებაში და ახალი ინტერესის გაჩენაში ან ძველ ურთიერთობაში ახალი იმპულსების შეტანასა და მასში რაიმე ცვლილებების განვითარებას.

ნეგატიური კუთხით პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მთელი რიგი პრობლემების შექმნაც.

პირად ურთიერთობებში თავს იჩენს შეუთანხმებლობა და გაძლიერდება ეგოიზმი.

შესაძლოა პარტნიორებმა მიზეზების გარეშეც კი იკამათონ და ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების სურვილი გაუჩნდეთ.

ვისაც სურს კამათსა და დაპირისპირებებს თავი არიდოს, მაქსიმალურად უნდა მოერიდოს შურისძიებას და ურთიერთობებში მეტი ტაქტის განცდა გამოიჩინოს. რთულ სიტუაციებში სასურველია კომპრომისზე წასვლა და დათმობა.

ეს პერიოდი ასევე მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური სფეროსთვის, რადგან ვენერა - ასევე ფინანსების სიგნიფიკატორად (მმართველად) ითვლება. აქედან გამომდინარე, ეს პერიოდი არასასურველია ფინანსებში რისკზე წასვლისთვის, განსაკუთრებით გრძელვადიანი პროექტები.

ვისთვის იქნება მნიშვნელოვანი:

* ეს 26-დღიანი მონაკვეთი პირველ რიგში მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერა სწორედ ვერძის ზოდიაქოში აქვთ განთავსებული.

მათ ექნებათ ვენერას ე. წ. „დაბრუნება“ და მოსალოდნელია 2021 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებული მოვლენები, განსაკუთრებით რომლებიც სასიყვარულო და ფინანსურ სფეროს ეხება, შეუჯამდეთ და ამისგან გარკვეული დასკვნები გამოიტანონ.

* სასიკეთო იქნება ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, რადგან ამ პერიოდში ტრანზიტული ვენერა სწორედ მათ ნატალურ მზეზე „გადაივლის“.

* პოზიტიური იქნება ასევე ცეცხლის და ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის (გარდა სასწორისა).

* შედარებით პასიური იქნება მიწის და წყლის სტიქიის ნიშნებისთვის, თუმცა ამ პერიოდში ყველაზე მეტი ყურადღების გამოჩენა, კირჩხიბის სასწორის და თხის რქის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს მართებთ",- წერს რამაზ გიგაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

* დაბა მესტიაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

* "ჩაბარების შემდეგ კი ისეთი გახარებული ვიყავი, რომ უკანა სავარძელზე პიჯაკი დამრჩა" - გოგა ჩანადირი

* საბერძნეთში მძღოლმა, რომელიც მანქანას მართვის მოწმობის გარეშე მართავდა, ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791288794

მსოფლიო

მარკო რუბიო: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. რუბიოს განცხადებით, ამ ეტაპზე, უკრაინასთან მიმართებით, ყურადღება ძირითადად მიმდ...

მარკო რუბიო

1791287484

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე: კარგად უნდა იცოდნენ, რომ პროპაგანდის, ორგანიზებული საინფორმაციო ზეწოლისა და კოლექტიური „ნაცების“ თავდასხმების დროს მარტო არ დარჩებიან

მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურად რთულ და პასუხისმგებლობით სავსე გარემოში ასრულებენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას - წერს ანალიტი...

ნიკოლოზ მეტრეველი

1791286956

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია კოსის განცხადებაზე: დაველოდებით იმ დროს, როდესაც ევროკავშირში გონიერება გაიღვიძებს და რაციონალური პოლიტიკა გაიმარჯვებს

ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი გამოვლინება საქართველოს მიმართ, - ასე აფასებენ თბილისში მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს წინ ევროკა...

გიორგი გაბუნია

1791286909

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: გააგრძელებენ ყველა იმ ადამიანის ბულინგს, ვინც გაათვითცნობიერა, რომ გზა, რომელიც აარჩევინეს, ქვეყნისთვის საზიანო იყო

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი საზოგადოების უკანონო და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში ჩათრევა იყო. „მათთვის ძალიან მნიშვნე...

ირაკლი ქადაგიშვილ

1791284474

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ფრანგ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, თუმცა ჩვენ მოქალაქეებს ახსენდებათ ის კრიტიკული განცხადებები, რასაც ევროპელი ლიდერები, პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე ძალადობრივ აქციებზე აკეთებდნენ

როდესაც ძალადობრივი აქციები მიმდინარეობს, სახელმწიფოს უწევს კონკრეტული ძალის გამოყენება. სწორედ ამ ძალის გამოყენებას ვხედავთ, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი. დეპუტატმა კომე...

ნინო წილოსანი