"დიასპორის წარმომადგენლებისთვის, პასპორტის საფასური 130 დოლარის ნაცვლად 50 დოლარი გახდა" - იუსტიციის მინისტრის განმარტება პასპორტის ფასის ცვლილებებთან დაკავშირებით
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სახელმწიფო სერვისების მომსახურების გაძვირებაზე ამბობს, რომ “ეს საფასურები ბოლოს დაწესდა 2011 წელს და ბუნებრივია, საჭირო გახდა მათი გადახედვა”.
როგორც მან "იმედის" ეთერში აღნიშნა, იუსტიციის სახლი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, მიღებულ შემოსავლებზეა დამოკიდებული.
“შესაძლოა, ეს არ იყოს სასიამოვნო მოსასმენი, თუმცა, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეს უწყებები მეტწილად დამოკიდებულები არიან მათ მიერ მიღებულ შემოსავლებზე და ამ თანხის დიდი ნაწილი მიემართება ხელფასების გათანაბრებაზე თბილისში მომუშავე და რეგიონებში მომუშავე თანამშრომლებს შორის, ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სრული კეთილგანწყობით ემსახურება ყოველდღიურ რეჟიმში” – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო სერვისების, მათ შორის პასპორტის და ID ბარათის საფასურის გაძვირების პარალელურად, გარკვეული მომსახურებები გაიაფდა დიასპორის წარმომადგენლებისთვის.
"მათთვის პასპორტის საფასური 130 დოლარის ნაცვლად, რომელსაც აქამდე იხდიდნენ და იყვნენ განსხვავებულ მდგომარეობაში, ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, გახდა 50 დოლარი" – აღნიშნა ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, რომ პირველი მაისიდან ბიომეტრიული პასპორტის აღება 100 ლარის ნაცვლად, 150 ლარი ღირს, ხოლო პირადობის ელექტრონული მოწმობის – 30 ლარის ნაცვლად, 60 ლარი.
სხვა სიახლეები:
📍გაერო: ომის დაწყებიდან უკრაინა 5,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა
1791288794
მსოფლიომარკო რუბიო: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. რუბიოს განცხადებით, ამ ეტაპზე, უკრაინასთან მიმართებით, ყურადღება ძირითადად მიმდ...
1791287484
ახალი ამბებინიკოლოზ მეტრეველი სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებზე: კარგად უნდა იცოდნენ, რომ პროპაგანდის, ორგანიზებული საინფორმაციო ზეწოლისა და კოლექტიური „ნაცების“ თავდასხმების დროს მარტო არ დარჩებიან
მინდა სრული სოლიდარობა გამოვუცხადო სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურად რთულ და პასუხისმგებლობით სავსე გარემოში ასრულებენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას - წერს ანალიტი...
1791286956
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია კოსის განცხადებაზე: დაველოდებით იმ დროს, როდესაც ევროკავშირში გონიერება გაიღვიძებს და რაციონალური პოლიტიკა გაიმარჯვებს
ორმაგი სტანდარტი და უსამართლო დამოკიდებულების მორიგი გამოვლინება საქართველოს მიმართ, - ასე აფასებენ თბილისში მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ მოლდოვა შთამბეჭდავი ტემპებით მიიწევს წინ ევროკა...
1791286909
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: გააგრძელებენ ყველა იმ ადამიანის ბულინგს, ვინც გაათვითცნობიერა, რომ გზა, რომელიც აარჩევინეს, ქვეყნისთვის საზიანო იყო
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი საზოგადოების უკანონო და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში ჩათრევა იყო. „მათთვის ძალიან მნიშვნე...
1791284474
საზოგადოებანინო წილოსანი: ფრანგ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, თუმცა ჩვენ მოქალაქეებს ახსენდებათ ის კრიტიკული განცხადებები, რასაც ევროპელი ლიდერები, პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე ძალადობრივ აქციებზე აკეთებდნენ
როდესაც ძალადობრივი აქციები მიმდინარეობს, სახელმწიფოს უწევს კონკრეტული ძალის გამოყენება. სწორედ ამ ძალის გამოყენებას ვხედავთ, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი. დეპუტატმა კომე...





























