"ეს ალინა დიმიტრიუკია, ზაპაროჟიედან 30 წლის... ორ შვილთან ერთად სასტიკ ომს თავი ძლივს დააღწია - სააღდგომო კვრცხებს ხატავს და 2 ლარად ყიდის, რომ აღდგომაზე შვილებს საკვები ჰქონდეთ"
ფეისბუკმომხმარებელი ხატია კაკაჩია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინიდან ლტოლვილ ახალგაზრდა ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
როგორც ირკვევა, უკრაინელი ალინა სააღდგომო კვერცხებს ხატავს და მას სიმბოლურად 2 ლარად ყიდის.
"ეს ალინა დიმიტრიუკია, ზაპაროჟიედან 30 წლის... ორ შვილთან ერთად სასტიკ ომს თავი ძლივს დააღწია, აახლა საქართველოში (ზუგდიდში) იმყოფება და ყველაფრის გარეშე დარჩენილი დედა, ცდილობს ცხოვრება ნულიდან დაიწყოს...
სააღდგომო კვერცხებს ხატავს და სიმბოლურად 2 ლარად ყიდის ამ ულამაზეს ნამუშევრებს, იმიტომ რომ თავის შვილებს ამ აღდგომაზე ჰქონდეთ ელემენტარული საკვები... რომ არაფერი ვთქვათ, ტანსაცმელზე და საჭირო ნივთებზე.
მის ქვეყანაში ახლა ომია, რუსული აგრესია თავის დროზე ჩვენმა ქვეყანამაც გამოცადა და ახლა ყველას გვესმის, რომ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს უნდა დავუდგეთ გვერდით... ალინასთვის კი დახმარება იქნება, ის თუ შევიძენთ მის მიერ მოხატულ ამ ულამაზეს სააღდგომო კვერცხებს.
აღდგომა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია და ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ვზეიმობთ, დაე უკრაინის ფერფლიდან აღდგომა გვეზეიმოს სრულიად ცივილიზებულ და მშვიდობის მოყვარულ სამყაროს.
დახმარების მსურველებს ან კვერცხის შესაძენად მოგვწერეთ პირადში.
#ალინასთვის #უკრაინისთვის #საქართველოსთვის", - წერს ფეისბუკმომხმარებელი.





1786221352
ახალი ამბებიირანის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ასახელებს პირობებს, რომელთაც აშშ-ს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის უყენებენ და აცხადებს, რომ აშშ ქცევას ვიდრე არ გამოასწორებს, სრუტე არ გაიხსნება
ირანის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი მოჰამედ ბაღერ ზოლღადრი ასახელებს პირობებს, რომლებიც აშშ-მა ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის უნდა შეასრულოს. როგორც „სიენენი“ წერს, ვაშინგტონისთვის წაყენებუ...
1786219819
მსოფლიოზელენსკი აცხადებს, რომ პუტინი უკრაინაში ომის გასაგრძელებლად ფარულ, მასშტაბურ მობილიზაციას გეგმავს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ფართომასშტაბიან ფარულ მობილიზაციას გეგმავს. ზელენსკის თქმით, კრემლს ასობით ათასი მობილიზებული ჯარისკაცი არა მხოლოდ...
1786217805
მსოფლიოკანადაში ტყის ხანძრების გამო ათასობით მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო, სამერლენდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
კანადაში ტყის მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან. სტიქიის გამო სამერლენდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამასთან, ხანძრის გავრცელების გამო საჭირო გახდა ათასობით მოქალაქის ევაკუაცია. მედიის ცნობით,...
1786214347
მსოფლიორუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინული დრონებისა და რაკეტა „ფლამინგოს“ მწარმოებელ კომპანიაზე იერიში მიიტანეს
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამეს კიევზე იერიშის დროს, სხვა ობიექტებთან ერთად იერიში მიიტანეს საწარმო „კიევი 111“-ზე, რომელიც აწარმოებს სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკ...
1786211345
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: აგვისტოს ომიდან 18 წლის თავზე, სეპარატისტებიდან ოფიციალურად მხარდაჭერილი ოპოზიცია გვყავს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გიორგი ბარამიძის განცხადების გამო მის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების გამოხმაურებას...




























