"გაუპატიურებაც იყო, დაწვაც და ათასი უბედურება - მაშინ მსოფლიოს ეს თითქოს, არც გაუგია, მაგრამ თქვენ მაინც ხომ იცით, ხომ გსმენიათ, ხომ უნდა გახსოვდეთ საქართველოს მოქალაქეებო?!"
ფეისბუკმომხმარებელი დალი ჯონჯუა სოციალურ ქსელში, საინტერესო პოსტს აქვეყნებს და უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილ სისასტიკეებზე პარალელს აფხაზეთთან ავლებს, რომ ეს ზუსტად იგივე სცენარია...
"არავინ იკადროს და გაიმეოროს რომ ბუჩას კადრები დადგმულია.
ზუსტად ასე გვხოცავდნენ ქართველებს აფხაზეთშიც.
ეს კრემლისა და რუსი სამხედროების ხელწერაა!
დეჟავიუს განცდამ მაიძულა ეს დამეწერა!
პირველი იყო გაგრის ტრაგედია, გახსოვთ ალბათ, გაგრის კადრები;
არქივში მოიძიონ ტელევიზიებმა, არსებობს ეს კადრები და ნახავენ გაგრის ქუჩებში ზუსტად ასე მიმოფენილ ნაწამებ და დახვრეტილ ათეულობით და ასეულობით ქართველს, რომელთაგან თითოეულის ვინაობა იდენტიფიცირებულია.
შემდეგ იგივე განახორციელეს აგრესორებმა სოხუმში, გულრიფშში, გუდაუთში, ტყვარჩელში, ოჩამჩირეში, გალში.
გაუპატიურებაც იყო, დაწვაც და ათასი უბედურება... ზოგიერთები რაღაც სასწაულით გადავურჩით ყველაფერს, მათ შორის რუსეთის თვითმფრინავების დაბომბვებსაც.
მაშინ მსოფლიოს ეს თითქოს, არც გაუგია, მაგრამ თქვენ მაინც ხომ იცით, ხომ გსმენიათ, ხომ უნდა გახსოვდეთ საქართველოს მოქალაქეებო?!
ვილოცოთ ყველამ, რომ უკრაინაში მარცხის შემდეგ მაინც, ყველა ჩადენილი სისასტიკისათვის, რუსეთმა, ბოროტების იმპერიის მესვეურებმა ერთიორად ზღონ და ეს, რაც შეიძლება მალე მოხდეს, რომ შეწყდეს უდანაშაულო ბავშვების, ქალების, ახალგაზრდებისა თუ ხანდაზმულების ხოცვა-ჟლეტა!!!",- წერს ფეისბუკმომხმარებელი.
სხვა სიახლეები:
📍უკრაინიდან ლტოლვილ ოჯახს, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ მარტვილში ცხოვრობს, შვილი შეეძინათ
1791390605
საზოგადოებაპრეზიდენტი: ერეკლე მეფის ცხოვრება გვახსენებს, ქვეყნის სამსახურში ყოფნა გამბედაობასთან ერთად მოითხოვს ქვეყნის გარშემო შექმნილი გეოპოლიტიკური მოცემულობების გააზრებას, ყველაზე რთულ ვითარებაში ეროვნული ინტერესების უზენაესობის დაცვას
მეფე ერეკლე II საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწეა, რომლის სახელიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას, სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვასა და სამშობლოს წინაშე უზენაეს პას...
1791388697
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: არაკეთილმოსურნეები ცდილობენ, გადააფასონ და ეჭვქვეშ დააყენონ ერეკლე მეორის ღვაწლი. ის, რომ საქართველო არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს
ერეკლეს ეპოქა იყო ურთულესი ბრძოლა ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის, მამულის, ენისა და სარწმუნოების შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერ...
1791387329
სპორტიტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. 26 წლის ქართველმა ფინალში მასპინძელი ზელიმ ცკაევი დამატებით დროში დაამარცხა. აღსანი...
1791385727
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაურუს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარკუს სტივენსს შეხვდა. საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ეს ორი...
1791384011
ახალი ამბებირადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
პროკურატურამ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის...

























