ირაკლი კობახიძე - "გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას, დღეს უკან დაიხიეს, როგორც ჩანს, დაენანათ მანდატები"
გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო მუშაობას - ასე იყო სიტყვასიტყვით ნათქვამი. დღეს უკან დაიხიეს, როგორც ჩანს, დაენანათ საპარლამენტო მანდატები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც მან შეაფასა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმზე გადასვლა და საპარლამენტო საქმიანობის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
კობახიძის შეფასებით, ეს არის „არათანმიმდევრულობის შედეგი და შიდა გახლეჩის კიდევ ერთი გამოხატულება“.
„საბოლოო ჯამში, ეს მათი გადასაწყვეტია. მათ არც დარბაზში ყოფნით და არც დარბაზის გარეთ შეუძლიათ რაიმე წვლილის შეტანა ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეებში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის არ აქვს რაიმე არსებითი მნიშვნელობა, „ნაციონალური მოძრაობა“ სად იქნება - პარლამენტს გარეთ, ბოიკოტში თუ პარლამენტში. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და ამ დღის წესრიგით გავაგრძელებთ მოქმედებას. უკან რომ დაიხიეს, ეს მეტყველებს მათ არათანმიმდევრულობაზე, რაც კარგია.
ქვეყანაში არის სიმშვიდე, თუ არ ჩავთვლით ქარიშხალს ჭიქაში, რომლის დატრიალებასაც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ახალი თავმჯდომარით, ბატონი ლევან ხაბეიშვილით. ქვეყანაში არის სიმშვიდე და გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი განვითარება. თუ ვინმეს უნდა ქვეყანაში მშვიდობის დარღვევა, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ და რეალურად მათ ამის რესურსი არ აქვთ. სიმშვიდეს საქართველოში ვერავინ დაარღვევს, ამის იმიტაცია არის მათი საქმე. ოპოზიცია დღეს პარლამენტში ზის, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი თუ არ იქნება პარლამენტში, ამით ჩვენს ქვეყანას არაფერი დააკლდება. მათი თავი არის ლევან ხაბეიშვილი და რისი რესურსი აქვთ მათ, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ.
„ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა რადიკალები თუ არ იქნებიან სხდომათა დარბაზში, ეს მხოლოდ დადებითად აისახება საპარლამენტო სამუშაო პროცესზე. საპარლამენტო სამუშაო გარემო მეტად კონსტრუქციული იქნება. რაც შეეხება მათ შიდა დისკუსიებს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიტყვი - მათ გუშინ თქვეს, რომ წყვეტდნენ საპარლამენტო საქმიანობას, დღეს მოუწიათ უკან დახევა“ - ამბობს კობახიძე.
ასევე საინტერესოა:
🔵 ოზურგეთში, სკოლის შენობიდან 42 წლის კაცი გადმოვარდა და დაიღუპა
1769962100
ახალი ამბებითბილისში 58 წლის კაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვით დაიღუპა
თბილისში 58 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ის ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა. გარდაცვლილი თელავის მცხოვრები იყო, თუმცა თბილისში მუშაობდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ...
1769960446
საზოგადოებაგივი მიქანაძე: უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობის მიერ დამტკიცდა, მიზნად ისახავს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის ამაღლებას
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობის მიერ იქნა დამტკიცებული, მიზნად ისახავს სახელმწიფო...
1769958424
საზოგადოებაგივი მიქანაძე: რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით
რეორგანიზაციის პროცესში ადამიანური რესურსები განაწილდება ისე, რომ არავინ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა და აკადემიურმა პერსონალმა გააგრძელოს საქმიანობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით....
1769956387
საზოგადოება„ქალბატონი ზურაბიშვილის შვილისგან სხვას არ უნდა ველოდოთ, დედის გზას დაადგა“ - ლევან მაჭავარიანი ქეთევან გორჯესტანის განცხადებებზე
სალომე ზურაბიშვილის შვილის განცხადება არც მოულოდნელი და არც გასაკვირი ყოფილა „ქართული ოცნებისთვის“. მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ მათი ოპონენტების მსგავსად, გორჯესტანისთვისაც, მთავარი პრობ...
1769955550
მსოფლიოარქტიკაში რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობა ნატოში შეშფოთებას იწვევს
ნატოში აცხადებენ, რომ რუსეთისა და ჩინეთის თანამშრომლობის გააქტიურება საზღვაო გზების პატრულირების მიმართულებით, ალიანსის შეშფოთებას იწვევს. ჩრდილო-ატლანტიკური გაერთიანების უმაღლესი სარდალი აცხადებს, რო...


























