"მოხუცმა ბებომ, რომელიც აღმაშენებლის კარფურის წინ იდგა, ფული კი არა, ხუთი კვერცხი მთხოვა... ვერ წარმოიდგენთ, როგორ რცხვენოდა" - რას წერს პოეტი კატო ჯავახიშვილი

პოეტი კატო ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"მოხუცმა ბებომ, რომელიც აღმაშენებლის კარფურის წინ იდგა, ფული კი არა, ხუთი კვერცხი მთხოვა.

აქამდე იქ არასდროს მინახავს.

ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ რცხვენოდა, ხელები და ხმა ერთნაირად უკანკალებდა - მოწყალებას კი არა ხუთ კვერცხს ითხოვდა.

დადიოდა უამრავი ტურისტი ირგვლივ, ეკონომიკის აღმასვლას ასე სამაგალითოდ რომ უწყობენ ხელს, კიდევ ადამიანები  - ჩქარი, საქმიანი ნაბიჯებით.

სანოვაგის სწრაფად ყიდვა და სახლში მიტანა, აი, რა იყო მათი მიზანი.

დაღლილი ადამიანების სევდაა ეს, როგორმე შეასწრონ სახლში, როგორც ციხესიმაგრეში ისე შეიბუდონ, რომ არაფერი დაინახონ, არაფერი გაიგონ, ცოტა ხნით არ მოშივდეთ.

ახალგაზრდებიც დადიოდნენ, ამ ქვეყნიდან წასასვლელ გზებსა და შესაძლებლობებს უზიარებდნენ ერთმანეთს.

ფერადები, ჯერ კიდევ ციცინათელები რომ ჰყავთ თვალებში.

ეს ციცინათელები, რომ გადაარჩინონ, უნდა გაიქცნენ.

ჩემოდნის ჩალაგების დროც არ არის, თორემ  ცოტაც და, ნიჰილიზმში ჩაძირულებს, უმომავლო სამშობლო ვალდებულებების მარწუხებში მოიმწყვდევს და მერე ყველაფერი გვიანი იქნება.

მერე მხოლოდ სხვისი სამსახურის სანაცვლოდ აღებული გროშებით ბავშვების გამოკვება იქნება შესაძლებელი.  

უამრავი ადამიანით სავსე ივლისის ქალაქი მკვდარი იყო.

თითქოს თეატრის დეკორაციად ქცეულიყო სხვა დანარჩენი და იდგა მხოლოდ ბებო, ამ აბსურდულ სინამდვილეში, გაწყალებული სიტყვების ქვეყანაში იდგა და ხუთ კვერცხს მთხოვდა",- წერს კატო ჯავახიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქრისტინე თაკალანძის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით - სუსი

📍პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული შეიწყალა - მათ შორის ერთი ქალია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757009633

საზოგადოება

საქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში გიორგი მშვენიერაძე გამოიკითხა

საქალაქო სასამართლოში მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟისა და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედების შესახებ გამოძიების ფარგლებში, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე გამო...

გიორგი მშვენიერაძე

1757008926

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთთან დამარცხდა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ჩაატარა. საქართველოს ნაკრები თურქეთთ...

საქართველოს ეროვნული ნაკრები

1757008896

საზოგადოება

ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა

ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩში სხვაობა შეამცირა, ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში გოლი გაიტანა და ანგარიში 2:3 გახდა.  

ხვიჩა კვარაცხელია

1757007455

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა

საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრებს გოლი გაუტანა, რომლის ავტორიც ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილია. ამჟამად თამაშის ანგარიში 3:1-ია, თურქეთის სასარგებლოდ. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირვ...

საქართველოს ნაკრებ

1757006349

სპორტი

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თურქეთთან მარცხდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით პირველ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ თურქეთის ნაკრებთან ატარებს. პირველი ტაიმის შემდეგ წინ თურ...

საქართველოს ნაკრები