"მორიგი რთული პერიოდის ნარჩენებს ვაგროვებდი ის რომ გამოჩნდა. ვერასდროს ვახერხებ, ცხოვრებას როგორც ამბავს ისე შევხედო" - რას წერს ემიგრანტი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე
"ექსკლუზივ ტვ"-ს გენერალური დირექტორი, ემიგრანტი ჟურნალისტი ხათუნა შარაძე სოციალურ ქსელში წერს:
"მორიგი რთული პერიოდის ნარჩენებს ვაგროვებდი ის რომ გამოჩნდა. ვერასდროს ვახერხებ, ცხოვრებას როგორც ამბავს ისე შევხედო. ყველაფერი ჩემს ირგვლივ არის მოვლენა, რომელიც უნდა მოგიყვეთ!
იტალიის რუკაზე, ქალაქი სადაც ვცხოვრობ ქუსლში უნდა მოძებნოთ. აქ დავბინავდი და ქალაქი შევისწავლე. ადგილებს, როგორც ადამიანებს, გაცნობა სჭირდება.
ემიგრაციაში აღმოვაჩინე, ჩემი ცხოვრების მთავარი კითხვა - რა იყო ჩემი ბედისწერა! ადამიანები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჩემთან მოდიან, როგორც ბიბლიოთეკა, წიგნები, რომლებიც უნდა გადაფურცლო და არასდროს დავუჯერო ყდას. ყდა ადამიანებიც შევარჩიე საკუთარი სურვილითა და მათი შეთავაზებით, პლაგიატი ადამიანებიც აღმოვაჩინე ჩემს ბიბლიოთეკაში, ცრუ წიგნები, წიგნი მოტივატორები, ჩემგან რომ ენერგია და ცოდნა მიჰქონდათ, პატიოსანი ავტორებიც შემხვდა თანაფარდობის წესის დამცველები, ცარიელი წიგნებიც, ჩემი ჩრდილი, რომ ჰყოფნიდან მზის მოსვლამდე. ყველა წიგნიდან მხოლოდ საუკეთესო ავიღე, რადგან ცუდი ჩემი სამყოფიც მომეპოვება.
ძალა მჭირდებოდა, რადგან რაც შეეძლოთ ჩემგან ყველაფერი გაზიდეს, გაზიდეს ენერგია, რომელიც გულის კარნახით არ დამიშურებია, გონების ძალდატანებით კი ყოველთვის ბეწვზე ვეკიდე. ცხოვრების ეს მარათონი, რაღაც აუხსნელი ჩარევის წყალობით არასდროს წყვეტდა იმ სიფრიფანა ძაფს, რომელითაც მუდამ ვრისკავდი.
ჩემი ძველი მეგობრები კარგად მიცნობენ, იციან მოლოდინებიც და რისკებიც, იციან ხარისხიც და ვადაგასულობაც, იციან რამდენჯერ დავიწყე ნულიდან.
ახალი მათემატიკა ემიგრაცია იყო. ხალხი, რომელიც არ მიცნობდა სადაც, როგორც ქართველებს იესოს სამყაროსეული განაწილების დროს, ყველა მიწა გაცემული დამხვდა. ადგილი უნდა მეპოვა ჩემი პატარა გოგონასთვის, ჩემი ოჯახისთვის და სინდისისთვის, რომელიც არავის საკუთრება არ იქნებოდა და გამოვეკერე მიწას და ცას, ადგილს საიდანაც ყველა დამიანახავდა, როგორც არც წარსულისა და მომავალის შიშით დაუძლურებოლს.
ასე ჩამოვხიე ოთხი გრძელი წელიწადი, იტალიური კალანდრიდან. ყოველი მეთხე წელი, რომელსაც ტურბულენტობით ვასრულებ და სხვა ცაზე გადავყავარ.
დამირეკა. სიამოვნებისგან ხელებს იფშვნეტდა. იდეის განხორციელების წარმოდგენაც კი ახალისებდა. ქართველებიო, ქართველი დაღლილი ქალებიო, ჩვენი დედბიო მინდა ერთი დღით გავაბედნიერო და ემიგრაცია დავავიწყოო. ყველა საორგანიზაციო საკითხი გადაწყვეტილი ჰქონდა. ფინალს ეძებდა. მე მომძებნა. მთხოვა ქუსლიდან წამოდი და შუაგულ რომში ჩამოდიო. გენდობიო. ხალხს უყვარხარო. ხალხს უყვარხარო და ადუღდა სისხლი ძარღვებში. ხშირად ჩრდილში ყოფნას ვირჩევ, არასდროს მჯერა საკუთარი თავის, რისიც მჯერა ხალხია, ხალხის სიყვარული საჩუქარია. ჩემი მარიამი გულში ჩაიხუტა. ჩემი შვილის სიყვარული, ჩემი სიყვარულია. ორი ქართველი ვაჟკაცის დედა და რაც მთავრია, გულწრფელია! დავსთანხმდი!
და მე როგორც ბეღურას სინდრომით დაბადებულს, ყოველ ახალ ნამცეცზე ბავშვივით ყიჟინის ატეხვა შემიძლია, მოდით, მიირთვით, ყველას გვეყოფათქო!!! ისევ ბიბლიოთეკას დავუბრუნდები. უწიგნოდაც დავრჩენილვარ, ნამცეცებიც წაურთმევიათ, მაგრამ ამ დალოცვილი დედამიწიდან ყოველთვის ამოსულა ჩემთვის ერთი მარცვალი ბედნიერება, რომელსაც სამყარო მიგზავნის!
წინ იარეთ!!! თუ გულით იღიმით, კარგი ადამიანები ყოველთვის შეგხვდებიან!!!
რაც შეეხება, რომის დიასპორას, ქართველ ემიგრანტ ქალბატონებს, პერსონალური მადლობა თითოეულ თქვენგანს, რადგან ჩემი ემიგრაციის ოთხწლიანი ანგარიშის ჯამში დასმული ტოლობა ნიშნავს, რომ თურმე ტყუილად არ მიცხოვრია არც საქართველოში და არც აქ, ემიგრაციაში. პრინციპებს, რომლითაც ვხლემძღვანელობ ხალხის გულამდე მივყავარ!
მადლობა Tamar Dvali , რომ მენდე! ეს წერილი შენ გეძღვნება! გოგოს, რომელიც ხშირად ტირის",-წერს, ხათუნა შარაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1786135808
საზოგადოება2008 წლის აგვისტოს ომის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
2008 წლის აგვისტოს ომის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქ...
1786135770
საზოგადოებაოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს...
1786135105
საზოგადოებარუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, აფხაზეთის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთისა...
1786134911
საზოგადოება2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამი...
1786134716
საზოგადოება2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ომიდან 18 წლის თავზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ადმინის...


























