მშვიდობით რეზი! შენმა ამ ქვეყნიდან წასვლამ, შენს მასწავლებელს სიკვდილი გაუადვილა - ქობულეთში მოკლულ 20 წლის ბიჭს მასწავლებელი ემშვიდობება
ქეთევან გოგალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„რეზი, ჩვენო ღიმილის ბიჭო, მახსენდება შენი სკოლის პირველი დღე, როგორც კი შემოხვედი საკლასო ოთახში, წამოხვედი და ჩემი შვილის გვერდით დაიკავე ადგილი. იმ დღის მერე მისი მერხის განუყოფელ მეგობრად იქეცი. სულ ეგნატეს გვერდით გხედავდი დასვენებაზე, დერეფანსა და ფოტოსურათებშიც. მადლობა, რომ ჩემს შვილს შენთან ურთიერთობამ ასწავლა თავმდაბლობა, სიკეთე და კაცთმოყვარეობა. მინდოდა ბედნიერი ყოფილიყავი ცხოვრების მანძილზე, ბოლო ზარზეც ხომ ასეთი ლოცვა გაგატანათ თითოეულ თქვენგანს დამრიგებლის გულმა. ვინ იცის,როგორი გეგმები გქონდა, რამდენი განუხორციელებელი ოცნება დაგრჩა, ჩემო 20 წლის უკეთილშობილესო ბიჭო.
მშვიდობით რეზი! შენმა ამ ქვეყნიდან წასვლამ, შენს მასწავლებელს სიკვდილი გაუადვილა. ოდესმე შევხვდებით და მე ისევ გეტყვი მადლობას შენთან გატარებული თითოეული წუთისთვის! უფალო დაუმკვიდრე ცათა სასუფეველი!“, – წერს ქეთევან გოგალაძე.
1777817888
ახალი ამბებიმეუფე შიო: დღესაც არსებობს ჩვენთვის სასწაულთმოქმედი ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც – მკვდრეთით აღდგებიან, ეს არის ჩვენი ეკლესია, ხოლო მისი მაკურნებელი წყალი – ეს არის საღვთო მადლი, რომელიც ეკლესიაში მოქმედებს
„დღესაც არსებობს ჩვენთვის სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც – მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან...
1777814338
მსოფლიოფინეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უცნობმა დრონმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია
უცნობმა დრონმა რუსეთის საზღვართან ახლოს ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. სამინისტროს ცნობით, უცნობი დრონი შენიშნეს ვიროლახტის მუნიციპალიტეტის თავზ...
1777810588
ახალი ამბებითბილისის ოლიმპიურ სასახლეში პროფესიონალური კრივის შოუ გაიმართა
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში პროფესიონალური კრივის შოუ გაიმართა. ღონისძიების მთავარ ბრძოლაში, გივი თოდუამ, ფილიპინელი მეტოქე მეორე რაუნდში ნოკაუტში ჩააგდო. დაუმარცხებელმა ქართველმა მოკრივემ თეონა ფიროს...
1777808044
ახალი ამბებიშსს: ნარკოლოგიური შემოწმებისას რ.შ-ს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა, აღნიშნული თავად აღიარა გამოკითხვისას - იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქე როშვან შახვედროვის ბრალდებებს ეხმაურება, რომელმაც ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პოლიციის თანამშრომლები ზეწოლაში დაადანაშაულა. როგორც უწყებაში აცხადებენ, შსს-ს თან...
1777807915
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ქსელები დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, კერძოდ, პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნაზე, სადაც ექსკლუზიური ფასები იქნება გამოტანილი
ქსელები დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, კერძოდ, პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნაზე, სადაც ექსკლუზიური ფასები იქნება გამოტანილი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდ...































