"ნაცებმა თითქმის, ჩამოშალეს კიდეც დიდი რუსეთი! თითქმის რა... სანახევროდ მაინც ხომ ჩამოშალეს... კი, მართალია, კოდორი და ახალგორი დათმეს"

ქართველი ინჟინერ-მეცნიერი ვახტანგ ტალახაძე სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ფაქტორზე წერს:

"სანქციებს არ შევუერთდეთ? ცა არ დავუკეტოთ? ვაჭრობა არ შევწყვიტოთ? .... აქამდე გვეგონა რომ საქართველოს მთავარი ინტერესი, რუსეთის ჩამოშლა იყო!"

წერენ გულდათუთქული ნაცები და თვალწინ უდგათ ის საგმირო საქმეები, რაც მაშინ აკეთეს, როცა ხელისუფლებაში იყვნენ...

ხუმრობა საქმე არაა – მათ ხომ, თითქმის, ჩამოშალეს კიდეც დიდი რუსეთი!

თითქმის რა... სანახევროდ მაინც ხომ ჩამოშალეს... კი, მართალია, კოდორი და ახალგორი დათმეს, (იქ ვიღაცეებიც დაიხოცნენ), მაგრამ "ვარდი უეკლოდ განა ვის მოუკრეფია" და რაც მთავარია – ხომ ჩამოშალეს და დედა უტირეს?ახლაც რა, განა არ შეუძლია ჩვენს მხდალ ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ ჩამოშალოს?

შეუძლია, როგორ არ შეუძლია, მაგრამ გამბედაობა არ ჰქოფნის და ვაჟკაცობა, ასე უხვად რომ გამოამჟღავნა მათმა ბელადმა გორში...

მერე რა, თუ ამჯერად რუსეთი მთელ სამეგრელოს და ქართლს წაიღებს?

მერე რა, თუ თბილისს დაბომბავს, კასპიის ფლოტილიის ერთი პატარა ხომალდიდან და 100 000 კაცს მოკლავს?

რა, 100 000 კაცი არასდროს შეწირულა ჩვენს წმინდა საქმეს?

სამაგიეროდ, 100 000 უკრაინელი გადარჩება, ვისაც ეს ბომბები უნდა მოხვედროდა!

ჩვენ მოგვხვდეს, არ სჯობია? რამე არის ამაში ცუდი?

და რუსეთი, კიდევ ერთხელ, ჩამოიშალოს?

ეკონომიკური სანქციებიც ახსოვთ ნაცებს, რუსეთს რომ გამოუცხადეს ომის შემდეგ და სულ რომ დააქციეს!

რა, არ შეუძლია ჩვენს ხელისუფლებას, იგივე გააკეთოს და რუსეთს კიდევ მიჰყიდოს ჩვენი სტრატეგიული ობიექტები და საბოლოოდ მოუღოს ბოლო?

შეუძლია, როგორ არ შეუძლია, მაგრამ... რა... სტრატეგიული ობიექტები აღარ დაგვრჩა? ... ააა? ... რაც გვქონდა, სულ თქვენ გაყიდეთო?

ხედავთ, რას ამბობენ?

ერთი სტრატეგიული ობიექტიც კი არ აუშენებიათ, რომ საჭირო მომენტში, რუსეთს მიჰყიდონ და სულ აღგაონ პირისაგან მიწისა და ამათ კიდევ აქვთ რამე, სალაპარაკო?

(მერე რა, თუ ჩვენც არაფერი აგვიშენებია. სამაგიეროდ, კომუნისტების აშენებული ხომ გამოვიყენეთ სარფიანად?)

არ ვარგიან, არა... არაფრის შნო მაგათ არ აქვთ... ისევ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ხელისუფლებაში და გაჩვენებთ, როგორ უნდა რუსეთის ლანძღვა–გინება, ტერიტორიების ჩაბარება, ხალხის დახოცვა, დევნილებად აყრა და ბოლოს – სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა...

მასტერკლასს...

რას წერენ რუსი სამხედრო ექსპერტები:

"რუსეთის მიერ უკრაინაში გეგმაზომიერად მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ–ერთი ძირითადი მიზანია, მშვიდობიანი მოსახლეობის მაქსიმალურად დაცვა და შენარჩუნება, რაც ზოგიერთმა უგნურმა რუსეთის სამხედრო სისუსტედ ჩათვალა.

რუსეთის სამხედრო მანქანას შესაძლებლობა აქვს უკრაინაზე დიდი და ძლიერი ქვეყნები წისქვილივით დაფქვას და გადაამუშაოს, თუ ის იმოქმედებს თანამედროვე ომის წარმოების კანონების შესაბამისად და მის წინაშე არ იდგება მშვიდობიანი მოსახლეობის გადარჩენის ზეამოცანა...

რუსეთის არმიას გაცილებით სწრაფად და ეფექტურად შეუძლია ევროპის ნებისმიერი ქალაქის მიწასთან გასწორება და დაკავება, ვიდრე ზოგიერთს ჰგონია და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, შეუძლია სცადოს!"
. . .
დიახ, ჩვენ გვეპარება ეჭვი და ვცადოთ, რატომაც არა!

ოღონდ, არა საქართველოს ტერიტორიაზე!

სადმე, სტეპებში გამოგვიყონ ადგილი, კაცურად. ჩვენ აქედან გავგზავნით ჩვენს გულანთებულ ნაც–ბატალიონს და შევხედოთ, ერთი, რა ბიჭები არიან, ეგ დერჟიმორდები!

ჩვენი არმიის მარჯვენა ფლანგს უსარდლებს დიდი ხაბაზი! (ვინმე მეპურე კი არ მყავს მხედველობაში – გვარია ასეთი...)

მარცხენა ფლანგს – რისხვა სამუხლეებიანი ბარამიძე!

ხოლო, ლაშქრის გულს – ჩვენი ძირითადი სამხედრო ერთეული – ყუმბართგამძლე დომენიკ პაპაის ვაშლი!

აბა, ერთი მოდით, რამდენი ხართ დარჩენილნი!

აბა, დაგვენახეთ, სადა ხართ შემძვრალნი!

ეგება და ნახევარი რუსეთი კარზე მოგვადგეს, დევნილად!", - წერს ტალახაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 "ბატონო ზელენსკი, თქვენ რუსეთს ეომებით თუ საქართველოს?" - ღია წერილი უკრაინის პრეზიდენტს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791467835

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა...

მარიამ ქვრივიშვილი

1791467679

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტპატიმარი თუ არის ყველა, ვინც საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებზე შტურმს მოახდენს, მაშინ რამდენიმე ათასი პოლიტპატიმარი მიიღო საფრანგეთმა საპროტესტო გამოსვლებისას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით წლების განმავლობაში ცნობილია. ქადაგიშვილის განმ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1791465160

ახალი ამბები

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

„მერამდენე რეზოლუცია უნდა მიიღოს ევროპარლამენტმა თან ბრმად, რომ მიხვდნენ იუკნევიჩიენები, კრამერები და გოშევსკები, ფუჭია მათი გარჯა როგორმე დააზიანონ საქართველო“,- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქს...

 ნინო ფოჩხუა

1791464790

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6021 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ფული ლარი

1791463542

ახალი ამბები

ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპ...

ევროპასთან ინტეგრაცია