"ბატონო ზელენსკი, თქვენ რუსეთს ეომებით თუ საქართველოს?" - ღია წერილი უკრაინის პრეზიდენტს
ადვოკატი მაიკო ელოშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ღია წერილით მიმართავს:
"ბატონო ზელენსკი, თქვენ რუსეთს ეომებით თუ საქართველოს?..
ელჩი ჩვენგან გაიწვიეთ;
ჩვენს ხელისუფლებას ყოველდღიურ რეჟიმში ლანძღავთ;
კრიმინალი ნაცები კიდევ უფრო ჩაიხუტეთ და უკრაინა მათი კეთილდღეობის პოლიგონად აქციეთ;
საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობთ;
თქვენი განცხადებებით ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას ხელყოფთ და საკუთარი მოსახლეობის წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული ბანდის პოლიტიკურ რეანიმირებას ცდილობთ;
რუსეთმა ქართულ პროდუქტზე ემბარგო მოხსნა და წინასწარ გვემუქრებით, რომ ქართული პროდუქტი რუსეთში არ გავიდეს...
გასაგებია, რომ საქართველოს ომში ჩართვა და ხელისუფლების შეცვლა გსურთ;
გასაგებია, რომ ამაში დიდ გასამრჯელოს იღებთ და ირგებთ;
გასაგებია, რომ ქართველი ხალხი არ გიყვართ (ჩემი აზრით, არც უკრაინელი);
გასაგებია, რომ როგორც ნიჭიერი მსახიობი, მოცემულ როლს კარგად ასრულებთ;
გასაგებია, რომ ტრაგიკული შედეგის გამო, ბოლომდე გმირის თამაში გაგიჭირდებათ;
გასაგებია, რომ არც თქვენ დაასრულებთ პოლიტიკურ კარიერას პუტინზე უკეთესად;
ახლა, მორიდებით შეგეკითხებით.
როგორც ვხედავ, დრო ბევრი გაქვთ და იქნებ, გვიპასუხოთ:
2008 წელს, როცა რუსი ოკუპანტი ქართულ მიწებს იტაცებდა და მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავდა, უკრაინამ თუ შეწყვიტა რუსული პროდუქციის იმპორტი და რუსეთში უკრაინული პროდუქციის ექსპორტი?
სწორი პასუხი: არა.
იქნებ, ჩვენდამი სოლიდარობის ნიშნად, დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეთ რუსეთთან?
სწორი პასუხი: არა.
რაიმე ქმედითი დახმარება თუ აღმოგვიჩინეთ სახელმწიფო დონეზე? იქნებ ჯარი, ან იარაღი გამოგვიგზავნეთ ან უკრაინელი მოხალისეებით გაძეძგილი თვითმფრინავები?
სწორი პასუხი: არა.
იქნებ, რუსეთში თქვენი ბიზნესი შეაჩერეთ ჩვენდამი სოლიდარობის ნიშნად ან იქ აღარ ჩადიოდით?
სწორი პასუხი: არა.
იქნებ, პუტინის და საქართველოს ოკუპაციის მომხრე რუსებს არ უშვებდით უკრაინაში?
სწორი პასუხი: არა.
ახლა, ომის დროს, იღებს თუ არა უკრაინა რუსეთიდან გაზს და იხდის თუ არა მის საფასურს?
სწორი პასუხი: დიახ.
მოუთმენლად ველით თქვენგან სწორი პასუხების დადასტურებას.
პატივისცემით,
რუსულ ოკუპაციასთან და კრიმინალ სააკაშვილის ხელისუფლებასთან მებრძოლი ქართველი ხალხი.
სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!",- აღნიშნულია ელოშვილის ღია წერილში.
სხვა სიახლეები:
1791461228
საზოგადოებასამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ინტერპოლის წი...
1791460357
საზოგადოებაქადაგიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: მიზანია ერთადერთი რამ, „ნაცმოძრაობის“ კლასტერის ნებისმიერი ხერხით ხელისუფლებაში მოყვანა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა. ქადაგიშვილის თქმით, აღნიშნული რეზოლუციების მიღების მიზან...
1791459717
ახალი ამბებიმეგი გოცირიძე „ნაცმოძრაობის“ მიერ ნაწამებ სულხან მოლაშვილზე: ციხიდან გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ მოკვდა ნარკოტიკებისაგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მეგი გოცირიძე წინა ხელისუფლების მიერ ციხეში ნაწამები სულხან მოლაშვილის შესახებ წერს, რომ „ნარკოტიკებისგან ჩამპალი ღვიძლის დაშლით“ გარდაიცვალა. გოცირიძე ეხმიანება ოპოზიციო...
1791459560
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი პაატა ბურჭულაძეზე: ხედავს თავის უპერსპექტივობას და გამოსვლა უნდა, მაგრამ შვილი აბულინგებს, ამიტომ, შვილთან თავის გამართლებისთვის აკეთებს ასეთ განცხადებებს
„ხედავს თავის უპერსპექტივობას და გამომდინარე აქედან, გამოსვლა უნდა, მაგრამ შვილი აბულინგებს და ამიტომ, შვილთან თავის გამართლებისთვის აკეთებს ასეთ განცხადებებს“, - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტ...
1791458082
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის, ერის უფლებაა, საქართველომ სასამართლო წესით განსაზღვროს პარტიათა ის ჩამონათვალი, რომელიც თავის საქმიანობით ანტიკონსტიტუციურ შინაარსს ატარებს
„ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის, ერის უფლებაა, საქართველომ სასამართლო წესით განსაზღვროს პარტიათა ის ჩამონათვალი, რომელიც თავის საქმიანობით ანტიკონსტიტუციურ შინაარსს ატარებს“, - განაცხადა საპროცედურო...


























