რამდენი განათლებული ადამიანია, რომელსაც დღემდე სჯერა, რომ ვაქცინა ვნებს, წმინდა ცეცხლი თავისით ინთება ან 5 G ინტერნეტი კორონას აჩენს? - რომან გოცირიძე

 მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ნაცმოძრაობის წევრი რომან გოცირიძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:

"პუტინი მძიმედ არის ავად და დღეს თუ ხვალ მოკვდება, პუტინი გაგიჟდა, პუტინს საკუთარი გენერლები მოკლავენ, პუტინი მოსკოვში არ არის, ვისაც კრემლის კაბინეტში ვხედავთ, მისი ორეულია, პარადზეც ორეული იდგა, პუტინი სვერდლოვსკის ოლქშია ღრმა მიწისქვეშა ბუნკერში, რომელსაც ატომური ბომბიც კი ვერ ანგრევს, პუტინი 9 მაისის აღლუმზე იმ თვითმფრინავს გადააფრენს წითელ მოედანზე, რომელიც ატომური ომის დროს მას ცაში დიდ, მიუწვდომელ სიმაღლეზე აიყვანს და იქიდან მართავს პროცესებს(ასეთი მართლა აქვს, გადაფრენის ალბათობის არარეალუსტურობას ვგულისხმობ), პუტინი “ლუჟნიკის” სტადიონზე ჩვენს თიკუნა კანდელაკთან და სხვა ალქაჯებთან ერთად სცენაზე არ იდგა და იქ საერთოდაც არ ყოფილა, ეს ვიდეომონტაჟი იყო, ისევე როგორც ვიდეომონტაჟია სტიუარდესებთან მისი შეხვედრა. ბევრი მსგავსი რაღაცები გსმენიათ ხომ საკმაოდ სერიოზული და არასერიოზული შინაური თუ “გარეული” ადამიანებისაგან? ჰო და ეს ყველაფერი სისულელეა, კონსპირაციული თეორიების ახალი ვერსიებია.

შეთქმულების თეორიებში ჩაყოლა იმდენად ღრმა და გამოუცნობი ფსიქოლოგიური მოვლენაა, რომ ამის ახანას აქ არ შევუდგები და ვერც გამომივა ალბათ. კი, განათლება და მეცნიერული აზროვნებაა მსგავსი მოვლენის საწინააღმდეგო წამალი, მაგრამ რამდენი განათლებული ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც დღემდე სჯერა, რომ ადამიანი მთვარეზე არ გაფრენილა და რაც ვნახეთ, დადგმული სცენაა, რამდენს სჯერა რომ ვაქცინა ვნებს( ოჰ, ეს ანტივაქსერები, არ გამახსენოთ😀😡), რამდენს მართლა სჯერა, რომ წმინდა ცეცხლი თავისით ინთება ან 5 ჯი ინტერნეტი კორონას აჩენს? მასონებზე და ფარულ მსოფლიო მთავრობაზე მითები კიდევ სხვა ისტორიაა.

რაც შეეხება პუტინს, ის თავისით არ მოკვდება და არც მოკლავენ, მას უკრაინა და მისი მხარდამჭერი მსოფლიო “მოკლავს”.” – წერს როან გოცირიძე ფეისბუკში.

ასევე წაიკითხე:

🔵სააკაშვილს მისჯილი აქვს სასჯელი, რომელიც უნდა მოიხადოს, ბავშვობანას ხომ არ ვთამაშობთ, ჩვენ ვართ სახელმწიფოში - თეა წულუკიანი

🔵მიშას მითითებით, მოღალატეების კივილი დაგვიწყო ჯოგმა - თამარ ჩერგოლეიშვილი

🔵ირაკლი ღარიბაშვილი: 6 წელი გავიდა საოკუპაციო ხაზთან ქართველი პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან - დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793967219

საზოგადოება

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ნათლად ასახავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მზადყოფნას თანამშრომლობის გასაღრმავებლად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს პავილიონები დაათვალიერა და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა...

ირაკლი ნადარეიშვილი

1793966197

საზოგადოება

ნინო წილოსანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში

არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, - განაცხადა საქართველოს პარლამე...

ნინო წილოსანი

1793964326

საქართველო

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩინეთის სახალხო რეს...

 ხან ჭენგი

1793963577

საზოგადოება

გიორგი გაბუნია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე: შემოსულია პაკეტი, რომელიც უკეთესად მოაწესრიგებს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ მთელ რიგ ტექნიკურ საკითხებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს აფასებს. მისი განმარტებით, ცვლილებების პაკეტი საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკ...

გიორგი გაბუნია

1793962301

ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის...

გაათავისუფლა