რატომ ბოლდება მოსახლეობა და რატომ ურჩევნიათ "ტკბილი ტყუილი", რატომ თვლიან, რომ მწარე სიმართლე "ნეგატივია" და "იმუნიტეტი" უზიანდებათ - გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და წერს:

"როცა ვსაუბრობთ, თუ რატომ ბოლდება მოსახლეობა და რატომ ურჩევნიათ “ტკბილი ტყუილი”, რატომ თვლიან, რომ მწარე სიმართლე “ნეგატივია“და “იმუნიტეტი” უზიანდებათ მაშინ, როცა სიმართლე ესმით?! როცა ასტროლოგია, მაგია და შეთქმულების თეორიები განიხილება, როგორც ფაქტი და მეცნიერება განიხილება, როგორც ეშმაკისეული, სატანისტური, მასონური და ასე შემდეგ?! პასუხი მარტივია - მიზეზი გაუნათლებლობაა;

ასეთი გაუნათლებლობა საიდან მოდის? საიდან და ბაღიდან, სკოლიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან;
დავიწყოთ უმაღლესი სასწავლებლებით. ქვეყანაში 55 სასწავლებელი არის უმაღლესი სასწავლებლის სტატუსით. მათგან გლობალური რეტინგების სიაში რამდენია და რომელ საფეხურზე არიან, ეს კიდევ სხვა თემაა…
ამ სტატისტიკით გამოდის, რომ საქართველოში მეცნიერული ცხოვრება უნდა დუღდეს და ყოველკვირა რამე მეცნიერული კონფერენცია, სემინარი, გამოფენა ან ვორკშოპი უნდა ტარდებოდეს, როგორც მინიმუმ, 55 მეცნიერული სტატია მაინც უნდა იბეჭდებოდეს კვირაში მხოლოდ ქართულ ჟურნალებში…. რეალურად კი სულ სხვა სიტუაციაა. ქვეყანა გადაიქცა ფასადურ “პოტიომკინის სოფლად” (დარწმუნებული ვარ, პოტიომკინი ვინ იყო, ბევრმა ისიც არ იცის, სამაგიეროდ, ანტივაქსერების სახელი და გვარები ზეპირად იციან).
განათლების სისტემა (ზოგადად) ღრმა კრიზისშია. არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსები იხარჯება ზუსტად პოტიომკინის სიფლების შესაქმნელად. რა არის ქვეყნის სტრატეგიული ხედვა, საით მივდივართ? რა გვინდა?
სკოლის მასწავლებლების >70% ვერ აბარებს იმ საგნების გამოცდებს, რომელსაც ასწავლიან. PISA-ს შეფასებით, სკოლის მოსწავლეები ჩამორჩებიან მათემატიკის ცოდნაში, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში. სამწუხაროდ, არავინ ფიქრობს ამ პრობლემებზე.
და ვინმე ამ ქვეყანაში კიდევ ითხოვს ხარისხიან ჯანდაცვას?!
ამ ქვეყანას სჭირდება რადიკალური რეფორმები განათლებაში და ჯანდაცვაში

 P.S. უჩემოდ არ გამოგივათ",-წერს, გიორგი ფხაკაძე.

ასევე წაიკითხეთ:

🔵13 - 19 ივნისის პერიოდში მცენარეული ალერგენების გავრცელების პროგნოზი

🔵ა, კიდო! დამწკრივდა მთელი ოცნება და პირველ პირში ლაპარაკობენ ივანიშვილის ქონებაზე და პრობლემებზე - ნინო ჯანგირაშვილი

🔵20 ივნისის აქციაზე, ყველა უნდა მივიდეთ ჩვენ-ჩვენი სათქმელით და აღარც უნდა დავიშალოთ - ირინა სარიშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790590903

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალი, კასრების თემა, ბიზნესის რეკეტი - მეგის ქარდავა იყო ის ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი სიამოვნებით ასრულებდა აი ამ დავალებებს

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დატოვა. ქარდავას, ე.წ. კასრების საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების...

ლევან მაჭავარიანი

1790590501

საზოგადოება

გაგრაში დააკავეს აფხაზი, რომელმაც რუსი ტურისტი მოკლა

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გაგრაში გუდაუთის 25 წლის მკვიდრი დააკავეს, რომელსაც რუსი ტურისტის მკვლელობა ედება ბრალად. ინფორმაციას AMRA-life ავრცელებს. გამოძიების ინფორმაციით, გუდაუთის მკვიდრი ედუარდ ა...

გაგრაში აფხაზეთის მკვიდრი დააკავეს

1790589492

მსოფლიო

მედია: შვედეთის პარლამენტში სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს - სტოკჰოლმის პოლიციამ არჩევნების შესაძლო გაყალბების გამო გამოძიება დაიწყო

შვედეთის პარლამენტში, 13 სექტემბრის არჩევნების შედეგად, სომალური წარმოშობის ხუთი დეპუტატი აირჩიეს, რაც მნიშვნელოვანი და ისტორიული ეტაპია სკანდინავიურ ქვეყანაში სამოქალაქო ჩართულობისა და მულტიკულტურული...

შვედეთის პარლამენტშ

1790587943

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2026 წლის IBSA-ს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, რომლის ფ...

პრემიერ-მინისტრი

1790586401

საზოგადოება

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საჰიბა გაფაროვა...

 პარლამენტის დელეგაცია