"რატომ უნდა დავეხმაროთ უკრაინას?! - ამ სტატუსს ყოველდღე გავაზიარებ, სანამ ყველა უმადური ქართველი, მშიშარა და უნამუსო ვირთხა არ წაიკითხავს" - სოციალური მედია

სოციალურ ქსელ ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში, ფეისბუკმომხმარებელი წერს:

"ეს პოსტი განკუთვნილია უმადური,  მშიშარა, გულმავიწყი, გაუნათლებელი  და  უნამუსო ქართველებისთვის!

რატომ უნდა დავეხმაროთ უკრაინას?!

1) აფხაზეთის ომში, 300-მდე უკრაინელი ჯარისკაცი მონაწილეობდა. ისინი აფხაზეთის ყველაზე ცხელ წერტილებში იბრძოდნენ.  

2) აფხაზეთის ომის დროს პირველი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინამ გამოაგზავნა და პირველი მოხალისეები უკრაინიდან ჩამოვიდნენ.  

3) უკრაინული რაზმი იცავდა სოხუმს ბოლო წუთამდე, შემდეგ ალმოდებული  ქალაქიდან უამრავი ადამიანი გამოიყვანეს.  

4) აფხაზეთის ომში უკრაინამ დიდი რაოდენობით იარაღი გადასცა საქართველოს.  

5) 1993 წელს უკრაინის გემები მოადგა  სოხუმის პორტს. სწორედ ამ გემებმა გადმოიყვანეს დაჭრილები, ქალები, ბავშვები და  მოხუცები. 

6) 1993 წლის შემოდგომაზე უკრაინელმა პილოტებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად 300-მდე რეისი შეასრულეს. მათ სამშვიდობოს გაიყვანეს 8 ათასამდე ადამიანი. 

7) სვანეთის უღელტეხილზე უკრაინელთა გმირობა ლეგენდად დადიოდა.  მათ უამრავი ადამიანი იხსნეს გაყინვისგან და შიმშილისგან.  

8) აფხაზეთის ომის დროს და შემდეგ საქართველოს პურს უკრაინა აძლევდა.  (ამიტომ გადარჩით ზოგიერთი უმადური, რომელიც დღეს უკრაინას აგინებთ ბაყაყი რამიშვილის თამადობით ) 

9) ომის შემდეგ უამრავი  ლტოლვილი უკრაინაში წავიდა ემიგრაციაში და იქიდან არჩენდა ოჯახს.  
ყველაზე დიდი ემიგრაციული  გასვლა,  სწორედ უკრაინაში იყო 90 -იან წლებში.  

10) 2008 წელს  პირველი ვინც თბილისში ჩამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი იყო.  მაშინ როცა გორს  ბომბავდნენ, ის თბილისის აეროპორტში  ჩამოფრინდა.  

11) სამაგალითო მხარდაჭერა ჰქონდა უკრაინის მხრიდან  საქართველოს  2008 წლის ომის შემდეგ.  

12) და ბოლოს... 2017 წელს თბილისში პოროშენკო ჩამოვიდა.

მარგველაშვილმა და პოროშენკომ ხელი მოაწერეს დეკლარაციას უკრაინასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.

დეკლარაციაში წერია, რომ პრიორიტეტული საკითხია საქართველოსა და უკრაინის დე-ოკუპაციის მიმართულებით მუშაობა.  

დეკლარაციაში ასევე საუბარია იმაზე, რომ რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდეს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. 

პოროშენკომ და მარგველაშვილმა ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადეს: 

"ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები გავხდით. ეს ქვეყნების ხალხებისა და მათი ხელმძღვანელების ურთიერთნდობის უმაღლესი ფორმაა.

სტრატეგიული პარტნიორობა საერთო გამოწვევებსა და საფრთხეებს ეფუძნება. მე უზომოდ მადლიერი ვარ ამ პარტნიორობისთვის.

ეს ჩვენი ქმედებების მუდმივი კოორდინაციაა, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში“ - (რომელ შეთანხმებასაც საქართველოს მთავრობა უკრაინისთვის ასეთ მძიმე სიტუაციაში არ ასრულებს.) 

ამ სტატუსს ყოველდღე გავაზიარებ, სანამ ყველა უმადური ვირთხა არ წაიკითხავს.  

გთხოვთ გააზიარეთ!

უკრაინა საქართველოს მეგობარია!

უკრაინა აუცილებლად მოიგებს ომს!

გაუმარჯოს  საქართველოს და უკრაინის  თავისუფლებას!", - წერს ფეისბუკმომხმარებელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 ზელენსკი: რუსული ჯარები უკრაინის წინააღმდეგ ახალი, ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან

🔲 "ამბობენ, დაწვესო, მე გულით არ მინდა ამის დაჯერება. ომი დამთავრდეს, მაინც აღვადგენ" - გუკა რჩეულიშვილის რაჭაში მდებარე სანატორიუმი დაიწვა

🔲 "ვიღაც მწერდა, ბუჩაში ქართული რესტორანია და თუ აქეთ მოხვდით შემოიარეთო... ამ დილით ისეთი ბახუსი აქვს ყველას, რომ ორი საათია შემჭამეს - ბუჩას შევუტიოთო" - ირაკლი ოქრუაშვილი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791436898

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: რა არ გამოგვატარეს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არ გავტყდით - ერი, ბერი გავერთიანდით, რომ ეროვნული ინტერესები დაგვეცვა და გავიმარჯვეთ

„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ზუსტად იცის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, ქართულ ხელისუფლებას ეროვნული ინტერესებისთვის არასდროს გადაგვიხვევია. ამის გამო, ჯვარს გვაცვეს“, - ამის შესახებ პარლა...

ირაკლი ზარქუა

1791435510

ახალი ამბები

პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება

პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დღეს ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების...

პარლამენტი

1791406469

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადზე: დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას

სლოვაკეთს ხმამაღლა აქვს გაცხადებული, რომ ის მხარს დაუჭერს საქართველოს კანდიდატურას 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის...

მაკა ბოჭორიშვილი

1791405679

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის არაერთი უსაფუძვლო რეზოლუცია ვიხილეთ, რომელშიც რეალობას აცდენილი დებულებებია ჩადებული, ასეთი მცდელობები ისევ არის

ევროპარლამენტში იწყებოდა ხოლმე ხმაური საქართველოსთან დაკავშირებით - არაერთი უსაფუძვლო რეზოლუცია ვიხილეთ, რომელშიც რეალობას აცდენილი დებულებებია ჩადებული. ასეთი მცდელობები ისევ არის, რომ ევროპარლამენტი...

მაკა ბოჭორიშვილი

1791403905

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: ნაურუს ხელისუფლებას მადლობა გადავუხადეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისთვის, იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში სხვა ქვეყნებიც მიჰბაძავენ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნაურუსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ საპარლამენტო დონეზე პირველი შეხვედრა შ...

ნიკოლოზ სამხარაძე