ზელენსკი: რუსული ჯარები უკრაინის წინააღმდეგ ახალი, ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარები უკრაინის წინააღმდეგ ახალი, ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უნიანი" ავრცელებს.

„ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

რუსი სამხედროები გადაჰყავთ დონბასში, ხარკოვის მიმართულებით.

ისინი ახალი, ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან.

ვემზადებით კიდევ უფრო აქტიური თავდაცვისთვის.

ჩვენ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, როგორც შიდას, ასევე გარეს.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – წინ რთული ბრძოლები გველოდება.

ჯერ კიდევ შეუძლებელია იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ ყველა ტესტი ჩავაბარეთ.

ყველას გვსურს გამარჯვება, მაგრამ როდესაც ეს იქნება, ამას ყველა დაინახავს.

ყველა იგრძნობს, რომ მშვიდობა დგება.

ოკუპანტებთან თანამშრომლობის გამო პასუხისმგებლობა გარდაუვალია, ხოლო როდის მოხდება ეს, მეორეხარისხოვანი კითხვაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინაში რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა და გაანადგურა არაერთი ქალაქი, დაიღუპა ასობით მშვიდობიანი  მოქალაქე და ბავშვი. 4 მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილი გახდა და მოუწია ქვეყნის დატოვება. უკრაინის ტერიტორიაზე ბრძოლები ამ დრომდე კვლავ გრძელდება.

სხვა სიახლეები:

🔵 "სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა, ღმერთო მიცოცხლე და არაფერს აღარ გთხოვ" - თბილისში, მანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული ბავშვის დედის ემოციურ პოსტი (ვიდეო)

🔵 "ჩერნობილის წითელ ტყეში ასობით რუსმა ჯარისკაცმა მწვავე სხივური დასხივება მიიღო" - უკრაინის მხარე ოკუპანტების რადიაციულ დასხივებას ადასტურებს

🔵 "ამბობენ, დაწვესო, მე გულით არ მინდა ამის დაჯერება. ომი დამთავრდეს, მაინც აღვადგენ" - გუკა რჩეულიშვილის რაჭაში მდებარე სანატორიუმი დაიწვა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791441362

ახალი ამბები

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

დღეს, 8 ოქტომბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ორი წარმომადგ...

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

1791440056

ახალი ამბები

თორნიკე ფაღავა: უკრაინის გზა ფინეთის პრეზიდენტმა შეაფასა როგორც ევროპის ბუფერული ზონის გზა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ ან ბუფერული ზონა, ან ესკალაციის ადგილი

თბილისში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას კიდევ ერთხელ პასუხობენ, სადაც ის აღნიშნავს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მო...

თორნიკე ფაღავა

1791438637

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეტევა, ეს არის ფსიქოლოგიური შეტევა საქართველოზე

„პოლიტიკურთან ერთად ფსიქოლოგიური შეტევა“, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებულ მორიგ რეზოლუციის პროექტს. მისივე თქმით,...

გიორგი ვოლსკი

1791436898

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: რა არ გამოგვატარეს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არ გავტყდით - ერი, ბერი გავერთიანდით, რომ ეროვნული ინტერესები დაგვეცვა და გავიმარჯვეთ

„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ზუსტად იცის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, ქართულ ხელისუფლებას ეროვნული ინტერესებისთვის არასდროს გადაგვიხვევია. ამის გამო, ჯვარს გვაცვეს“, - ამის შესახებ პარლა...

ირაკლი ზარქუა

1791435510

ახალი ამბები

პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება

პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დღეს ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების...

პარლამენტი