„საქართველოში არის, სავარაუდოდ, ჰონგ-კონგში გავრცელებული ომიკრონის ვარიანტების აფეთქება“ - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო ინფორმაციას აქვეყნებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მორიგ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც საქართველოში არსებულ კოვიდვითარებას ეხება:

„საქართველოში არის კოვიდ აფეთქება და ეს ყველამ ვიცით. 

ბატონმა ივანე ჩხაიძემ ბრძანა - “ახლა ცირკულირებს ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსი H3-N2” და მთელი სააგენტოები ბრმად აჰყვნენ ამ ამბავს. გადაამოწმეთ ხოლმე, რას წერთ. 

ჰონგ-კონგში კი დღეს ომიკრონის BA. 4 და BA. 5 აფეთქებაა, რეანიმაციებში ადგილები აღარ არის და ლოკდაუნზეა საუბარი.

ამ საკითხზე უნდა საუბრობდეს ქვეყანაში კომპეტენტური ორგანო/პირი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი სად არის ცენტრის დირექტორი? ამდენ ხანს რატომ არ დაინიშნა კომპეტენტური ადამიანი?!

ვინაიდან ქვეყანაში კომპეტენტური ადამიანი ვერ მოიძებნა, მე მიწევს განმარტების გაკეთება.

საქართველოში არის, სავარაუდოდ, ჰონგ-კონგში გავრცელებული ომიკრონის ვარიანტების BA. 4 და BA. 5 აფეთქება.

რა არის გასაკეთებელი?! ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ საქართველოში ამის გამკეთებელი არავინ არ არის 

ისე, ებოლას აფეთქებაც არის უგანდაში ახლა და, სავარაუდოდ, ბრიტანეთშიც შეიპარა (დღეს განგაში ატყდა, სავარაუდოდ საქმე ჩუტყვავილასთან გვაქვს). საქართველოში კოვიდმა რა გვიქნა, აგერ ვხედავთ და ებოლა რას გვიზამს საერთოდ…

სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენტური დირექტორი“, -წერს გიორგი ფხაკაძე.

ასევე საინტერესოა:

🔵  ანტიბიოტიკიც დაუნიშნა და კბილებზე რენტგენის გადაღება მოსთხოვა - რას ჰყვებიან 9 წლის გოგონაზე, რომლის გარდაცვალებასაც კბილის ამოღების შემდგომ გართულებას უკავშირებენ

🔵 „ახლახან ქუთაისში თეთრი ხიდიდან ახალგაზრდა ბიჭი გადახტა, დაიძახა "ამ პრედუზო მედუზო" - რას წერს დათო ლიკლიკაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793126317

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს პარტიის ქონების ჩამორთმევის კანონი 2024 წელს, სარჩელის შეტანამდე მიიღეს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ლევან ბეჟაშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს აკრძალული პარტიისთვის ქონების ჩამორთმევის კანონ...

არჩილ გორდულაძე

1793125255

საზოგადოება

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. საზოგადოებისა და განათლების სისტ...

მასწავლებლის ეროვნული პრემი

1793123844

საზოგადოება

გივი მიქანაძე: მივმართავ პედაგოგებს, ჩვენ გვესმის თქვენი შრომის ფასი, ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგახართ და გვჯერა, რომ განათლების სისტემის განვითარება მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია

„მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელსაც ყოველწლიურად იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეზე აღვნიშნავთ, გვახსენებს, რომ მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის მისია, უდიდესი პასუხისმგებლობა და ეროვნ...

გივი მიქანაძე

1793123566

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სასამართლოში გაჟღერებული თითოეული განცხადება ტყუილი და მანიპულაცია იყო

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ სასამართლო პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან მრავალი ტყ...

არჩილ გორდულაძე

1793121650

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ პროგრამები, გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, მაგრამ განათლების ხარისხს განსაზღვრავს ადამიანი - ამ თვალსაზრისით მასწავლებლის პროფესია სახელმწიფოს მშენებლობის ერთ-ერთი ყველაზე უშუალო ფორმაა

„მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს“, - გ...

შალვა პაპუაშვილ