"საქართველოში, ბოლო 30 წელია აქტიურ და ნაყოფიერ სამისიონერო საქმიანობას ეწევიან იეჰოვას მოწმეები, ბაპტისტები და პროტესტანტები - მოდით ვნახოთ, როგორ მისიონერობს დღეს წმ. ნინოს მიერ დიდი წვალებით და შრომით დაარსებული ქართული ეკლესია"
დეკანოზი ილია ჭიღლაძე, რომელსაც საპატრიარქომ მღვდელმოქმედება აუკრძალა, სოციალურ ქსელში წერს:
"დღეს ნინოობაა, ქართველთა განმანათლებლის საქართველოში, ანუ მაშინდელი ქართლის (ბერძნულ-რომაულად იბერიის) სამეფოს ტერიტორიაზე, ჯავახეთში შემოსვლის დღე.
და მოდით ვნახოთ, როგორ მისიონერობს დღეს წმ. ნინოს მიერ დიდი წვალებით და შრომით დაარსებული ქართული ეკლესია და მისი ადმინისტრაციულ-იურიდიული მმართველი ორგანო საპატრიარქო:
მოგეხსენებათ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მხოლოდ ქართველი მრევლის ეკლესია არაა, ის ყველა მართლმადიდებელი ეთნოსის ადამიანის ეკლესიაა, ვინც საქართველოში ცხოვრობს.
ამიტომ ქართული ეკლესიების გარდა, საპატრიარქოს რუსული/სლავური ეკლესიებიც აქვს, სადაც რუსები, უკრაინელები და საქართველოს სხვა რუსულენოვანი მოსახლეობა დადის - თბილისში, ბათუმში, დედოფლისწყაროში.
ადრე ასევე იყო ფოთში, ლაგოდეხში, აფხაზეთში (სადაც დღესაცაა, მაგრამ მოსკ. საპის უკანონო იურისდიქციის ქვეშ) და ბევრგან სხვაგან, განსაკუთრებით მე-19 ს-ში და მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედში, სადაც რუსულენოვანი დიასპორები სახლობდნენ.
ბერძნების მიგრაციამდე იყო ბერძნული მოქმედი ეკლესიები წალკის რაიონში, აფხაზეთში, ბათუმში, აჭარის ბერძნულ სოფლებში, თბილისში (ორთაჭალის წმ. ნიკოლოზი, მეიდნის წმ. ეკატერინე, ჯვარის მამა - საბჭოთა პერიოდამდე), სადაც ბერძნულ ენაზე აღევლინებოდა წირვა-ლოცვა.
დღეს როგორც ვიცი, ბერძნულენოვანი მოქმედი ეკლესია აღარ აქვს საქართველოს საპატრიარქოს, მიზეზი მეოცე საუკუნის ბოლოს ბერძენთა დიდი მიგრაციაა.
სამაგიეროდ საქართველოში დღესაც არიან მართლმადიდებელი სომხები (ძირითადად თბილისში), ასურელები, უდიები.
წინა წლებში დიდი სურვილი ჰქონდათ თბილისის მართლმადიდებელ სომხებს და ასურელებს, რომ თბილისში რომელიმე ეკლესიის სივრცეში, მაგალითად სამების ლავრის კომპლექსში, სადაც ბევრი მცირე ეკლესიაა, მათ გამოყოფოდათ ადგილი, სადაც თავის მშობლიურ ენებზე მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა აღევლინებოდა.
ილია მეორე დაჰპირდა და არაფერი შესრულდა, ხალხი მოტყუებული დარჩა.
არადა, რა კარგი იქნებოდა და მსოფლიოს ყველა ნორმალური ეკლესია ცდილობს მისიონერიზაციას და მშობლიურ ენებზე საკუთარი მრევლის დაპურებას, საქ. საპატრიარქო კი ამ არაქართველ მრევლს ექცევა, როგორც ბოროტი მამინაცვალი და ფეხებზე დაიკიდა მათი წმინდა სურვილი.
მხოლოდ ასურულ სოფელ ქანდაში დაუდგინეს ასურელებს ასურელი მღვდელი, მაგრამ იქაც უმეტესი ლოცვები ქართულადაა, ასურულად ძალიან ცოტა რამ იკითხება.
არადა მე-19 საუკუნის ბოლოდან ბოლშევიკების გაბატონებამდე თბილისში ფუნქციონირებდა ასურული მართლმადიდებლური კვირაცხოვლობის (იგივე წმ. თომას) ეკლესია, სადაც ასურული ენის მცოდნე დეკანოზი გურგენიძე ასურულად აღავლენდა წირვა-ლოცვას და ასურულადვე ქადაგებდა თბილისის ასურული თემისთვის.
დღეს იმ ეკლესიაში საერთო საცხოვრებელი ბარაკებია მოწყობილი ბოლშევიკების პერიოდიდან მოყოლებული.
თბილისის მართლმადიდებელი სომხები კი დარჩნენ სრულიად უყურადღებოდ და უპატრონოდ საპატრიარქოს მიერ, ზოგი ამის გამო რომ ჩამოშორდეს მართლმადიდებლობას და სომხურ ეკლესიას მიუბრუნდეს, არც იქნება გასაკვირი.
მართლმადიდებელი იდიები კი ცხოვრობენ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. ზინობიანში და არ აქვთ უდიურ ენაზე ღვთისმსახურება.
აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ საქართველოში არის ასიათასობით აზერბაიჯანელი და საპატრიარქო არაფერს აკეთებს მათში ქრისტიანობის საქადაგებლად, აზერბაიჯანულ ენაზე ქრისტიანული ლიტერატურის დასაბეჭდათ და გასავრცელებლად.
აზრადაც არ მოსდის ქართულ ეკლესიას მისიონერიზაცია საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებში, არადა ყველა ეკლესიის მოწოდება და ფუნქცია არის ქრისტეს ქადაგება, განურჩევლად ეთნიკურობისა და ენობრივი განსხვავებულობისა, მით უფრო როცა ეს ხალხი სადღაც შორს და სხვა ქვეყანაში კი არა, შენსავე ქვეყანაშია, ცხვირწინ.
პანკისის ქისტების ნაწილი მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში ქრისტიანები იყვნენ, მოქმედი ეკლესიებიც ჰქონდათ.
საბჭოთა დროს ეკლესიების გაუქმების გამო ქრისტიანობა თანდათან დაიკარგა, ხოლო 1980-90 -იანი წლებიდან პოსტსაბჭოთა საქართველოში რელიგიის რესტავრაციის დროს, იქ ისლამის ქადაგებამ სრულიად გაამუსლიმანა ქისტები, ქრისტიანობა კი დაიკარგა, საპატრიარქომ არავითარი ყურადღება არ მიაქცია ქისტებში ქრისტიანობის აღდგენის საკითხს.
საპატრიარქო ვერ ქადაგებს და ვერ ავრცელებს ქრისტიანობას მთიანი აჭარის სოფლებში და მათ ეკომიგრანტულ სოფლებში დანარჩენ საქართველოში, სადაც ისლამი ძალიან მძლავრადაა ფესვგადგმული.
არ იბეჭდება შესაბამისი სამისიონერო ლიტერატურა და არ ვრცელდება უფასოდ.
საქართველოს მისიონერიზაციისა და ევანგელიზაციის უმაქნისი განყოფილების (თავმჯდომარე მიტრ. დანიელი, მოადგილე მიტრ. ნიკოლოზ აიფონა) ერთადერთი "საქმეა" წმინდა ნინოს და წმ. ანდრია მოციქულის გზების ფარისევლური დემონსტრაციული გავლა წელიწადში ერთხელ და პატრიარქის ეპისტოლეების დაბეჭვდა-გავრცელება რამდენიმე ათას ცალად.
ესაა და ეს ამათი "მისიონერიზაცია" და "ევაგელიზაცია". წმ. ნინო კაბადოკიელის ეკლესია, რომელიც ერთ დროს სახარების ნათელს აქტიურად ქადაგებდა და ავრცელებდა აფხაზებში, ოსებში, დაღესტნელებში, ვაინახებში და აშენებდა მათთან ეკლესიებს, აი, რად იქცა და რას დაემსგავსა.
მაგრამ ეთნიკურ უმცირესობებში რას გააკეთებდა შიოლაშვილის საპატრიარქო, როცა თავად სჭირდება მისიონერიზაცია-ევანგელიზაცია და ქრისტიანობაზე მოქცევა, ხოლო საჭიროების დროს იყენებს ძალას და სახელისუფლებო ბერკეტებს რელიგიური უმცირესობების შესავიწროვებლად.
კათოლიკეებს და სომეხ არაქალკედონელებს (ანუ ე.წ. გრიგორიანელები, მონოფიზიტ-მიაფიზიტები) წაართვა საბჭოთა დროს გაუქმებული ეკლესიები, ბათუმში არ აძლევს მუსლიმებს ახალი მეჩეთის აშენების უფლებას და ა.შ.
სამაგიეროდ, ყველა ამ ზემოჩამოთვლილ ეთნიკურ უმცირესობებში ბოლო 30 წელია აქტიურ და ნაყოფიერ სამისიონერო საქმიანობას ეწევიან იეჰოვას მოწმეები, ბაპტისტები, პროტესტანტები და ა.შ",- წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1773848905
ახალი ამბებიმეუფე შიო: არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება - ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ - მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის
დიდია დღეს ჩვენი მწუხარება მისი უწმიდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალების გამო. არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს და...
1773848164
ახალი ამბებისამების საკათედრო ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდს ესწრებიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ...
1773847193
ახალი ამბებიმსოფლიო პატრიარქი ბართლომე: მარადიული იყოს ილია მეორის ხსოვნა, მისი პატრიარქობის განმავლობაში განსაკუთრებით განმტკიცდა საქართველოს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის ურთიერთობები
მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომეოსმა წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებული საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა. საქართველოს ეკლესიის წმინ...
1773845844
ახალი ამბებიპატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. მსვლელობაში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და ასევე, აღმას...
1773845403
ახალი ამბებისამების საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა
წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ცოტა ხანში პატრიარქ ილია მეორეს დაასვენებენ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა. საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამები...































