შვილმა ჰკითხა, რას ისურვებდა დაბადების დღეზე, მან იხუმრა: "ლამაზ კაცს" - 106 წლის ქალს შიშველი მსახურთუფროსი იუბილეზე ჩაით გაუმასპინძლდა

ბრიტანეთში დიდმა ბებიამ დაბადების დღეზე შვილისგან უჩვეულო საჩუქარი - შიშველი მსახურთუფროსის მომსახურება მიიღო. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ნორა შოუ მანჩესტერის ერთ-ერთ მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს. როდესაც 67 წლის შვილმა ჰკითხა, რას ისურვებდა 106-ე დაბადების დღეზე, მან იხუმრა: „ლამაზ კაცს“. თუმცა შვილმა დედის სურვილის ასრულება გადაწყვიტა და დაუკავშირდა სააგენტოს, რომელიც კლიენტებს შიშველი მსახურთუფროსის სერვისს სთავაზობს.

შედეგად, ნორას დაბადების დღეზე მოხუცებულთა სახლში 32 წლის ედი მივიდა, რომელსაც მხოლოდ წინსაფარი, ბაფთა, მანჟეტები და პირბადე ეკეთა. ის ნორას და მის სტუმრებს ჩაით, სენდვიჩებითა და შამპანურით გაუმასპინძლდა.

ნორა თავისი საჩუქრით კმაყოფილი დარჩა, თუმცა დარწმუნებული არ იყო ეცვა თუ არა ედის საცვალი, ამიტომ შემოწმება გადაწყვიტა - ედის სენდვიჩის მიწოდება სთხოვა, რისთვისაც კაცს დახრა მოუწია.

„შოკირებული ვიყავი როცა მოტრიალდა, იმიტომ რომ საცვალი არ ეცვა. საკმაოდ სასაცილო იყო. ედი მაღალია, ლამაზი თვალები აქვს, ძალიან მიმზიდველია. მკერდზე თმა არ აქვს, რამაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ასეთი რამ არასოდეს მინახავს. ძალიან განსაკუთრებული დაბადების დღე მქონდა. ყოველდღე ხომ არ ხდები 21-ის და ცოტა მეტის“, - განუცხადა ნორამ ჟურნალისტებს.

ნორას 3 შვილი, 7 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი ჰყავს. ის დიასახლისი იყო და 105 წლამდე დამოუკიდებლად ცხოვრობდა, მოხუცებულთა სახლში გადასვლა კი მხოლოდ შარშან გახდა. როდესაც ჟურნალისტებმა ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოზე ჰკითხეს, მან უპასუხა: „ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოს ვერ გაგიმხელთ, იმიტომ რომ თუ გაგიმხილეთ, საიდუმლო უვკე აღარ იქნება“.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"თუ Bayraktar-ის მწარმოებელი ქარხანა უკრაინაში გაიხსნება, ის დაუყოვნებლივ განადგურდება" – პესკოვი

🔵"როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს" – 11 აგვისტოს წმიდა ნიკოლოზ საკვირველმომქმედის შობის დღეა 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793627463

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები

„ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც დეპუტატი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს...

ირაკლი ჭეიშვილი

1793626828

საზოგადოება

გია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ

პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...

გია ვოლსკი

1793625582

ახალი ამბები

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...

პენიტენციური სამსახური

1793625126

მსოფლიო

კიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა

კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...

კიევში დენის გათიშვა

1793625095

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი, ვალუტა