„ცარიელი სიტყვები და სადღეგრძელოები არ სჭირდება ევროპელი ხალხის ეროვნულობის დადასტურებას, მათი საქმე ზუსტად გამოხატავს და ამტკიცებს მათ ეროვნებას“
„ცარიელი სიტყვები და სადღეგრძელოები არ სჭირდება ევროპელი ხალხის ეროვნულობის დადასტურებას, მათი საქმე ზუსტად გამოხატავს და ამტკიცებს მათ ეროვნებას და ინდივიდუალურობას“, - ამის შესახებ დეკანოზმა, მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა, თამაზ ლომიძემ „ფეისბუკზე“ დაწერა.
„ევროპაში ასე ხდება...
ქართველი, სუფთა ქართველი, მაგარი ქართველი, უძველესი ქართველი და ა.შ. ყველა ფორმაში.
როგორ ხდება ევროპაში?
ევროპელები არ გაჰყვირიან: ჩვენ გერმანელები ან ჩვენ, ნამდვილი შევეიცარიელები ან ჩვენ, სუფთა ჰოლანდიელები და ა.შ. ევროპელი ძალიან იშვიათად, თითქმის არასოდეს უსვამს ხაზს საკუთარ ეროვნებას, თუმცა მისი ენაც, ეროვნული ნიშნებიც და თვითმყოფადობაც საკუთარ სახელმწიფოში უმაღლეს დონეზე აქვს დაცულიც, წახალისებულიც და ხელშეწყობილიც. რაში სჭირდება ცარიელი სიტყვებით საკუთარ ეროვნებაზე ბაქი-ბუქი?!
ევროპელი გაჩვენებს მის საქმეს და შენ დაუეჭვებლად იცი, რომ ეს გერმანელია, ის შვეიცარიელია, ის კი ჰოლანდიელია. მაგალითად, შეხვალ გერმანიაში ავტობანზე, ბენზინგასამართი სადგურის ტუალეტში და გაოცდები, ისეთი წესრიგი და სისუფთავეა.
უკვე იცი, რომ ეს გერმანია და გერმანული წესრიგია. შეხედავ მათი ავტომობილების ტექნიკურ სრულყოფილებას და იცი, რომ ეს გერმანელის ბრწყინვალე საინჟინრო თვისებების შედეგია. ნახავ საიუველირო და ტექნიკური ხელოვნების მართლაც მწვერვალს, უზუსტეს შვეიცარულ მექანიკურ საათს ან შვეიცარულ ყავის მანქანას და ზუსტად იცი, ვინ არიან და რა ხალხია შვეიცარიელები.
გაივლი ჰოლანდიის გზებზე, ნახავ ათასობით ქარის წისქვილით მოფენილ, სუფთად დავარცხნილ ველ-მინდვრებს და იცი, ვინ არიან და რა ხალხია ჰოლანდიელები. ცარიელი სიტყვები და სადღეგრძელოები არ სჭირდება ევროპელი ხალხის ეროვნულობის დადასტურებას, მათი საქმე ზუსტად გამოხატავს და ამტკიცებს მათ ეროვნებას და ინდივიდუალურობას. ასეა ევროპის ყველა ქვეყანაში. ეს არის ევროპა.
ევროპიდან გწერთ ამას.
განა არ გინდათ, ევროპასთან გაერთიანებით ჩვენი საქართველოც ასეთი გახდეს?
#ევროპაშიასეხდება“, - წერს სასულიერო პირი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 საბერძნეთში გიორგი ბაჩიაშვილის ვილა გაძარცვეს - წაღებულია 90 ათასი ევროს ღირებულებების ძვირფასეულობა
🔵 დოლარის და ევროს კურსი გათანაბრდა - რამდენად შეიძენთ უცხოურ ვალუტას?
1773918987
საზოგადოებარუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები 21 და 22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები ყველა მიმართულებით უფასო იქნება. ინფორმაცია...
1773918236
საზოგადოებაუზენაესი სასამართლო: უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით გაგვაერთიანა
უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი გაგვაერთიანა მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით ღვთისა და სამშობლოს წინაშე, - აღნიშნულია უზენაესი ს...
1773916645
საზოგადოებააშშ-ის საელჩო: 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა დაეკისრებათ
აშშ-ის საელჩო საქართველოში ინფორმაციას ავრცელებს, თუ როგორ მოქმედებს სავიზო დეპორტის პროგრამა. „2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრება...
1773914958
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტრო სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვ...
1773913580
ახალი ამბებიჟორჟოლიანი: თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, დაინიშნება დამატებითი მარშრუტები რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით, რათა ჩვენს მოქალაქეებს გავუადვილოთ პატრიარქისთვის პატივის მიგება
„პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, რათა ჩვენს მოქალაქეებს გა...



























