თუ ვინმე არის დაბადებული 1970 წლის 23 იანვარს და გაშვილებულია გურჯაანის სამშობიაროდან გთხოვთ გამოგვეხმაუროთ - რძალი, სავარაუდოდ გაშვილებულ მულს ეძებს

ჯგუფში "ვეძებ", მორიგი ემოციური პოსტი ფეისბუკ მომხმარებელმა ლიკა მაისურაძემ გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მოგესალმებით ადმინებო და ჯგუფის წევრებო! დიდი ხანია მინდოდა დამეწერა მაგრამ თავს ვიკავებდი იმის გამო რომ "არამკითხე" არ გამოვსულიყავი, მაგრამ ჩემი დედამთილის და მამამთილის სევდიან საუბარს, რომ ვუსმენ მათი სავარაუდო შვილის შესახებ არ შემეძლო, რომ არ მეცადა მათი დახმარება.

ამბავი მდგომარეობ შემდეგში:

ჩემმა დედამთილმა 1970 წლის 23 იანვარს გურჯაანის სამშობიაროში, იმშობიარა და შეეძინა ჩემი მული! მაგრამ ამბავი ეხება იმას რომ მშობიარობის შემდეგ კვლავ დაეწყო სამშობიარო ტკივილები, როდესაც იკითხა,რომ- რაღატო ტკიოდა? დაამშვიდეს რომ ე წ.მომყოლი იბადებოდა(ნამშობიარები ვარ და მომყოლის დაბადება მტკივნეული არაა დამიდასტურებთ ვისაც გიმშობიარიათ).

მას ეჭვი არ გასჩენია იმის შესახებ რომ შესაძლო იყო ტყუპი ყოფილიყოდა დამალეს, იმიტომ რომ  "ძალიან ახლო ნათესავი" იყო ექთანი და ვერ გაუბედავდნენ.

გადის დრო და ჩემი მამამთილი ალავერდის ეკლესიაში ხედავს ჩემი მულის ასლ გოგოს.სიარული სიმაღლე...ნუ ერთი ერთში.ემოციისგან დაბნეულმა ვერაფერი მოახერხა,თუმცა მისი თვალებიდან არ წაიშლება.(ასე ამბობსცეკვავდა და ხელიც ჩვენი გოგოსავით გაშალაო).ასევე ხშირად საყვედრობდა ხალხი ჩემს მულს ,რომ ამა და ამ ადგილას,რომ შეხვდნენ და მიესალმნენ თვითონ საპასუხო რატომ არ დააბრუნა.ან ვინ იყო ის ბიჭი თეთრი მანქანით რომ მოგაკითხა,გეძახდი და არ გაგვაგონე.(საერთოდ ჩემი მული კონტაქტური და თბილი გოგოა)

ჩემი დედამთილი ამბობს რომ, რომ წვებოდა მუცელი 2 ად ეყოფოდა და ძალიან დიდი მუცელი ქონდა, ამ დროს ჩემი მული 2,300 დაიბადა. 

მგონი საფუძვლიანი ეჭვია იმის რომ ჩვენც იმ დაწყევლილი სქემის მსხვერპლნი ვართ და "იმ ძალიან ახლო ნათესავმა" საგულდაგულოდ ჩააბარა ტყუპისცალი  სხვას.

თუ ვინმე არის დაბადებლი 1970 წლის 23 იანვარს და გაშვილებულია გურჯაანის სამშობიაროდან გთხოვთ გამოგვეხმაუროთ",-წერს, ლიკა მაისურაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵სათაკილო არის უსაქმურობა. ძიძობა, დიასახლისობა, მომვლელობა არის ძალიან, ძალიან დასაფასებელი და ღირსეული შრომა - თამარ ჩერგოლეიშვილი

🔵საბერძნეთში, 40 წლამდე ქართველი ქალი დააკავეს - რას ედავება გამოძიება?

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792344078

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: ჩვენ ეკონომიკური განვითარება გვჭირდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს მოქალაქეს და არა პირიქით, მთავარ პრიორიტეტად რჩება სოციალური მხარდაჭერის პროგრამები

ჩვენ ეკონომიკური განვითარება გვჭირდება იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს მოქალაქეს და არა პირიქით, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და...

 მიხეილ სარჯველაძე

1792342231

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე: 2012 წლამდე მთლიანად დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი სულ 25 მილიონი იყო, ახლა მარტო განსახლების პროგრამაზე წელიწადში 250 მილიონი იხარჯება

2012 წლამდე მთლიანად დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი იყო სულ, მთელი წლის განმავლობაში. ახლა მარტო განსახლების პროგრამაზე, რომელიც მოიცავს ბინების მშენებლობას, სოფლად სახლის პროგრამას და ა.შ.,...

მიხეილ სარჯველაძე

1792340375

მსოფლიო

კანადაში, სამხედრო ბაზაზე ხანძარს, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

კანადაში, ალბერტის პროვინციაში, სამხედრო ბაზაზე ხანძარს, სულ მცირე, შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. კანადის თავდაცვის მინისტრის თ...

კანადაში ხანძარი

1792338545

საზოგადოება

„ფეხბურთის ოქროს კვირეულის“ ფარგლებში, კახა კალაძე საქართველოში იტალიის ელჩს და ფრანჩესკო ტოტის შეხვდა

იტალიის სერია A-ს ჩემპიონატის თასი თბილისშია. Golden Week of Football-ის ფარგლებში, იტალიის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო დ...

კახა კალაძე

1792337774

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სგპ „ვალესა“ და „თბილისის აეროპორტში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - „თბილისის აეროპორტისა“ და „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო...

მებაჟე  მებაჟე