„ტყუილად მეგონა რომ მედიცინა სასწაულებს ახდენს ამ ეპოქაში… არადა დღეებს ითვლიდა ტრანსფორმერობამდე“ - შარტავას ქუჩაზე დაშავებული დათის დედა

შარტავას ქუჩაზე დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი სოციალურ ქსელში დათის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

„დღეს დათიკო გვყავდა კონსულტაციაზე მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან რეაბილიტაციის ცენტრ ლევინშტეინში.

საბოლოოდ გადაგვიწურეს იმედი პროთეზის დაყენებაზე….

იმპლანტის ჩადგმაც წარმოუდგენელია, ფიზიკურად არაფერია რაზე უნდა მიმაგრდესო…..არც ამათ ჰქონიათ მსგავსი შემთხვევა, ისევე როგორც გერმანიაში გვითხრეს მორიდებით….

არსად წერია, არსად გვისწავლია და არ ვიცით რა შეიძლება გაკეთდესო. დაჯდომაც პრობლემაა რადგან შინაგან ორგანოებს არაფერი იცავს და შეიძლება დაზიანდესო…

ტყუილად მეგონა რომ მედიცინა სასწაულებს ახდენს ამ ეპოქაში… არადა დათიკო დღეებს ითვლიდა ტრანსფორმერობამდე“, - წერს დათის დედა.

შეგახსენებთ, 8 წლის ბავშვს ავტომობილი 31 მარტს, დილით დაეჯახა. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 გაიცანით გოგო, რომელმაც 70 ქულიდან 69.9 აიღო და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტები ერთმანეთს ეცილებიან მის გამო

🔵 „კინოში მიღებენ კინოშიიი!!!! იქაც მებაღე ვარ, ოღონდ მაჰარაჯების და მოგულის ბაღების“ - ზურა შევარდნაძე

🔵 დღეს საქართველოში +40 გრადუსია მოსალოდნელი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792310186

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა დ...

დიდი ოდენობით ნარკოტიკული

1792308929

ახალი ამბები

„ბრალდებულებმა ნაცნობ ქალს ერთობლივი ბიზნესსაქმიანობის წამოწყება შესთავაზეს, ქალმა საბანკო სესხები აიღო და ბრალდებულებს ჯამში 116 475 ლარი გადასცა“ - იმერეთის პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით ბათუმში ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამ...

დაკავება

1792307651

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: სახელმწიფო გაამკაცრებს კონტროლს, რათა კომპანიებმა იმაზე მეტი ვალდებულება არ აიღონ, ვიდრე შესრულება შეუძლიათ

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ცვლილებებზე მუშაობს, რათა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება უფრო ეფექტიანი გახდეს და შემცირდეს გაჭიანურე...

რევაზ სოხაძე

1792305834

საზოგადოება

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ორშაბათს, 19 ოქტომბერს დაიწყება

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება ორშაბათს, 19 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტა...

დევნილთა ფულადი კომპენსაცი

1792304098

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ქუთაისში წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობის პროექტები უახლოეს პერიოდში დაიწყება

ქუთაისში წყალარინების სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არსებული პრობლემების ნაწილი ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას გ...

რევაზ სოხაძე