"უნდა გამოვთქვა ჩემი პატივისცემა გრიგოლ ვაშაძის მიმართ. ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ დგას სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან" - დავით გადელია
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომსა და საქართველოსთვის ამ ომის გავლენაზე წერს:
"მოვლენებზე სისტემური ხედვა
ვიცი, ადამიანთა უმრავლესობას ეზარება მოვლენებში ღრმად ჩაწვდომა;
მოვლენების სისტემურად, მთლიანობაში დანახვა და ანალიზი. უფრო ადვილი და სასიამოვნოცაა, ემოციური რეაქცია:-"ამის დედა @@@, იმის- ჯერ არა.."
არ იფიქროთ ზემოდან, ამპარტავნულად ვამბობ - მეც ასე ვარ!
მეც ხშირად მეზარება ვრცელი ანალიზის წაკითხვა;
ერთი ეგაა, რომ ემოციიდან გამომდინარე არაფერს ვამტკიცებ..
სისტემურად რომ შევხედოთ უკრაინაში ომს, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნისთვის საშიში რისკები უნდა დავითვალოთ. ჩამოწერაც შეიძლება, მნიშვნელობის მიხედვით. ჩემი აზრით ასეთი რიგია:
1. არ დავკარგოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა;
2.არ დავკარგოთ ადამიანები, არ დაგვენგრეს ქალაქები- ანუ არ აღმოვჩნდეთ საომარ მოქმედებებში ჩაბმული.
3.არ ჩამოვცილდეთ ევრო-ამერიკულ სამყაროს, არ ავღმოჩნდეთ ოფსაიდში;
4. გავაკეთოთ მხოლოდ საჩვენო საქმე, მაგრამ რადგანაც მაინც ქართველები ვართ, ამავე დროს არ დავკარგოთ სახე სხვა ქვეყნების თვალში (გაგიკვირდებათ და ეს "რისკიც" მოხვდა ჩემს ჩამონათვალში).
ახლა, რა სისტემაც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში, ბევრ გამოწვევას პასუხობს.
ხელისუფლება ცდილობს 1-2 პუნქტების დაზღვევას.
ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, მუდმივი კავშირშია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.
ჩემი აზრით, სწორად იქცევა პრეზიდენტიც - მისი ქმედება ქვეყნის ოფიციალურ პოლიტიკად არ ითვლება, რაც 2 - პუნქტის რისკს არ ამძიმებს, მაგრამ ამავე დროს, დანარჩენ რისკებს საკმაოდ ამსუბუქებს.
ოფიციოზის მსუბუქი დაპირისპირებაც პრეზიდენტთან არ ცდება თამაშის წესს და არ აფუჭებს სისტემას.
სამწუხაროდ, არ მგონია, რომ ხელისუფლება - პრეზიდენტის ქმედება შეთანხმებული იყოს - ეს უმაღლესი ლეველია და ჩვენ არ ვართ აქამდე მისული, მაგრამ ვფიქრობ, პრეზიდენტი ყველაფერ ამას ინტუიტიურად გრძნობს და ეს მის ნამდვილ პოლიტიკოსობაზე მეტყველებს.
რადგანაც პილიტიკოსის ინტუიციას, ცოდნას შევეხეთ, უნდა გამოვთქვა ჩემი პატივისცემა გრიგოლ ვაშაძის მიმართ.
ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ დგას სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან, უფრო ადრე ხედავს მოვლენებს, არ უჭირს გადაწყვეტილების მიღება - თუნდაც ის გარკვეული, მისთვის ახლო ჯგუფისთვის მიუღებელი იყოს და არც ხელისუფლების სწორი ნაბიჯების აღნიშვნაა მისთვის ძნელი.
ასევე, საინტერესო პოზიციები აქვს გიორგი ვაშაძეს.
მუდმივი ოპონირების რეჟიმის მიუხედავად, ის გამოსახავს სივრცეს, სადაც შესაძლებელია ხელისუფლებასთან ერთად თანამშრომლობა.
მისი წინადადებების ასეთი იგნორი ხელისუფლებისგან, არ მგონია სწორი.
ის მაინც უპასუხეთ - "არ გვჭირდება, უშენოდაც ვაკეთებთ.." ან რამე მაინც თქვით.
ოპოზიციური პოლიტიკოსების, პარტიების უმრავლესობას, საწინააღმდეგო აზრის თქმა, სამწუხაროდ მხოლოდ თვითმიზნად აქვთ გადაქცეული და ხშირად არ აკვირდებიან რას უწევენ ოპონირებას.
ეს ქვეყანასაც ავნებს და დროში მათ რეიტინგსაც ამცირებს, ნეიტრალურ მოსახლეობაში (არ ვგულისხმობ იმ პროცენტს, რომელთათვისაც სულ ერთია რას იტყვის ოპოზიცია - ის მაინც თანახმაა, ან წინააღმდეგი!).
ერთი სიტყვით, იმის თქმა მინდა, რომ ახლანდელი სისტემა სტაბილურია და მუშაობს ამ რისკებისათვის.
თუ ასე გაგრძელდა მოვლენები - შედარებით დაცულები ვართ და ყველაფერი ჩვენთვის სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.
თუმცა არაა გამორიცხული და მაღალი ალბათობაცაა, რომ შეიცვალოს გარემოებები და საჭირო გახდეს სისტემის გადაწყობა.
სწორედ იმაში გამოიხატება პოლიტიკოსთა ჭკუა და ინტუიცია, რომ მყისიერად და ზუსტად უპასუხოს შეცვლილ გარემოებებს", - წერს გადელია ფეისბუკზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1791441362
ახალი ამბებიდღეს მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
დღეს, 8 ოქტომბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ორი წარმომადგ...
1791440056
ახალი ამბებითორნიკე ფაღავა: უკრაინის გზა ფინეთის პრეზიდენტმა შეაფასა როგორც ევროპის ბუფერული ზონის გზა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ვიყოთ ან ბუფერული ზონა, ან ესკალაციის ადგილი
თბილისში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას კიდევ ერთხელ პასუხობენ, სადაც ის აღნიშნავს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მო...
1791438637
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეტევა, ეს არის ფსიქოლოგიური შეტევა საქართველოზე
„პოლიტიკურთან ერთად ფსიქოლოგიური შეტევა“, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებულ მორიგ რეზოლუციის პროექტს. მისივე თქმით,...
1791436898
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: რა არ გამოგვატარეს ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არ გავტყდით - ერი, ბერი გავერთიანდით, რომ ეროვნული ინტერესები დაგვეცვა და გავიმარჯვეთ
„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ზუსტად იცის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, ქართულ ხელისუფლებას ეროვნული ინტერესებისთვის არასდროს გადაგვიხვევია. ამის გამო, ჯვარს გვაცვეს“, - ამის შესახებ პარლა...
1791435510
ახალი ამბებიპარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება
პარლამენტში 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დღეს ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების...





























