"ვეცდები ავხსნა ადამიანურ ენაზე, რატომ არ ერევა ნატო რუსეთ-უკრაინის ომში" - ნიკო მიქაია
" ვეცდები ავხსნა ადამიანურ ენაზე, რატომ არ ერევა ნატო რუსეთ-უკრაინის ომში", - ამის შესახებ ფეისბუკზე სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია წერს:
"ახლა რაც შეეხება NATO-ს!
1. ყველაზე მეტად ახლა პუტინს სჭირდება ნატოს ჩართვა ომში! რატომ? იმიტომ, რომ მოირგოს წამებულის მანტია, თითქოს ალიანსმა გადაწყვიტა მისი განადგურება და ის მარტო ებრძვის ნატოს! ამით ის ეცდება დადგეს მორალურ პედესტალზე საკუთარ ხალხთან, რომ სინამდვილეში ის არის აგრესიის მსხვერპლი, თორემ თვითონ ატარებდა უბრალოდ უკრაინის განთავისუფლების ოპერაციას!
2. ნატოს ჩართვა პუტინს უხსნის ხელ-ფეხს გამოიყენოს ბირთვული იარაღი! მართალია მაგ ქობინებს ერთ ადგილას გაუკეთებენ პუტინს, როგორც კი გაბედავს რამეს, მაგრამ მსხვერპლი და ზარალი იქნება ძალიან დიდი, მათ შორის რუსეთშიც და ეს გამოიწვევს ჰუმანიტარულ კატასტროფას მსოფლიოში, გარდა იმისა, რომ ადამიანები გაწყდება მილიონობით!
3. NATO ეხმარება უკრაინას ყველანაირად! აიარაღებს მას კბილებამდე, გამოყოფს მილიარდებს და უდიდეს ჰუმანიტარულ დახმარებას! სწორედ ამიტომ არის ის, რომ რუსეთის არმია უკვე დანგრეულია, როგორც მორალურად ასევე ტექნიკურად!
4. NATO მიუხედავად ყველაფრისა, არის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში! მათ უპრეცედენტოდ აქვთ გამაგრებული აღმოსავლეთ ევროპა ამ წუთს! ნატოს ჯარების ასეთი მობილიზება არასოდეს ყოფილა რეგიონში! ჰარი ტრუმენის ავიამზიდი დგას ეგეოსის ზღვაში! ამერიკული მოიერიშეები აკონტროლებენ უსაფრთხოებას შავი ზღვის აკვატორიაში და აღმოსავლეთ ევროპის ცაზე!
5. NATO ამბობს, რომ როგორც კი რუსეთი გაბედავს და რომელიმე წევრი ქვეყნის მიმართ გაისვრის ერთ ტყვიას მაინც, ამოქმედდება მე-5 მუხლი და ნატო ჩაერება საბრძოლო მოქმედებებში!
6. რაც შეეხება ყბადაღებულ ცის დაკეტვას! ზელენსკის პოზიციები არის ძალიან სწორი! ის ითხოვს ნატოსგან მაქსიმუმს და იღებს შესაძლებელს! რომ ითხოვდეს შესაძლებელს, ალბათ მიიღებდა მინიმუმს! სწორედ ამ მოთხოვნის გამო, ბრიტანეთმა უკვე გადასცა star streak-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა! პენტაგონმაც განაცხადა გუშინ, რომ მზად არის მიაწოდოს უკრაინას ბევრად უფრო ეფექტური იარაღი, ვიდრე სამხედრო თვითმფრინავებია! დამიჯერეთ, თუკი კარგი საჰაერო თავდაცვა მიაწოდეს, არაფერში სჭირდება უკრაინას თვითმფრინავები! ის არ აპირებს მოსკოვის ან პეტერბურგის დაბომბვას!
7. რუსეთი ამბობს, რომ ნატოს მიერ ცის დაკეტვას, ის განიხილავს როგორც მესამე მხარის ჩართვას ამ შეირაღებულ კონფლიქტში! ამას ნატო რატომ არიდებს თავს, პირველ პუნქტში დავწერე ზემოთ!
8. NATO-მ დაანახა მთელ მსოფლიოს, რომ უომრად გაანადგურებს რუსეთის უძლეველობის მითს და გააკეთა კიდეც! ყველას აჩვენა, რომ ისე დაანგრია რუსეთი, რომ არც კი ჩართულა ამ ომში!
9. და ბოლოს! სანქციები. ზუსტად ეს არის ნატოს ომი! დღეს პესკოვმა ზუსტად ასე უწოდა ამ ყველაფერს! ეკონომიკირი ომი დასავლეთთანო! ზუსტად ეს იქნება ის, რაც საბოლოოდ დააკონსერვებს რუსეთს ბევრი ათეული წლით ძალიან პატარა ნაჭუჭში! რუსეთი დაიშლება აუცილებლად!
ასე რომ ისტორიას თუ აქამდე ვკითხულობდით და ვსწავლობდით, ახლა ვხედავთ პირდაპირ როგორ იწერება ის და ვართ მისი პირდაპირი მონაწილეები!
NATO-ს ლანძღვა არის სრული მარაზმი! რომ არა ნატოს შეიარაღება, უკრაინაში ახლა იქნებოდა ბევრად მძიმე სურათი, ვიდრე არის ახლა!
ახლა უკრაინა ამ ომს ზუსტად ნატოს იარაღით იგებს!
მაგრამ რა თქმა უნდა მათი ყველაზე მთავარი იარაღი, მათი შეუპოვარი სული, მებრძოლი სულისკვეთება და ერთიანობაა!
პ.ს. მე პირადად მგონია, რომ თუ პუტინი დროზე არ მოკლა საკუთარმა გენერალიტეტმა, ნატოს ეს ომი მაინც არ ასცდება!
ასე რომ დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება NATO-ს!", - წერს ნიკო მიქაია.
სხვა სიახლეები:
🔲 ქალი, რომელიც სამშობიაროს დაბომბვისაც დაშავდა გოგონა შეეძინა
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...
1792840742
ახალი ამბებისუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...
1792838213
ახალი ამბებიპრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს
„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...
1792837832
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...
1792835414
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს
„როდესაც აგენტურულ პარტიებს საქართველოს პოლიტიკური ველიდან პირდაპირ გაქრობის საფრთხე დაუდგათ, ევრობიუროკრატიამ აიმაღლა ხმა და მაქსიმალურად ცდილობს, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინოს“, - განაცხადა პარლა...































