"ვინც შაქარს და მარილს ჭარბად იმარაგებს, საერთოდ არ კითხულობს თქვენს მიერ დადებულ პოსტებს" - მამუკა გურული
MAGMA-ს დამფუძნებელი მამუკა გურული, სოციალურ ქსელ "ფეისბუკში" საქართველოში პროდუქტებთან დაკავშირებით შექმნილ აჟიოტაჟს ეხმაურება:
"ვეცდები აღვწერო რეალობა:
რეალურად ვინც შაქარს და მარილს ჭარბად იმარაგებს, საერთოდ არ კითხულობს თქვენს მიერ დადებულ პოსტებს.
ეს კატეგორია არც ვაჟკაცობისკენ, არც მთავრობის გადადგომისკენ, და საერთოდ არაფრისკენ არ მოგიწოდებდათ, იმიტომ რომ პრაქტიკულად არ პოსტავენ, დიდად არც ფეისბუკის მოხმარება იციან (გამონაკლისების გარდა).
ანუ არის ძირითადი მასა, კატეგორია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ძირითად ნაწილს წარმოადგენს და ძალიან პრიმიტიული ემოციების და მოთხოვნილებების შესაბამისად მოქმედებს.
ჩვენ კიდევ აქ "ვღშფოთდებით", ჭკუას ვარიგებთ, მოვთქვამთ და ა.შ.
უკვე ორასმეორედ ვიმეორებ, რომ გამოსავალი შორ პერსპექტივაში არის მხოლოდ ერთი - მასობრივად, ფუნდამენტურად და მიზანმიმართულად მიეხედოს განათლების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ბავშვობიდან აღზრდის პრობლემას.
ამ და წინა თაობას ხელახლა ვეღარ აღზრდი.
გამორიცხული ამბავია.
დანარჩენი უკვე "გამართლებაზეა ახლა, მაგრამ რომელი კლოაკა გაიხსნება და სად შეგვისრუტავს, დიდი აზრი არ აქვს, მაინც **აკში ვიქნებით.
რა თქმა უნდა ფეისბუკზე კონკრეტულ ინფორმაციულ ბრძოლას აზრი მაინც აქვს (პრორუსულ ბოტებს მაინც რომ გავუწიოთ კონკურენცია), მაგრამ საერთო ჯამში ამ მარილის და შაქრის მსგავს თემებზე აღშფოთება წუწუნის ენერგია ჯობია რამე ქმედითისკენ მივმართოთ.
იმიტომ, რომ ვისაც ეკუთვნის ჩვენი პოსტები, ისინი ფეისბუკს
პრაქტიკულად არ კითხულობენ, და შესაბამისად ეს ყველაფერი არ ესმით, ხოლო თუ ესმით - ორი ყური რისთვის აქვთ კი მიხვდებით.
ეს ხალხი - ჩვენივე არაცნობიერს ჰგავს, ჩვენივე ჩრდილების პროექციაა, თუ მივიღებთ ჩვენში, აღარც გაგვიკვირდება და აღარც გავბრაზდებით.
შემდეგი ნაბიჯია - მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისად ვპოსტოთ და ფანტომებს არ ველაპარაკოთ", - წერს ღლონტი ფეისბუკზე.
სხვა სიახლეები:
1792857325
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა
საქართველოს პარლამენტის წევრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი სოსიაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის ა...
1792851878
სპორტიდიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია. ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი 193,93 ქულა მ...
1792848889
ახალი ამბებისამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...































