არავინ ელოდა, რომ თვალებს გავახელდი, მთელი მედპერსონალი შოკში იყო - ლევან მაისაშვილი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა, რომელიც 1 თვის განმავლობაში კორონავირუსით იყო ინფიცირებული, კომაში ყოფნის შესახებ ისაუბრა:

"ყველას ბოდიშს ვუხდი, ვისაც ჩემ გამო ნერვიულობა მოუწია და ასევე, ყველას მადლობას ვუხდი. განსაკუთრებით საქართველოს რაგბის კავშირს, რომლის დამსახურებითაც სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში მომათავსეს.

ადგილობრივი მედიკოსებისა და ჩვენი ნაკრების ექიმი ვახტანგ რეხვიაშვილის გმირობას ენით ვერ აღვწერ. ამ ბრძოლაში გვერდით ბევრი ადამიანი მედგა.

ჩემი ფილტვები ჟანგბადის 80%-იანი მიწოდების დროსაც არ მუშაობდა. ადგილობრივი ექიმები ჩვენს კავშირს სულ ეუბნებოდნენ, რომ ვერ გადავრჩებოდი, რომ ესა თუ ის ღამე აღარ გამითენდებოდა. ჩემი გამოჯანმრთელების
მხოლოდ ვახტანგ რეხვიაშვილს სჯეროდა.

არავინ ელოდა, რომ თვალებს გავახელდი. მთელი მედპერსონალი შოკში იყო. მაშინ თქვეს, რეაბილიტაციას 3-6 თვე დასჭირდებაო, თუმცა 10 დღეში გავიარე. ჯამში, დასაბრუნებლად 1 თვე დამჭირდა.

გონზე რომ მოვედი, მივხვდი, საქართველოში თავს უკეთ ვიგრძნობდი. სისხლის წნევა რომ დარეგულირდა, ხელოვნური ჟანგბადის საჭიროებაც მომეხსნა და გადავწყვიტე, აღდგენითი პროცესის დანარჩენი ნაწილი სახლში გამევლო. ყველაფრის მიუხედავად, სერიოზული სარეაბილიტაციო კურსი ისევ მჭირდება", - განაცხადა ლევან მაისაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1711616400

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი,...

ზოგადი

1711612800

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე...

სს

1711609200

მსოფლიო

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, -...

საქართველო

1711605600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებუ...

ჰოროსკოპი

1711542148

ახალი ამბები

ჩაქუჩი, ორი დანა და ამფეტამინი - ათენის სკოლაში თავდასხმის გამო 19 წლის ქართველს ბრალი წარუდგინეს

ათენში მომხდარი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 19 წლის ქართველი, რომელმაც სკოლის მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დაჭრა, უკვე დაკავებულია, თუმცა მან...

ზოგადი