ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონია!
ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ჩემპიონ-პრიზიორები -90კგ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
წონას ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა და ორივე ქართველი: ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე.
მათ სრულად გაამართლეს ფავორიტის სტატუსი და ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდნენ. ლაშა ბექაურმა პირველ წრეში ტაჯიკი კომრონშოხ უსტოპირიონი იპონით დაამარცხა, მეორე ეტაპზე სერბ ნემანია მაიდოვს ვაზარის უპირატესობით მოუგო, მეოთხედფინალში ორი ვაზარი აართვა ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუს მანსურ ლორსანოვს, ნახევარფინალში კი იაპონელი სანშირო მურაო ასევე ორი ვაზარით დაამარცხა. ლუკა მაისურაძემ პირველ წრეში უნგრელი როლანდ გოზი ორი ვაზარით, მეორე წრეში თურქეთის სახელით მოასპარეზე მიხაილ ზგანკი იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში ნიდერლანდელს ნოელ ვან ტენდს სამი გაფრთხილება მიაღებინა, ნახევარფინალში კი იტალიელი კრიასტიან პარლატი ერთი ვაზარით ჩამოიშორა.
ფინალი ჩვენი ნაკრების ორ ლიდერს შორის დაძაბულად წარიმართა და ლუკა მაისურაძემ შეძლო ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურის ვაზარის უპირატესობით დამარცხება და გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ასევე მსოფლიოს ტრიუმფატორი გახდა ტატო გრიგალაშვილი -81კგ წონით კატეგორიაში, ხოლო მანამდე დებიუტანტმა გიორგი სარდალაშვილმა -60კგ კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ხვალ ტატამზე ვიხილავთ -100 კგ კატეგორიაში ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანსა და ილია სულამანიძეს.
1793131020
სპორტიბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ლაშა გობაძე (87 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ქართველმა მოჭიდავემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უზბეკი მუხამადკოდირ რასულოვი ანგარიშით 5-1 დაამარცხა. ინფ...
1793129963
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს სარჩელი დაჩქარებული წესით მიღებული კანონის საფუძველზე შევიდა
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ლევან ბეჟაშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს სარჩელის შეტანა დაჩქარებული წესით მიღებულ ახალ...
1793128220
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს - კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და აცხადებს, რომ მათი განცხ...
1793126317
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ტყუილია, თითქოს პარტიის ქონების ჩამორთმევის კანონი 2024 წელს, სარჩელის შეტანამდე მიიღეს
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ლევან ბეჟაშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მტკიცება, თითქოს აკრძალული პარტიისთვის ქონების ჩამორთმევის კანონ...
1793125255
საზოგადოებამასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. საზოგადოებისა და განათლების სისტ...




























