საქართველოს ნაკრები დღეს „დინამო არენაზე“ ბულგარეთს უმასპინძლებს

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას, საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.
6 სექტემბერს, თამაშის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიში გაიმართა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, რომელშიც 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა, ოფიციალური პრესკონფერენცია შედგა, რომელზედაც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მოსალოდნელ ტაქტიკურ ცვლილებებზე ისაუბრა.
„ხვალინდელ შეხვედრაში შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება. თურქეთთან შედარებით ბულგარეთი განსხვავებული ტიპის გუნდია. სამ დღეში ორი მატჩი გვაქვს და, რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სრულიად განსხვავებული რამის გაკეთება გვსურს ან მომავალში ყოველთვის ასე ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით თამაშს გაცილებით უკეთ დავიწყებთ და ვიქნებით გუნდი, რომელიც დომინირებს მოედანზე, - განაცხადა სანიოლმა.
1757242324
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე
„რამდენიმე ათეული, სახე დაკარგული ადამიანის ქმედებასთან გვაქვს საქმე“, - ამის შესახებ ოპოზიციაზე საუბრისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ...
1757240291
საზოგადოებასახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გიორგი კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გიორგი კაპანაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა რამდენიმე საათში გაიმართება....
1757237703
საზოგადოებასვიმონ ჯანგულაშვილი: დღეს ევროპელობა და პროგრესულობა ასე იზომება - თუკი გჯერა ივანე ჯავახიშვილის, 300 000 თურქის დამარცხების დიდგორში და 100 000 მოწამის არსებობის, მაშინ რუსი ხარ, გამყიდველი და ქვეყნის მტერი
დღეს ევროპელობა და პროგრესულობა ასე იზომება - თუკი გჯერა ივანე ჯავახიშვილის, 300 000 თურქის დამარცხების დიდგორში და 100 ათასი მოწამის არსებობის, მაშინ რუსი ხარ, გამყიდველი და ქვეყნის მტერი, - წერს საზ...
1757234239
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ჩიკაგოდან დეპორტაციის მაჩვენებლის გაზრდა დააანონსა
დონალდ ტრამპმა ჩიკაგოდან დეპორტაციის მაჩვენებლის გაზრდა დააანონსა. „მომწონს დეპორტაციის სუნი დილაობით“, - წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს რომ ჩიკაგო მალე გაიგებს რას ნ...
1757232204
სპორტითბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Eurobasket 2025-ზე ეროვნული ნაკრების ქომაგებით სავსე სუბსიდირებული ჩარტერული რეისი შესრულდა
ევროპის 42-ე საკალათბურთო ჩემპიონატის, ევრობასკეტ 2025-ის საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ სპეციალური ჩარტერული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით,...