Anonymous-ი რუსეთს ამხელს - „ავრცელეთ ვიდეოები, რომ უკრაინა ტყვეებს არაადამიანურად ექცევა“

ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დოკუმენტი გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ უწყებას ევალება ისეთი ვიდეომასალების გავრცელება, რომელშიც ნაჩვენები იქნება, რომ "უკრაინის შეიარაღებული ძალები ტყვედ ჩავარდნილ სამხედროებს არაადამიანურად ექცევიან".

დოკუმენტი "ინტერნეტში ინფორმაციული ხასიათის ღონისძიებების ჩატარების შესახებ" 21 მარტით არის დათარიღებული და მას ხელს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დმიტრი ბულგაკოვი აწერს.

Anonymous-ის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში წერია: "რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების უკრაინაში ტყვედ ჩაბარების ფაქტებმა იმატა, გარდა ამისა, მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება მასალები, სადაც ჩანს, რომ ამ სამხედროებს კარგად ექცევიან - ყოველივე ეს რუს სამხედროებს უღვივებს დაუსჯელობის განცდას და აფიქრებს, რომ ისინი მარტივად შეძლებენ თავი აარიდონ სამხედრო მსახურებას უკრაინაში ამ გზით.

ვბრძანებ: შეიმუშაოთ და გაავრცელოთ ვიდეომასალების ციკლი, იმის დემონსტრირებით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ტყვედ ჩავარდნილებს არაადამიანურად ექცევიან, ასევე აჩვენოთ უკრაინაში ნაციონალისტური ფორმირებები როგორ ექცევიან ტყვეებს, რომლებიც ნებაყოფლობით ჩაბარდნენ.

შეიმუშაოთ და გაავრცელოთ გრაფიკული მასალების სერია, მტკიცებულებებით იმ ფაქტებისა, რომ ტყვეების ვიდეოებში სინამდვილეში არა რეალური ტყვეები, არამედ სხვა ხალხია. ასევე უარყოთ ინფორმაცია, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალები იყენებენ წვევამდელებს.

უზრუნველყოთ მასალების გავრცელება თანდართული ინფორმაციით, რომელშიც აქცენტი ჟენევის კონვენციის დარღვევაზე იქნება გაკეთებული". 

წყარო: ფორმულა

ასევე საინტერესოა:

🔵 „ყველა ქართველი მენანება სიკვდილისთვის, მაგრამ ემიგრანტი - ორმაგად“ - ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

🔵 ირაკლი კობახიძე: „ნაციონალების ვიზიტის შემდეგ უკრაინამ დაიწყო საუბარი ომის საქართველოში გადმოტანაზე“

🔵 სუსმა წალენჯიხის საკრებულოში გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატი დააკავა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752645719

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: განა ვერ შედგა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმება - არ შედგა, ძალიან პრაგმატული მიდგომა გამოიჩინეს კონკრეტული ქვეყნების ხელმძღვანელებმა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას აფასებს, რომელზეც საქართველოსთვის შეზღუდვების დაწესების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მისი...

თენგიზ შარმანაშვილი

1752643397

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, როგორც ევროკომისიასთან, ასევე, წევრ სახელმწიფოებთან მათთვის სასარგებლო, სამართლიანი დიალოგისთვის

„ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, როგორც ევროკომისიასთან, ასევე, წევრ სახელმწიფოებთან მათთვის სასარგებლო, სამართლიანი დიალოგისთვის“, - აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლე...

ლევან მახაშვილი

1752642208

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რადიკალური ოპოზიციის როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაჯდეს გარე უფროსების კარნახით, „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი ანგარიშით დავამარცხებთ

რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით გარე უფროსები ბოლომდე არ არიან ჩამოყალიბებულები, - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი. ის დარწმუნებუ...

ლევან მაჭავარიანი

1752612194

ახალი ამბები

სარწყავ არხში კაცის ცხედარი იპოვეს - შემთხვევა ქვემო ქართლში მოხდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჯიისაქენდში, სარწყავ არხში კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 74 წლის კაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამარ...

პოლიცია

1752610916

საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.  ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ქსელის გეგმური სა...

შუქი დენი