ირაკლი კობახიძე: „ნაციონალების ვიზიტის შემდეგ უკრაინამ დაიწყო საუბარი ომის საქართველოში გადმოტანაზე“

„ნაციონალური მოძრობის მიერ მოწყობილი ყველა პროვოკაციის უმთავრესი მიზანი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა და საქართველოს მეორე ფრონტის გახსნა გახლდათ“, - ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა.

„რამდენიმე დღის წინ შედგა ომის პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ვიზიტი უკრაინაში. როგორც გაირკვა, ვიზიტმა "წარმატებით" ჩაიარა, რადგან მისი დასრულებისთანავე უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ღიად დაიწყეს საუბარი უკრაინაში მეორე ფრონტის გახსნისა და უკრაინაში მიმდინარე საქართველოში გადმოტანის მიზანშეწონილობაზე.

ჩვენ საზოგადოებას არაერთხელ გავუზიარეთ ინფორმაცია, რომ ენმ-ის მიერ მოწყობილი ყველა პროვოკაციის უმთავრესი მიზანი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს ჩათრევა და საქართველოს მეორე ფრონტის გახსნა გახლდათ.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა და ემსახურება მოწოდება რუსეთისთვის მუდმივი მოწოდებები ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ.

ამავე მიზანს ემსახურებოდა უმძიმესი პროვოკაციული მცდელობა, საქართველოს მთავრობის ნებართვით უკრაინაში გამგზავრებულიყო მოხალისე მებრძოლებით სავსე თვითმფრინავი.

ამავე მიზანს ემსახურებოდა დისკრიმინაციული პროპაგანდა რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ, მოწოდებები ხელისუფლების მიმართ იარაღის შეძენისკენ, მაგალითად, გიორგი მარგველაშვილის განცხადებები ამასთან დაკავშირებით.

სამხედრო სტატუსის შესახებ თემის სპეკულაციური წამოწევა, მოწოდებები ხელისუფლების მიერ უხეში რიტორიკის გამოყენებისკენ და ა.შ". - თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევაც "ომის პარტიის მიერ ორგანიზებული პოლიტიკური ზეწოლის აქტი იყო, რომელიც საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევასა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილებას ისახავდა მიზნად".

„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოს ხელისუფლებამ „ომის პარტიის“ ყველა ამ პროვოკაციას სათანადოდ უპასუხა და ქვეყანაში ვითარების ესკალაცია არ დაუშვა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება მშვიდობიანი დეოკუპაციის პოლიტიკის ერთგული და წინ აღუდგება ყველა პროვოკაციას, რომელიც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ახალი სამხედრო დაპირისპირების ესკალაციას ისახავს მიზნად. ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი ომი აფხაზეთსა და ცხინვალში იქნება არა მხოლოდ ომი ქართველებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის, არამედ, ასევე, ომი ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის. ახალი ძმათამკვლელი ომი იქნება უდიდესი, უპატიებელი დანაშაული ჩვენი ქვეყნის ისტორიის წინაშე, რასაც ჩვენ აღარ დავუშვებთ.

თუ არსებული მძიმე ვითარება ქმნის რაიმე შესაძლებლობის ფანჯარას ამ თვალსაზრისით, ეს არის შესაძლებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს გავუწოდოთ დახმარების ხელი გამწვავებულ სოციალურ პრობლემებთან გასამკლავებლად.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად, სათანადო პასუხს გასცემს „ომის პარტიის“ ყველა პროვოკაციას და არ დაუშვებს საქართველოს ჩათრევას სამხედრო კონფლიქტში. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე". - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 

ცნობისთვის,  საინფორმაციო სააგენტო „უკრაინსკაია პრავდას“  ინფორმაციით, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა თქვა, რომ "უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა, თუ გაიხსნება მე-2 ფრონტები ისეთ ტერიტორიაზე, რომლითაც რუსეთი დაინტერესებულია, ეს აუცილებლად დაეხმარება უკრაინას.

სხვა სიახლეები:

🔵 სუსმა წალენჯიხის საკრებულოში გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატი დააკავა

🔵 "ამ მუქარის საფუძველი არ გააჩნიათ, მილიონჯერ არიან ნამყოფი ლუგარში" - ნათია ფანჯიკიძე რუსი ექსპერტის მუქარაზე

🔵 დღეიდან მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მართვისთვის საჭირო ხდება სპეციალური კატეგორიის მართვის მოწმობა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791456032

საზოგადოება

ლაშა გეგეჭკორი: ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს ვუყურებ, რა უნდათ ვერ გავიგე, ვინ მიიღო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი? - „ქართულმა ოცნებამ“ წერეთ და მიიღეთ ახალი რეზოლუცია, წერეთ და იკითხეთ

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შუა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს სოციალურ ქსელშ...

ლაშა გეგეჭკორი

1791455673

საზოგადოება

პენიტენციური სამსახური საიას განცხადებაზე: მათ მიერ გავრცელებული განცხადება საქმიანობაში ხელისშეშლასთან საფუძველს მოკლებულია

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ბრალდება უსაფუძვლოა....

პენიტენციური სამსახური

1791454911

ახალი ამბები

სგპ „წითელ ხიდზე“ მებაჟე ოფიცრებმა 10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლები...

არადეკლარირებული ვერცხლი

1791454427

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, არალეგალური ყველის საწარმო გამოავლინეს. ინფორმაციას სურსათის ე...

ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

1791452027

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებაზე: ამგვარი განცხადებები არის „ნაყიდი ხელოვნური სუნთქვა ოპოზიციისთვის“ და ლობისტური თვალთმაქცობა, თითქოს დარდობს საქართველოზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასის განცხადებას - „უნდა ვაღიაროთ, რომ ევროპის პასუხი საქართველოში ავტორიტარიზმის განმტკიცებაზე აქა...

ცოტნე ანანიძე