ჩვენ იმის გაძლება გვიწევს რაც ევროპის არცერთ ხალხს არ უნახავს 80 წლის განმავლობაში - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი კიდევ ერთ ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლითაც მსოფლიოს მოუწოდებს, სრული ბოიკოტი გამოუცხადონ რუსეთს.
ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს ქვეყნებს, უარი თქვან რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენაზე და იმპორტზე, ოკუპანტ ქვეყანაში.
„ჩვენ უკვე მე-12 დღეა ვიცავთ თავს. ჩვენ არასოდეს გვინდოდა ეს ომი, მაგრამ ის ჩვენ მოგვიტანეს. არასოდეს გვიოცნებია მკვლელობაზე, მაგრამ გვიწევს მტრის განდევნა ჩვენი მიწიდან და ჩვენი ცხოვრებიდან. ჩვენ იმის გაძლება გვიწევს რაც ევროპის არცერთ ხალხს არ უნახავს 80 წლის განმავლობაში და ჩვენს მიწაზე წყდება გახდება თუ არა ვინმე ევროპაში მსგავსი აგრესიის მსხვერპლი. შემოჭრა გრძელდება და რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ თავის გეგმებზე უარს არ ამბობს, ე.ი. საჭიროა სანქცირების პაკეტი. ახალი სანქციები, სანქციების ახალი ნაბიჯები ომის წინააღმდეგ მშვიდობისთვის, საჭიროა, რუსეთთან ექსპორტის ბოიკოტირება, ნაწილობრივ რუსეთის ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე უარი. ამას შეიძლება ეწოდოს ემბარგო ან უბრალოდ მორალი - როცა ტერორისტს ფულის მიცემაზე უარს.
თუ ვიღაც გონებას კარგავს, უნდა დაივიწყო შიში და კომერცია, უნდა დაიცვა თავი. სახელმწიფოებიც და კომპანიებიც მორალურები უნდა იყვნენ. უნდა ებრძოლონ არაადამიანურ ძალას, რომელსაც თავად სურს კაცობრიობის განადგურება. უკრაინული არმიის წარმატება, უკრაინელი ხალხის ნება, საერთაშორისო სანქციების პრინციპულობა - აი, მშვიდობისკენ გზა“,- განაცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებს კლავენ, შეგნებულად და ცინიკურად - ოლენა ზელენსკა
🔵უკრაინის გენშტაბი - რუსეთი აგრძლელებს შეტევას, თუმცა განიცდის დიდ ადამიანურ დანაკარგებს
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...
1792840742
ახალი ამბებისუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...
1792838213
ახალი ამბებიპრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს
„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...
1792837832
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები
„იმედი გვაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრე...































