"გასული დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მნიშვნელოვანი ინციდენტები არ დაფიქსირებულა" - ირაკლი ანთაძე
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ მთავარი პრიორიტეტი არის უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების საკითხი და ე.წ. უკანონო საზღვრის გავლების პროცესი, რაც ძაბავს ადგილზე ვითარებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.
"მინდა აღნიშნო, რომ გასული დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მნიშვნელოვანი ინციდენტები არ დაფიქსირებულა, ვგულისხმობ ტექნიკის კონცენტრირებას.
რაც შეეხება დაკავებულებს, გაიმართა კანიაშვილისა და ნათაძის სასამართლო პროცესები, მათ შეეფარდათ უკანონო სასჯელი.
ვლადიმერ კანიაშვილს ექვსი თვის ვადით, ნათაძეს კი, ექვსი წლის ვადით. ბრძოლა გაგრძელდება, რომ ისინი დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.
რაც შეეხება მამუკა ჩხიკვაძეს, მისი სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა და შევეცდებით, დღეს მივიღოთ ეს ინფორმაცია.
საოკუპაციო რეჟიმის განცხადებებზე ვერ გავაკეთებთ კომენტარს", – აცხადებს ირაკლი ანთაძე.
სხვა სიახლეები:
🔵 უკრაინის გენშტაბი: ბელარუსმა სამხედროებმა უკრაინაზე თავდასხმის ბრძანება მიიღეს
1792857325
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა
საქართველოს პარლამენტის წევრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი სოსიაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის ა...
1792851878
სპორტიდიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია. ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი 193,93 ქულა მ...
1792848889
ახალი ამბებისამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...































