რა ემართებათ ქალებს ომის დროს? რაც ძირითადად, მიჩქმალულია: ომის დროს ქალებზე მასობრივად ძალადობენ სექსუალურად - გაუპატიურების მსხვერპლთა ასაკი 8 წლიდან იწყება
რა ემართებათ ქალებს ომის დროს? (გაფრთხილება: პოსტი შეიცავს ცნობებს და ინფორმაციას სექსუალური ძალადობის შესახებ)
"იცით რა ემართებათ ქალებს ომის დროს? იმიტომ, რომ რასაც მედია აჩვენებს, სრული სიმართლე არ არის.
ძირითადი ინფორმაცია, რომელიც მოწოდებულია არის ის, რომ:
1. ქალები დასევდიანებულები არიან, რადგან მათი ქმრები და ვაჟები ომში იბრძვიან;
2. ზოგიერთი ქალი ომში იბრძვის კაცებთან ერთად.
და სულ ესაა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ძირითადად, მიჩქმალულია: ომის დროს ქალებზე მასობრივად ძალადობენ სექსუალურად.
რუსეთის შეჭრა უკრაინაში 19 დღეა გრძელდება, მაგრამ გაუპატიურების შესახებ უკვე უამრავი ცნობა არსებობს.
მხოლოდ ხერსონში (ქალაქი უკრაინაში) იყო 11 შემთხვევა გაუპატიურების შესახებ.
გაუპატიურების მსხვერპლიდან 6 გარდაიცვალა. ოფიციალურად, მხოლოდ მცირე ნაწილია ამ შემთხვევების შესახებ გავრცელებული.
ჩვენ მხოლოდ წარმოდგენა შეგვიძლია, რამდენი გოგო/ქალი გააუპატიურეს რუსმა ჯარისკაცებმა ამ 11 დღის განმავლობაში.
რიცხვები კი მხოლოდ და მხოლოდ იზრდება.
ვინაიდან უკრაინას რუსეთი ესხმის თავს, მოდი, ვისაუბროთ რუსეთის არმიაზე: დადგენილია, რომ საბჭოთა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს 2 მილიონზე მეტი ქალი და გოგონა მხოლოდ გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროს.
გაუპატიურების მსხვერპლთა ასაკი 8 წლიდან იწყება.
საბჭოთა არმიის ვეტერანი:
"ჩვენ ვცადეთ გერმანელი ქალების დაჭერა. ერთ ქალს დაახლოებით ათი კაცი აუპატიურებდა. არ იყო საკმარისი ქალი გარშემო. მთელი მოსახლეობა საბჭოთა არმიას გაურბოდა. ასე რომ, ახალგაზრდები მიგვყავდა, თორმეტი თუ ცამეტი წლის გოგოები. თუ ტიროდნენ, პირში რაღაცას ჩავუდებდით და ვფიქრობდით, რომ ეს სახალისო იყო. ”
ომის დროს სექსუალური ძალადობა უკიდურესად სასტიკია.
მსხვერპლს არაერთხელ აუპატიურებენ, ზოგს 60-70-ჯერაც კი... ეს უკიდურესი ფორმის წამებაა. პატარა გოგოებს დედის თვალწინ აუპატიურებენ.
რატომ გჭირდებათ ამის ცოდნა?
იმიტომ რომ ამაზე არავინ საუბრობს!
რას განიცდიან უკრაინელი გოგონები, ამაზე ნაკლებად საუბრობენ და თუ ასე გაგრძელდა - ეს ისევე
გასაიდუმლოებული იქნება, როგორც გოგონების მასობრივი გაუპატიურება მეორე მსოფლიო ომის დროს.
მსოფლიომ უნდა იცოდეს ამის შესახებ.
ნუ დავივიწყებთ ამ ქალებსა და ბავშვებს.
არავის მივცეთ უფლება, რომ ამ ადამიანებმა იტანჯონ მარტო და ჩუმად.
გაავრცელეთ ინფორმაცია და იბრძოლეთ მათთვის"
წყარო: IG: teisininkai
სხვა სიახლეები:
🔵 უკრაინაში სამშობიაროს დაბომბვისას დაჭრილი ორსული გარდაიცვალა - დაიღუპა მისი არ დაბადებული შვილიც
1792857325
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი აზიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი, აკადემიკოსი გახდა
საქართველოს პარლამენტის წევრს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი სოსიაშვილს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ სანიაში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის ა...
1792851878
სპორტიდიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერცხლის მედლის მფლობელი
დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი ანჟეს გრან-პრის ვერხლის მედლის მფლობელია. ქართულმა წყვილმა რიტმულ ცეკვაში 77,90 ქულა დააგროვა, თავისუფალ ცეკვაში - 116,03, ორი პროგრამის ჯამში კი 193,93 ქულა მ...
1792848889
ახალი ამბებისამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...































