რა საშინელი ყოფილა, როდესაც გლოვაც არ შეგიძლია წესისამებრ... როდესაც ტირი და - რას წერს ხათუნა ხოფერია უკრაინაში დაღუპულ ბახვა ჩიქობავაზე

პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს და მის ოჯახის წევრს, ბახვა ჩიქობავას, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ემოციურ პოსტს უძღვნის:

"ასე მგონია, რეალობას მოვწყდი.
მოგონებებში ვცხოვრობ და მოგონებებს დავტირივარ.
54 წელი შენთან ერთად... დაწყებული პირველი სიტყვით, რომელიც დედაჩემს უთხარი ფაფის ჭამის დროს- გაგაქავ... დამთავრებული შენი ბოლო წერილით... უამრავი სიხარულით და ბედნიერებით... ჩემზე და ჩემ შვილებზე ზრუნვით. ბიჭებს რომ ვერ ვერეოდი, ბახვას ვურეკავ, მე მოვრჩი თქვენთან ჭიდაობასთქო და... ოღონდ შენთან არ ჩამეშვა, პატარა ბავშვებივით მიყურებდნენ თვალებში... როგორ ქვემოთ, ფოტოზე, ასე იყვნენ გაშეშებულები შენთან.
რა საშინელი ყოფილა, როდესაც გლოვაც არ შეგიძლია წესისამებრ... როდესაც ტირი და იმედის სხივი გულის კუნჭულში მაინც ანათებს და... ისევ ხვდები, რომ მოგონებებს დასტირი...
რა მტკივნეული ყოფილა ეს იმედის სხივი... იქნებ... იქნებ... იქნებ...
ბახვანხულა, ბახვანხო, ბახულია, გეხვეწები რააა...
მამიდა ამბობს, დაველოდებიო...
მე ვფიქრობ, იქნებ სჯობდეს, იმედის სხივით წავიდეს...
არ ვიცი... რეალობას მოვწყდი...",-წერს, ხათუნა ხოფერია.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე დაემუქრება - პესკოვი

🔵პუტინმა რუსეთის არმიის სარდლობას 7 მაისამდე უკრაინაზე „გამარჯვება“ უბრძანა

🔵ბენზინის 20-30 პროცენტით გაძვირება იქნება, გაზის ფასის-კიდევ უფრო მეტად - რომან გოცირიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793630392

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: დიპლომატიას აზრი სწორედ მაშინ აქვს, როდესაც ის ქვეყნისთვის რეალურ შედეგს ქმნის

„გილოცავთ დიპლომატის დღეს. ეს დღე კარგი შესაძლებლობაა, მადლობა გადავუხადოთ ყველა ქართველ დიპლომატს, ვინც სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს ინტერესებს ემსახურებოდა და დღესაც ემსახუ...

შალვა პაპუაშვილი

1793630102

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ევრობიუროკრატებმა სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს - მათ ათასობით დაკავებული და დაპატიმრებული დემონსტრანტი ჰყავთ

„სამართლიანი და კანონზომიერი შედეგი მიიღეს ევრობიუროკრატებმა“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. წილოსანის თქმით, იგი ფიქრობს, რომ ამ...

ნინო წილოსანი

1793628822

მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს

„თურქეთი აზიასა და ევროპას შორის არსებულ სტრატეგიულ მდებარეობას მძლავრი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით ამყარებს“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ კორეაში...

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

1793627463

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები

„ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც დეპუტატი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს...

ირაკლი ჭეიშვილი

1793626828

საზოგადოება

გია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ

პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...

გია ვოლსკი