როგორია ბოლო ცნობები უკრაინიდან - გასული 24 საათის შეჯამება
როგორია ბოლო ცნობები უკრაინიდან - გასული 24 საათის შეჯამება
🔵 უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, ბელარუსმა სამხედროებმა უკრაინაზე თავდასხმის ბრძანება მიიღეს. კერძოდ, გენშტაბის თანახმად, უკრაინა-ბელორუსიის საზღვართან, ბელარუსის ტერიტორიაზე, მობილიზებულია ბელარუსის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 38-ე საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფი.
🔵 უკრაინის პრეზიდენტი სხვა ქვეყნების ლიდერებს ესაუბრა და მოუწოდა, სასწრაფოდ მიიღონ ზომები პუტინის “ბირთვული ტერორის” წინააღმდეგ. საუბარი შედგა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან.
🔵 ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროპას, “გამოიღვიძოს. მისი თქმით, რუსეთს 1986 წელს ჩერნობილში მომხდარი კატასტროფის გამეორება სურს.
🔵 სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე ცეცხლი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ტერიტორია რუსეთის ძალებმა დაბომბეს. უკრაინელებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს.
🔵 რუსეთი კვლავ ცდილობს წინსვლას და ააქტიურებს საბრძოლო მოქმედებებს უკრაინის სამხრეთში. მას შემდეგ, რაც ქალაქი ხერსონი დაიკავა, ის საპორტო ქალაქ მარიუპოლს უახლოვდება.
🔵 ლავროვმა განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ბოლომდე მივა.
🔵 რუსეთი და უკრაინა 3 მარტის მოლაპარაკებებისას შეთანხმდნენ, რომ მოეწყობა “ჰუმანიტარული დერეფნები” მოქალაქეთა ევაკუაციის მიზნით. დღეს 4 მარტს ევაკუაციის განრიგი გამოქვეყნდდა.
1792848889
ახალი ამბებისამების ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა
სამების საკათედრო ტაძარში გიორგი ნემსაძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, დედაქალაქის მერმა, სპორტის მინისტრმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ვეტერანმა ფეხბუ...
1792845967
სპორტინიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის 1/2-ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში – 6:4, 6:7, 6:3 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. პირველ სეტში ბასილაშ...
1792843347
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა
„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გ...
1792840742
ახალი ამბებისუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ...
1792838213
ახალი ამბებიპრემიერი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს
„არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ეს კონკრეტული ადამიანები, ბიუროკრატები. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და პირდაპირ უპირისპირდება ტრადიციულ ევროპულ ღირებ...































