"შეიძლებოდა წინასწარ გამოგვეცხადებინა ზუსტად როდის დაესხმებოდა თავს რუსეთი უკრაინას, მაგრამ ეს გამოიწვევდა..." - რას აცხადებს უკრაინული მხარე
"შეიძლებოდა წინასწარ გამოგვეცხადებინა ზუსტად როდის დაესხმებოდა თავს რუსეთი უკრაინას, როდესაც უკვე ზუსტად ვიცოდით ამის შესახებ, მაგრამ ეს გამოიწვევდა ლტოვილების დიდ ნაკადს",- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ISLND TV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს:
მისივე განმარტებით, ეს იქნებოდა ხელსაყრელი მომენტი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის და ამ სიტუაციაში ომს უკრაინა წააგებდა.
„ისინი ჩახერგავდნენ ყველა გზას, ეს იქნებოდა 8-10-12 მილიონი ადამიანი და არმია ვერ მივიდოდა თავდაცვის რაიონებში.
გესმით ხომ? ეს გამოიწვევდა გზების სრულ პარალიზებას
მარცხენა სანაპიროდან გადავიდოდნენ მარჯვნივ, 50 ხიდია უკრაინაში, გადაიჭედებოდა ყველაფერი.
ამ ვითარებას ვერ გავუმკლავდებოდით და ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა ტანკებით გადაგვევლო საკუთარ მოსახლეობაზე ან დაგვეხვრიტა, რომ გადაგვევლო ხიდები.
და ახლა ისმის კითხვა, რა გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო? ან უნდა გავჩუმებულიყავით ან დაგვეტოვებია ქვეყანა პარალიზებული, ან შესაძლებელი ჩაგვებარებია მარცხენა სანაპირო.
ამიტომ, ომის დაწყების ზუსტი თარიღის ართქმა იყო ერთადერთი სწორი გამოსავალი.
ყველა სცენარში, რომელიც ჩვენ ჩვენს მრჩევლებთან ერთად განვიხილეთ, ჩვენ ვერ შევძლებდით ეფექტიან ბრძოლას.
ჩვენი გათვლებით უკრაინიდან 16 მილიონი ადამიანი დაიწყებდა გაქცევას.
ვერცერთი ლოგისტიკური სისტემა ვერ გაუძლებდა ასეთ მასობრივ პანიკას და არეულობას, ეს მოიტანდა ადამიანების ჭყლეტაში დაღუპვას.
ეს იყო არჩევანი ცუდსა და უარესს შორის“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
სხვა სიახლეები:
1795811954
მსოფლიო„განახლებულ საომარ მოქმედებებს დამანგრეველი შედეგები მოჰყვება“ - გაეროს გენერალური მდივანი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გმობს ქუვეითში დრონით თავდასხმას, რომელშიც ირანს ადანაშაულებენ და რომლის შედეგადაც ორი იტალიელი დაიღუპა. ის ყველა მხარეს „თავშეკავებისკენ“ მოუწოდებს. „გაერო...
1795808573
ახალი ამბებილაგოდეხში პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
ლაგოდეხში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ღონისძიე...
1795806281
მსოფლიოშვეიცარიაში 35-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები
ციურიხის პოლიციის ინფორმაციით, შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში მდებარე A1 ავტომაგისტრალზე 37 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. ჯაჭვურ ავარიაში სულ 37 სა...
1795804315
ახალი ამბებიშალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ
თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. დიღომში მდებარე სპორტული ქალაქი იქნება სივრცე, სადაც სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალები შეძლებენ განათლების მიღებას და კვალიფიკაციის...
1795801614
ახალი ამბებიპრემიერი: გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს, ასეთ პირობებში, როდესაც ევროპული ბიუროკრატია კვლავაც სამარცხვინოდ საუბრობს ამ თემაზე, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს
ძალიან მარტივია, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების“ მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ აწყო...































