The Times: პილოტი მეტსახელად "კიევის აჩრდილი" გასულ თვეს დაიღუპა - მისი ვინაობა ცნობილია

უკრაინული MiG 29-ის პილოტი, მეტსახელად "კიევის აჩრდილი", რომელმაც უკრაინული წყაროების თანახმად ომში არაერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო, გასულ თვეში ბრძოლაში დაიღუპა.

ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დღეს პირველად გახდა ცნობილი იმ პილოტის ვინაობაც, ვინც “კიევის აჩრდილის” მეტსახელის უკან იდგა.

საუბარია 29 წლის მაიორ სტეფან ტარაბალკაზე, რომელიც ერთი შვილის მამაა.

ამავე ცნობით, მისი MIG-29 13 მარტს ჩამოაგდეს, თუმცა მანამდე, უკრაინული მხარის თანახმად, ათეულობით რუსული თვითმფრინავის განადგურება შეძლო, აქედან ექვსის – ომის პირველ დღეს.

"დღემდე პილოტის ვინაობას უკრაინული არმია საიდუმლოდ ტოვებდა, რაც აძლიერებდა განცდას, რომ “კიევის აჩრდილი” მითი იყო, რომელიც უკრაინულმა მხარემ ჯარში განწყობის გასაძლიერებლად მოიგონა.

სინამდვილეში, ტარაბალკა დასავლეთ უკრაინაშია დაბადებული და ხარკოვის საჰაერო ძალების უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.

ის დაჯილდოებულია უკრაინის უმაღლესი მედლით მამაცობისთვის",- წერს გამოცემა.

ტარაბალკას დედა NPR-თან ინტერვიუში ამბობს, რომ მისი შვილი პილოტობაზე ღრმა ბავშვობიდან ოცნებობდა. მისი მამა ამბობს, რომ შვილის ბოლო ფრენის შესახებ მხოლოდ ის იციან, რომ “კიევის აჩრდილმა” დავალება შეასრულა, თუმცა უკან ვეღარ დაბრუნდა.

უკრაინული მხარის თანახმად, პილოტი დიდი რაოდენობის მტერთან ბრძოლაში დაიღუპა.

უკრაინა აცხადებს, რომ ომის განმავლობაში, ჯამში, მისმა არმიამ 189 რუსული თვითმფრინავი გაანადგურა, ასევე, 155 ვერტმფრენი და 229 დრონი.

ასევე დაგაინტერესებთ:

📌"რუსული ჭურვი მოხვდა მის სახლს, რომლის ნანგრევებშიც მან მთელი ღამე გაატარა" - კიევში "რადიო თავისუფლების" რეპორტიორი ვერა გირიჩი დაიღუპა

📌ამ ქონდრისკაცებს ვერ მოუნელებიათ, რომ ივანიშვილმა ბინა მაჩუქა და ამის გამო დღემდე ხელებს არ ვუკოცნი - გია ხუხაშვილი

📌"ბორჯომი" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა მიჰყიდა რუსებს 2013 წელს. ფრანგებს ან ამერიკელებს რატომ არ მიჰყიდა? - რომან გოცირიძე

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1754233716

მსოფლიო

ღაზაში ბოლო 24 საათში შიმშილითა და არასრულფასოვანი კვების შედეგად კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა

ღაზას სექტორში ბოლო 24 საათში შიმშილითა და არასრულფასოვანი კვების შედეგად კიდევ 6 პალესტინელი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რიცხვი 175-მდე გაიზარდა. ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებ...

ღაზაში ბოლო 24 საათში შიმშილითა და არასრულფასოვანი კვების შედეგად კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა

1754231565

ახალი ამბები

პრემიერი: ორი წლის შემდეგაც ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება შოვის უმძიმესი ტრაგედია, ჩვენი ვალია, გავიხსენოთ დაღუპულები და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები არ მოხდეს

„ორი წლის შემდეგაც ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება შოვის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც მთელ ქვეყანას დაგვატყდა თავს, ჩვენი ვალია, გავიხსენოთ დაღუპულები და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ მომავალში ასეთი ტრაგე...

პრემიერი:

1754228694

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საზოგადოება აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმინა ის დანაშაულები, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს ჩადენილი

„ვიცი, რომ საგამოძიებო კომისია საკმაოდ მოცულობით დოკუმენტს ამზადებს, ასე რომ ველოდებით საბოლოო დოკუმენტს, რომელსაც შემდეგ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს სექტემბერში“, - განაცხადა შალვა პაპუაშ...

შალვა პაპუაშვილი

1754227097

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ, ვიცით, რომ საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივად დატვირთული დოკუმენტი მზადდება

„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა საგამოძიებო კომისიის მიერ, ყველა ინტერესით ველოდებით საბოლოო დასკვნას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუც...

ირაკლი კობახიძე

1754225277

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი შვედეთის პრემიერის განცხადებაზე: ზუსტად ეს არის ის სამწუხარო ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ინტეგრაციის პროცესში

„ზუსტად ეს არის ის სამწუხარო ტენდენცია, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ინტეგრაციის პროცესში. იცით, რომ 27 წევრია ევროკავშირში, 27-ვე ქვეყნის ხმა გადამწყვეტია ევროპული ინტეგრაციის ნებისმიერ ეტაპზე“, - გან...

შალვა პაპუაშვილი