"ვერ ვხედავ რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში რაიმე სერიოზულობას, ეს შეიძლება ყურადღების გადატანის მცდელობა იყოს" - ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მშვიდობის მისაღწევად "სერიოზულობის ნიშნებს" ვერ ხედავს  და დასძინა, რომ მოსკოვმა ახლავე უნდა შეწყვიტოს აგრესია და უკრაინიდან გაიყვანოს თავისი ძალები. 

„არსებობს ის რასაც ამბობს რუსეთი და ის რასაც აკეთებს. ჩვენ ამ უკანასკნელზე ვაკეთებთ აქცენტს,” - თქვა მან.

მისი თქმით, ფაქტი რომ რუსეთი ამცირებს საომარ მოქმედებებს კიევის ირგვლივ, შეიძლება ეს ყურადღების გადატანის მცდელობა და უკრაინელების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდეს.  

რუსეთმა სტამბოლში უკრაინულ მხარესთან დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ შეამცირებს სამხედრო ოპერაციებს კიევის გარშემო . TASS-ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ფომინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის „რადიკალურად შეამციროს“ სამხედრო აქტივობა კიევისა და ჩერნიგოვის ფარგლებს გარეთ. 

სტამბოლში სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ უკრაინულმა მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კიევს სურს, რუსეთ-უკრაინის ომის გარანტი 8 ქვეყანა იყოს, მათ შორის პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი და კანადა. 

უკრაინის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ რუსეთი შესაძლოა შეეცადოს მიაღწიოს შეთანხმებას დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა შეძლოს სამხედრო ძალების გადანაწილება და ახალი შეტევის დაწყება. 

ასევე საინტერესოა

🔷„ომი მთავრდება მეგობრებო და პირველი მე ვიქნები, ვინც მოგილოცავთ“ - დომენიკ მანგო

🔷რუსეთს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებიდან სამხედრო ძალების ნაწილი გაჰყავს

🔷არც ერთ სიტყვას უკან არ წავიღებ - ბაიდენი აზუსტებს რატომ უწოდა პუტინს "ყასაბი"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791467835

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა...

მარიამ ქვრივიშვილი

1791467679

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტპატიმარი თუ არის ყველა, ვინც საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებზე შტურმს მოახდენს, მაშინ რამდენიმე ათასი პოლიტპატიმარი მიიღო საფრანგეთმა საპროტესტო გამოსვლებისას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით წლების განმავლობაში ცნობილია. ქადაგიშვილის განმ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1791465160

ახალი ამბები

ნინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას

„მერამდენე რეზოლუცია უნდა მიიღოს ევროპარლამენტმა თან ბრმად, რომ მიხვდნენ იუკნევიჩიენები, კრამერები და გოშევსკები, ფუჭია მათი გარჯა როგორმე დააზიანონ საქართველო“,- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქს...

 ნინო ფოჩხუა

1791464790

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6021 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ფული ლარი

1791463542

ახალი ამბები

ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპ...

ევროპასთან ინტეგრაცია