ყველგან მოსდეს ღრანჭში ჩვენებმა ორკებს! გვიტევდნენ, მაგრამ ისევ გაქუსლეს! - ბუკა პეტრიაშვილი
პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ბოლო ცნობებს აქვეყნებს და წერს:
"გამარჯობა!
ერთადერთი ხიდი ჰქონდა დარჩენილი ხერსონში მძიმე ტექნიკის შესაზიდად ურდოს და ისიც დაუდუღეს ჩვენებმა! აწი თუ გაკურცხლავენ, მხოლოდ ფეხით, მაგრამ მაგ ხიდებზე გადასვლის გამბედაობა ვინ მიცა ურდოს! 12 ათასი ურდოსი იქნება გამომწყვდეული ხერსონში: ან ჩაგვბარდებიან ან იოსია ძიას კონცერტზე გაემგზავრებიან! ორივე გაგვიხარდება! ჩვენი ტყვეების გამოსახსნელად კარგია ბევრი ორკი დედიკო-დედულია-დედას რო ურეკავს, მიშველე, მიშველეო!
მალე უკრაინის ტერიტორიაზე ურდოს საწყობი, წესით აღარ უნდა დრჩეს! ჩვენების გუშინდელი დღის მონაგარი კიდევ 3 საწყობია: 2 დონეცკში, 1 ხერსონში! ზემოდან კიდევ 1 საშტაბო პუნქტი ზაპოროჟიეში! წავიდა საკანცერტე მასალაა!
შეიძლება ვიმეორებ, მაგრამ კარგია რომ ვიმეორებ: ბახმუტის, კრამატორსკის და სლავიანსკის მიმართულებებით ყველგან მოსდეს ღრანჭში ჩვენებმა ორკებს! გვიტევდნენ, მაგრამ ისევ გაქუსლეს!
ხმელეთზე ხო ადუღებენ ჩვენები, რაც კი რამე დაგორავს და დაცოცავს ურდოსი, ახლა ჰაერსაც მთლიანად წაართმევენ ურდოს ამერიკული რადარსაწინააღმდეგო რაკეტებით ჩვენების თვითმფრინავები!
ამ ნაძირლებს ერთადერთი რაც შეუძლიათ, ეგაა მშვიდობიანების დაბომბვა! გუშინ ღამე ისევ ესროლეს რაკეტები ხარკოვს, მაგრამ აქაც ინტენსივობა სერიოზულად დაკლებულია და შესაბამისად მსხვერპლიც!
უკრაინას ვერ შეაშინებს და ვერ გააჩერებს სარაკეტო ტერორი! პირიქით, უფრო მეტად ბრაზდებიან და უფრო მეტად თავდადებით იბრძვიან მტრის წინააღმდეგ! მაინც ვერ მოვერევით და თავი რაზე მოვაკვლევინოთ, აქოთებული აზროვნება, უკრაინაში არ მუშაობს!
თანაც დღეს უკვე უკრაინა თანამედროვე, ნატოს შეიარაღებით აღჭურვილი და ბრძოლაში გამობრძმედილი არმიაა, ურდო კი დემორალიზებული, გამოფიტული და ძველი საბჭოთა ტექნიკის ამარა დარჩენილი ხროვაა!
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ ჩამოაყალიბა ყველას გასაგონად უკრაინის პოზიცია:
მინსკის ახალი შეთანხმება რუსეთთან არ მოხდება;
რუსეთთან მოლაპარაკება დაიწყება იმ შემთხვევაში, თუ:
ურდო გავა სრულად უკრაინის ტერიტორიიდან;
გადაიხდის ასეულიბით მილიარდიან ზარალს, რომელიც მიაყენა უკრაინას ნგრევის შედეგად და რეპარაციას დაღუპულების ოჯახებისთვის!
უკრაინა გაიმარჯვებს - საქართველო გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!",-წერს, ბუკა პეტრიაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵30 წლის კაცმა, რომელმაც ფესტივალზე ბევრი ალკოჰოლი დალია, კუბოში გაიღვიძა (ფოტო)
1777974394
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს, ჩვენი ფიქრები ახლა დაშავებულებთანაა, ვუსურვებთ მათ გამოჯანმრთელებას, ხოლო ყველა დაზარალებულს - გამძლეობას
„ვუსამძიმრებ ჩინეთში, ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქების შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური და...
1777973670
ახალი ამბებიდამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებას იწყებს. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. პროექტის ფარგლებში კომპანია 50-მდე ლ...
1777973027
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ქალბატონი რასას ბოლშევიკურ წარსულს და გამოცდილებას მხარს უბამს ევროპარლამენტის ახლანდელი ბიუროკრატიაც და როგორც კლასიკურ ბოლშევიზმს შეეფერება, თავს ესხმიან დემოკრატიას და თავისუფალ სიტყვას, ასეთი რამ გაუგონარია
ქალბატონი რასას ბოლშევიკურ წარსულს და გამოცდილებას მხარს უბამს ევროპარლამენტის ახლანდელი ბიუროკრატიაც და როგორც კლასიკურ ბოლშევიზმს შეეფერება, თავს ესხმიან დემოკრატიას და თავისუფალ სიტყვას, ასეთი რამ...
1777971596
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ გაგა კირკიტაძე დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გაგა კირკიტაძე დაინიშნა. ახლად დანიშნულ მინისტრის მოადგილეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს...
1777971312
საზოგადოებასოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება
სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება. ცვლილების მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, ელექტროენერგიის გადასახადი მათთვის უცვლელი დარჩეს. ი...




























