არმია ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერას ითხოვს. ისინი გმირები არიან - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს უკრაინის მოქალაქეებს, განსაკუთრებით ვეტერანებს, ვისაც ძალა შესწევს, შეიარაღებულ ძალებს შეუერთდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მოქალაქეებს არმიის მხარდაჭერისკენ, ხოლო რუსეთის მოქალაქეებს რუსეთის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს. 

"მივმართავ უკრაინის ყველა მოქალაქეს და ჟურნალისტებს, გაავრცელეთ ინფორმაციები თუ როგორ გმირულად იბრძვიან ჩვენი მებრძოლები. მხარი დავუჭიროთ. არმია ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერას ითხოვს. ისინი გმირები არიან და მტერს მედგარ წინააღმდეგობას უწევენ. მტერს სერიოზული ზიანი მიაყენეს როგორც დონბასსა და ლუგანსკში,  ასევე სხვადასხვა რეგიონში. ეს ზიანი კიდევ უფრო გაიზრდება. დღეს უკრაინა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. სამშობლო ყველამ უნდა დავიცვათ. მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვისაც ძალა შესწევს დაიცვას უკრაინა, გამოცხადდეს. განსაკუთრებით ვეტერანები. ჩვენს დაჭრილებს სჭირდება სისხლი და გთხოვთ გახდით დონორები. მზად იყავით ყველაფრისთვის და გააკეთეთ ყველაფერი რათა სამშობლო დავიცვათ.

უკრაინელების უფლება, იცხოვრონ თავის მიწაზე, ხელშეუხებელია. რუსეთი დილაადრიან თავს ლაჩრულად დაგვესხა. რუსეთი ბოროტების გზაზე დგას. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს და იმ ადამიანებს ვისაც ნამუსი ჯერ კიდევ შერჩენია, გამოვიდეს რუსეთის ქუჩებში და თქვენი მთავრობის ქმედებები, ომი უკრაინის წინააღმდეგ გააპროტესტეთ", - აცხადებს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე წაიკითხეთ:

🔵უკრაინელმა მშობლებმა უსაფრთხოების მიზნით, ბავშვებისთვის სპეციალური სტიკერები დაამზადეს სადაც მათი სისხლის ჯგუფი, ვინაობა და მშობელთა მონაცემებია მითითებული

🔵მზად უნდა ვიყოთ საქართველოს მხრიდან პროვოკაციებზე რეაგირებისთვის - ბიბილოვი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793728972

საზოგადოება

პრემიერი: ევროპულ ბიუროკრატიასთან არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ წინ მივდივართ და ვაგრძელებთ ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას

ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ჩვენს ეროვნულ დღის წესრიგზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ დღის წესრიგის ნაწილია ევროკავშირთან შეთანხმებ...

ირაკლი კობახიძე

1793727897

საზოგადოება

პრემიერი: ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაანგრიეს საკუთარი თავი, ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ ალიანსს დიდი პერსპექტივა არ ჰქონდა

„ისეთი დავალებები მიიღეს უცხოური აგენტურის წარმომადგენლებმა საკუთარი პატრონებისგან, რომ ამით დაანგრიეს საკუთარი თავი და ამის შედეგია ის დაპირისპირებები, რომელსაც ვხედავთ აგენტურის შიგნით“, - ამის შესა...

ირაკლი კობახიძე

1793727078

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 4 ოქტომბრის მონაწილეები ელოდებოდნენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას და 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს

„ჩვენ მათი აღიარებითი ჩვენებებიც მოვისმინეთ, მათი ორი ლიდერის განცხადება მოვისმინეთ, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბრის ჩავარდნის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის თაობაზე“, - ამის...

ირაკლი კობახიძე

1793725957

ახალი ამბები

მაშველებმა მდინარე რიონიდან 2 ახალგაზრდის ცხედარი ამოასვენეს

ქუთაისში, რიონჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონში გადავარდნილი ავტომობილიდან მაშველებმა ორი  კაცის ცხედარი ამოასვენეს. ნაპოვნი და მდინარიდან ამოტანილია ავტომობილიც.  ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემ...

ყვითელი ლენტი

1793724509

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიცია და მათი აქტივისტები ყოველ ჯერზე გაურბიან დებატებს, ისე გაურბის სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიაც ასეთ დებატებს, რადგან სიმართლე არის ჩვენს მხარეს

„პოლიტიკური მოვლენები დინამიკურად ვითარდება და ასეთ პირობებში ჩვენ შეგვიძლია, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდ...

ირაკლი კობახიძე