პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 60 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 60 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, როგორც საზღვარგარეთ, ისე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდების“ დავალებით, ასევე დამოუკიდებლად, მოდავე მხარეების მიმართვის საფუძველზე „ქურდულ გარჩევებს“ სისტემატურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ სხვადასხვა სახის დავებს განიხილავდნენ.

15 პირს, მათგან 3 პირს დაუსწრებლად, ხოლო 2 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 3 პირს, მათგან 2 პირს დაუსწრებლად, ხოლო 1 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალდება 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით („კანონიერი ქურდობა“) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 26 პირს, მათგან 6 პირს პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალდება 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 16 პირს, მათგან 1 პირს დაუსწრებლად ბრალდება 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინა, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770126979

საზოგადოება

პარლამენტმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ „სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტ...

პარლამენტპარლამენტ

1770126516

საზოგადოება

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა. საკითხი განსახილველად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მო...

უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში

1770126307

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: თუ ქვეყანაში მშვიდობაა, სტაბილურობასთან და სანდოობასთან ერთად, ეკონომიკა იზრდება, როცა ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ, შესაძლებლობა გაქვს, ინვესტიციები ხალხში, განათლებასა და ახალი უნარების შეძენაში...

თუ ქვეყანას სტაბილურობის შენარჩუნება სურს, აუცილებელია ძლიერი ინსტიტუტების, ძლიერი ანტიკორუფციული პოლიტიკის და ძლიერი საჯარო შესყიდვების სისტემის არსებობა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინის...

ლევან ჟორჟოლიანი

1770126130

საზოგადოება

ჟორჟოლიანი: ჩვენი კონცეფცია მშვიდობას ეფუძნება, საქართველო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ფართო გაგებით, რეგიონში მხარს უჭერს მშვიდობას, მშვიდობა ნიშნავს მეტ სტაბილურობას, ის უზრუნველყოფს სანდოობას, რასაც მოჰყვება ეკონომიკური ზრდა

ეკონომიკური თვალსაზრისით შესანიშნავი შედეგები გვაქვს - ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.3 % იყო და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, - ამის შესახებ საქართვ...

ლევან ჟორჟოლიან

1770125338

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.როგორც პაპუაშვილი წერს, ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სა...

შალვა პაპუაშვილი