"ბელგოროდის ნავთობტერმინალში 8 რეზერვუარი იწვის" - რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით ბელგოროდის ნავთობტერმინალში 8 რეზერვუარი იწვის.
უწყების ცნობით, ადგილზე 194 მაშველი და 59 ერთეული ტექნიკა მუშაობს, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციოდ სპეციალურ ქაფს გამოიყენებენ.
ბელგოროდის გუბერნატორის ცნობით, ნავთობტერმინალის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა ევაკუირებულია სპორტულ კომპლექში.
ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ქალაქში მდებარე ნავთობტერმინალზე ხანძარი უკრაინული ვერტმფრენების იერისშის შედეგად გაჩნდა.
ტერმინალის მესაკუთრე კომპანია „როსნევტის“ ინფორმაციით პერსონალი ევაკუირებულია და მომხდარის შედეგად დაშავებულები არ არიან.
უკრაინაში განცხადება ბელგოროდში ნავთობტერმინალზე შესაძლო იერიშის შესახებ ჯერ არ გაუკეთებიათ.
ამავე თემაზე:
🔳 BBC: ბელგოროდში უკრაინულმა ვერტმფრენებმა ქალაქში მდებარე ნავთობის ტერმინალზე მიიტანეს იერიში
1791446562
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ბურჭულაძის პოსტზე: ეს არის სავარაუდოდ, წინასწარ იმის „გაპრავება“, რომ პაატა ბურჭულაძე, სავარაუდოდ, აპირებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმებას
„ეს არის სავარაუდოდ, წინასწარ იმის „გაპრავება“, რომ პაატა ბურჭულაძე, სავარაუდოდ, აპირებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმებას“, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი...
1791444854
ახალი ამბებისამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დალუქეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების...
1791443606
ახალი ამბები„ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს – არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას…“ – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს მომღერალ მიშო სულუხიაზე
„წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მ...
1791443292
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო და სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარისა და ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთ...
1791441362
ახალი ამბებიდღეს მსოფლიო ჩემპიონატზე სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
დღეს, 8 ოქტომბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ორი წარმომადგ...




























