ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელს სურს ღაზის გათავისუფლება და არა მისი ოკუპაცია, ჩვენი გეგმა ომის დასრულების საუკეთესო გზაა

ისრაელს სურს ღაზის გათავისუფლება და არა მისი ოკუპაცია, ჩვენი გეგმა ომის დასრულების საუკეთესო გზაა, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, პრესკონფერენციას სიმართლის გასაჟღერებლად მართავს.

„სიმართლე კი ის არის, რომ „ჰამასს“ ღაზაში კვლავ ჰყავს ათასობით შეიარაღებული ტერორისტი და პირობას დებს, რომ გაიმეორებს 7 ოქტომბრის სისასტიკეს და გაანადგურებს ისრაელს. ბევრი ღაზაში მცხოვრები გვევედრება, ისინი მსოფლიოს ევედრებიან: გაგვათავისუფლეთ, გაგვათავისუფლეთ და გაათავისუფლეთ ღაზა „ჰამასისგან“. ჩვენი მიზანი არ არის ღაზის ოკუპაცია. ჩვენი მიზანია ღაზის გათავისუფლება, „ჰამასის“ ტერორისტებისგან გათავისუფლება. ომი, შეიძლება, ხვალ დასრულდეს, თუ „ჰამასი“ იარაღს დაყრის და ყველა დარჩენილ მძევალს გაათავისუფლებს“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.

მისივე თქმით, ისრაელს ომის დასრულება ძალიან სწრაფად სურს.

„არ მინდა ზუსტ ვადებზე საუბარი, მაგრამ ჩვენ საკმაოდ მოკლე გრაფიკზე ვსაუბრობთ, რადგან გვსურს ომის დასრულება. ჩვენ ასე ვასრულებთ ომს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუმ დაასახელა ღაზაში ომის დასრულების ხუთი წინაპირობა: „ჰამასის“ განიარაღება, ყველა მძევლის გათავისუფლება, ღაზის სექტორის დემილიტარიზაცია, ისრაელის საერთო კონტროლი უსაფრთხოებაზე, არაისრაელური სამოქალაქო ადმინისტრაციის შექმნა, რომლის მიზანი ისრაელთან მშვიდობის მიღწევა იქნება. მისივე თქმით, ვაშინგტონთან კოორდინაციით, ისრაელი მუშაობს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდაზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1754839694

მსოფლიო

რობერტ ფიცო - როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება

როგორც არ უნდა დასრულდეს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ყველაზე მეტად კიევი დაზარალდება, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა. ფიცოს თქმით, ის, რაც უახლოე...

რობერტ ფიცო

1754836240

ახალი ამბები

კახეთში 25 წლამდე კაცი დაჭრეს - დაშავებული თელავის რეფერალურ კლინიკაშია მოთავსებული

კახეთში 25 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა 9 აგვისტოს, გომბორის უღელტეხილზე, ფოლკლორული დღესასწაულის მიმდინარეობისას მოხდა. დაუდგენელმა პირმა ახალგაზრდას ჭრილობა დანით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა....

პოლიცია, ლენტი

1754833341

ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩ...

პროკურატურა

1754832678

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: საგამოძიებო კომისიაში ჩვენ 6 თვის თავზე დავდეთ ისეთი ტიპის დასკვნა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დაუდებს სათავეს „ნაცმოძრაობის“ გაუქმებას შესაბამის უწყებაში

საგამოძიებო კომისიაში ჩვენ 6 თვის თავზე დავდეთ ისეთი ტიპის დასკვნა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ დაუდებს სათავეს „ნაცმოძრაობის“ გაუქმებას შესაბამის უწყებაში. ამ ფონზე ნომრების ჩამორთმევა და გაუქმება...

გურამ მაჭარაშვილი

1754829906

საზოგადოება

საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა

 მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. 3 051 საარჩევნო უბანზ...

არჩევები