BFMTV: საფრანგეთში, ახალი წლის ღამეს, 800-ზე მეტი ავტომობილი დაწვეს

საფრანგეთში, ახალი წლის ღამეს, 800-ზე მეტი ავტომობილი დაწვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია BFMTV ავრცელებს.

„პოლიციის წინასწარი ანგარიშის თანახმად, 31 დეკემბრის ღამიდან 1-ელ იანვრამდე ჯამში დაიწვა 813 ავტომობილი. მათგან 183 ავტომობილს ცეცხლი სხვა მანქანებიდან გადაედო“, - ნათქვამია განცხადებაში.

საფრანგეთში ახალი წლის ღამეს წესრიგის დასაცავად 90 ათასი პოლიციელი იყო მობილიზებული. ზოგიერთ მათგანზე თავდასხმა განხორციელდა, მათ შორის ნიმსა და ნანტერში.

პარიზის პროკურატურის მონაცემებით, 2025 წლის 31 დეკემბრის ღამიდან 2026 წლის 1-ელ იანვრამდე დედაქალაქში დაკავებულია 125 ადამიანი, მათგან 33 - ძალადობის განზრახ გამოყენებისთვის, 15 - ძალადობის ან ზიანის მიყენების მიზნით შექმნილ ჯგუფში მონაწილეობისთვის, ხოლო 10 - ფსიქოტროპული ნივთიერებების ფლობისთვის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767278357

საზოგადოება

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა არასდროს იქნება ნატოში

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესაძლებლობა უარყო. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვაკური მედია ავრცელებს. „უკრაინა არასდროს იქნება ნატოში“, - განაცხადა მი...

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი:

1767275266

საზოგადოება

მლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ...

გზების დეპარტამენტი

1767272696

ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო: 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა

„3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა“, - აღნიშნულია გაფრთხილებაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერი...

ყინვა

1767270086

საზოგადოება

თავდაცვის მინისტრი ახალ წელს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ახალი 2026 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან ერთად ხონ...

თავდაცვის მინისტრი

1767267688

საზოგადოება

ქორენიში-შოვის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ40-კმ141 (ქორენ...

გზების დეპარტამენტი