თავდაცვის მინისტრი ახალ წელს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ახალი 2026 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან ერთად ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას ახალი წელი ვიდეო კონფერენციის საშუალებით მიულოცეს.

ირაკლი ჩიქოვანმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა ღირსეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ მათი თავდადება, ერთგულება და პროფესიონალიზმი ფასდაუდებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მინისტრმა სამხედროებს კეთილდღეობა, მშვიდობიანი მომავალი და წარმატება უსურვა საქართველოს სამსახურში.

ხონის ბაზიდან მინისტრმა ახალი წელი მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ახალ წელს პროფესიული მოვალეობიდან გამომდინარე, სამსახურში შეხვდა. მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, პოლიციელებს, მესაზღვრეებს, მეხანძრე-მაშველებსა და ექიმებს ჯანმრთელობა, სიმტკიცე და ერთობა უსურვა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767254639

ახალი ამბები

1-ელი იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან

1 იანვრიდან მძღოლები ზედმეტი ხმაურის გამო დაჯარიმდებიან. კერძოდ, ძალაში შედის “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ნორმა, რომლის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისა...

ააა

1767253970

საზოგადოება

1 -ელი იანვრიდან სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია იკრძალება

მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის პირველი იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია იკრძალება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცი...

 რეალიზაცია იკრძალება

1767253417

საზოგადოება

2026 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურება 10%-ით გაიზრდება

2026 წელს გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა. ასევე განხორციელდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საჯარო სკოლების ადმინი...

 საჯარო მოხელეთა ანაზღაურება

1767252550

საზოგადოება

2026 წლის პირველი იანვრიდან ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება

საქართველოს მთავრობის №288 დადგენილების „ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესისა და პირობების დამტკიცე...

 ვეტერინარების სერტიფიცირება

1767251992

საზოგადოება

1-ელი იანვრიდან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენა 1-ელი იანვრიდან ეტაპობრივად განხორციელდება. მასშტაბური ამნისტი...

მართვის მოწმობა