ჩეხეთის პარლამენტის სპიკერი: არ შეგვიძლია ჩეხი პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისა და ბავშვიანი ოჯახების ფულით იარაღის ყიდვა და მისი გაგზავნა სრულიად უაზრო ომის გასაგრძელებლად
არ შეგვიძლია ჩეხი პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისა და ბავშვიანი ოჯახების ფულით იარაღის ყიდვა და მისი გაგზავნა სრულიად უაზრო ომის გასაგრძელებლად, - განაცხადა ჩეხეთის პარლამენტის სპიკერმა, ტომიო ოკამურამ. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მან აღნიშნა, რომ დაუშვებელია იარაღის გაგზავნა „აბსოლუტურად უაზრო ომის შესანარჩუნებლად“.
მისი თქმით, ANO-ს, SPD-სა და „ავტომობილისტების“ მინისტრთა კაბინეტი იქნება პრაგმატული მთავრობა, რომელიც ისე იმოქმედებს, რომ სარგებელი მოუტანოს ჩეხეთის მოქალაქეებსა და კომპანიებს.
„ჩვენ არ შეგვიძლია ჩეხი პენსიონერების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებისა და ბავშვიანი ოჯახების ფულით იარაღის ყიდვა და მისი გაგზავნა სრულიად უაზრო ომის გასაგრძელებლად. ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი მოქალაქეების ფული უცხოელ მოქალაქეებს მხოლოდ იმიტომ გავცეთ, რომ ეს ომის მომხრე პროპაგანდას სურს“, - აღნიშნა ტომიო ოკამურამ.
„მჯერა, რომ ჩვენი რესპუბლიკა გადმოხტება ბრიუსელის მატარებლიდან, რომელიც აშშ-ის მთავრობის გაფრთხილების მიუხედავად, მესამე მსოფლიო ომისკენ მიექანება“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, დასავლეთ ევროპა გეგმავს იარაღის წარმოებასა და გაყიდვას ვალის ხარჯზე, რომელსაც თავადვე იღებს.
„მესმის, რომ დასავლეთისთვის კარგია, როცა იარაღის ქარხნებს ვუხდით ფულს ნაკლებად ეფექტური იარაღისთვის, რომელსაც რუსები ფრონტზე მისვლამდე ანადგურებენ. ფულის ნაკადები ხომ ყველა მიმართულებით მიედინება და ამ ბიზნესიდან ყველა რაღაცას შოულობს - დასავლური კომპანიები, მთავრობები და ზელენსკის ხუნტის გარშემო მყოფი უკრაინელი ქურდები, რომლებიც ოქროს უნიტაზებს იშენებენ. მოიპარონ, ოღონდ არა ჩვენს ხარჯზე, და ასეთი ქვეყანა ნუ იქნება ევროკავშირში“, - დასძინა ოკამურამ.
1767279298
მსოფლიოვიქტორ ორბანი: დაე, 2026 წელი ყოფილიყოს მშვიდობის გამარჯვებისა და ევროპაში საღი აზრის დაბრუნების წელი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავის საახალწლო მოლოცვაში ევროპას 2026 წელს „საღი აზრის პოვნა“ უსურვა. „გილოცავთ ახალ წელს! დაე, 2026 წელი ყოფილიყოს მშვიდობის გამარჯვებისა და ევროპაში საღი...
1767278357
საზოგადოებასლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა არასდროს იქნება ნატოში
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესაძლებლობა უარყო. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვაკური მედია ავრცელებს. „უკრაინა არასდროს იქნება ნატოში“, - განაცხადა მი...
1767275266
საზოგადოებამლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ...
1767272696
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო: 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა
„3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა“, - აღნიშნულია გაფრთხილებაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერი...
1767270086
საზოგადოებათავდაცვის მინისტრი ახალ წელს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ახალი 2026 წლის დადგომა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნა. მინისტრი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან ერთად ხონ...


























