Bloomberg: თურქეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს ირანის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთონ
თურქეთი აქტიურ დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს, რათა არ დაუშვას, რომ სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიას შეუერთდნენ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტოს რესპონდენტებმა განუცხადეს, ოფიციალური ანკარა სპარსეთის ყურის ქვეყნებს მოუწოდებს გამოავლინონ თავშეკავება.
დიპლომატიური ძალისხმევის აქტივიზაციის ფონზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია. მან აგრეთვე სატელეფონო საუბარი გამართა რეგიონის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან.
როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, სპარსეთის ყურის ისეთი ძლიერი ქვეყნები, როგორიცაა საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირანის მიერ განხორციელებული დარტყმების გამო, რომლებმაც უკვე დააზიანეს პორტები, ენერგეტიკული ობიექტები და აეროპორტები, მოთმინებას კარგავენ.
თუმცა, როგორც სააგენტო წერს, აღნიშნული ქვეყნები ომს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდებიან, თუ ირანი მუქარას სისრულეში მოიყვანს და სპარსეთის ყურის ქვეყნების ენერგეტიკულ და წყლის ინფრასტრუქტურას დაბომბავს. ეს მათთვის „წითელი ხაზია“.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დაუშვებელია აღნიშნული კონფლიქტის „რეგიონის ქვეყნებს შორის დამქანცველ ომში გადაზრდა“.
1774444061
საზოგადოებაოდიშარია: მაშინ მთელმა ლიბერალურმა ბაბლმა ჰომოფობი ეძახა და დასცინა. დღეს იმავე კაცმა, სიონში, საპროტესტო ლოზუნგი დაიყვირა და იგივე ლიბერალურმა ბაბლმა, გმირად გამოაცხადა
ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია სიონის ტაძარში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და კინოთეატრ „ამირანთან“ გამართული აქცია გაიხსენა, როდესაც ხანშიშესული კაცი აცხადებდა, რო...
1774442347
ახალი ამბებიფოჩხუა ირაკლი ხომასურიძეზე: „ნაცმოძრაობის" დროს, აქციების დარბევისას თვალი დაკარგა, 80 000 ევრო „ქართული ოცნებისგან“ აიღო კომპენსაცია და კაზინოში წააგო - დღეს „ნაცებისგან" 20 ლარს იღებს და სიონში პროვოკაციას აწყობს
ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, ოპოზიციონერი აქტივისტის, ირაკლი ხომასურიძის მიერ სიონის ტაძარში მოწყობილ პროვოკაციას, სოციალურ ქსელში აფასებს. ფოჩხუას ინფორმაციით, ხომასურიძემ, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველ...
1774440843
საზოგადოებაგიორგი გაბუნია ხოშტარიაზე: ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს
ადამიანის ციხეში ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ როცა საქმე გვაქვს დანაშაულის ჩადენასთან და მრავალჯერ, ეს მის მიმართ სასჯელის ნაწილზე მოქმედებს, – განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ...
1774439504
საზოგადოებანინო წილოსანი: ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ. ეს არის მიზანმიმართული შეტევა მეუფე შიოზე, რადგან ეკლესიაში დისონანსი შეიტანონ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ოპოზიციური ჯგუფებისა და აქტივისტების მხრიდან მეუფე შიოს წინააღმდეგ დაწყებულ სიძულვილის კამპანიას ეხმიანება. წილოსანი მათ ფარისევლობაში ადანა...
1774438159
საზოგადოებამეუფე შიო: როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერი ნუგეში და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა - მთელი საქართველო ფეხზე ადგა
ვიცით, რომ როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერი ნუგეშიც და სიხარულიც. ჩვენ ველოდით, როგორ გამოვლინდება ეს და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა - მთელი საქართველო...


























