მეუფე შიო: როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერი ნუგეში და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა - მთელი საქართველო ფეხზე ადგა
ვიცით, რომ როდესაც გარდაიცვლება წმინდა და მართალი ადამიანი, ამას თან სდევს სულიერი ნუგეშიც და სიხარულიც. ჩვენ ველოდით, როგორ გამოვლინდება ეს და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულისა - მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერების, სიყვარულის გამოსახატავად, - განაცხადა მეუფე შიომ.
ამ თემაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით შესრულებული პარაკლისის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, ეს საოცარი ერთიანობა დიდ სულიერ ძალასა და ნუგეშს აძლევს ერს ამ ურთულესი დღეების გადასატანად.
„ეს გამოვლენილი ერთიანობა და სიყვარული გვაძლევს დიდ სულიერ ძალას, დიდ ნუგეშს, რომ გადაგვეტანა ეს ურთულესი დღეები და დიდ იმედს, რომ ჩვენ ღვთის შეწევნით შევძლებთ შევინარჩუნოთ ის დიდი ღირებულებები, რაც ჩვენამდე ჩვენმა დიდმა პატრიარქებმა და წინაპრებმა მოიტანეს და მათ შორის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ გვიანდერძა - ეს არის ჭეშმარიტი რწმენა ღვთისა, ერთგულება სამშობლოსი და სიყვარული ადამიანისა.
თუ ჩვენ ამას შევინარჩუნებთ, თუ ჩვენ ამისთვის ვიბრძოლებთ და ვიშრომებთ, უფალი აუცილებლად შეგვეწევა ჩვენ და შეგვაძლებინებს, როგორც ჩვენი საეკლესიო ავტოკეფალიის შენარჩუნებას, ასევე ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, ქვეყნის გამთლიანებასა და გაძლიერებას“, - განაცხადა მეუფე შიომ.
1774435978
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ერმა დაკარგა სულიერი მამა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომლის გამორჩეული ღვაწლით ჩვენი ეკლესიის ისტორიული დამოუკიდებლობა მსოფლიომ საბოლოოდ 1990 წელს აღიარა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საზოგადოებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს. „დღეს ვიხსენებთ საქართველოს სამოციქულო მ...
1774434309
ახალი ამბებისაქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონის ტაძარში პარაკლისი სრულდება
საქართველოს მართლმადიდებული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისი სრულდება. ღვთისმსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს. ამის შემ...
1774433984
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ევროკავშირის პოლიტიკას და იმ მიდგომებს, რომელიც მათ გააჩნიათ, თავად ევროკავშირი მიჰყავს ჩიხში და დაღუპვამდე
მმართველი გუნდის დეპუტატი გიორგი გაბუნია აცხადებს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა არათანმიმდევრულია. „მეოცე სასანქციო პაკეტში იგეგმებოდა ყულევის ტერმინალის შეტანა იმის გამო, რომ ჩვენ გვაბრალებდნენ თითქოს ს...
1774432349
საზოგადოებასაქართველოსა და ჩინეთის სპორტის მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპორტის მინისტრს, გაო ჭიდანს, შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემ...
1774430759
საზოგადოებაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე...



























